თეგი: ირაკლი კობახიძე

„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში კანდიდატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ" 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსთავსა და გარდაბანში ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დაასახელა. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება, რადგან რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. „როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ. ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე

ჩვენთვის შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის კარგი, ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები არის საკმაოდ მაღალი. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოქალაქეებთან დაკავშირებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყო დაცული, რა ზომებიც იქნება ამისთვის საჭირო, ყველა ზომას მივიღებთ. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთ სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოსალოდნელ საფრთხეებზე, ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით მოვლენებს და ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღებთ ზომებს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრინციპები, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ ომი არ იქნეს დაშვებული და აქეთკენ უნდა იყოს მობილიზებული მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის საზოგადოება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის პრინციპები, რომლებითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ, დანარჩენი ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და გადაიდგმება ნაბიჯი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან შემაშფოთებელია ის მდგომარეობა და ტენდენცია, რაც უკრაინაში ხდება. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს. „უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. „გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტომ განცხადება გაავრცელა, მათ შორის მოქალაქეებს მიმართა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ნაბიჯი“, - განაცხადა  ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძეს COVID19 დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარტიის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 565 769 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 422 540, გარდაიცვალა 15 933 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს მხოლოდ თქვენ ხართ

„თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, - მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას. კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივას კომიკური უწოდა. „ჩვენ მოვისმინეთ რაღაც კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს ამ პარლამენტში უფლებამოსილება შესაწყვეტი, ეს არის ზუსტად ეს ხალხი ერთი მარტივი მიზეზის გამო. მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, ხოლო თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამის საპირისპიროს ამტკიცებთ. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც საჭიროა. თქვენი თითოეული ნაბიჯი არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, თითოეული თქვენი ნაბიჯი არის პროვოკაცია ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ. ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. პირდაპირი პლენარული სხდომიდან

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე უკრაინის მიმართ განსაკუთრებული სოლიდარობის გამო მოქალაქეებს მადლობას უხდის

„ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე, სიტყვით და საქმით, უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს და აკეთებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და განაცხადა, რომ ქართველი ერი უკრაინელი ერის გვერდით დგას. „ჩვენ ვხედავთ როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი მეგობარ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენს მეგობრობას აქვს ხანგრძლივი ისტორია. უკრაინელებთან ძალიან ემოციური კავშირი გვაქვს და შესაბამისად, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ჩვენს საზოგადოებას, ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ამ უპრეცედენტო მაგალითისთვის. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე, სიტყვით და საქმით უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს და აკეთებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით. კერძოდ, ყველა დონეზე , ყველა ფორმატში ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იყო მყარი და ურყევი. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოში, ეუთოში, გაეროში, ყველა დონეზე, სადაც ეს პრინციპული საკითხი განიხილებოდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს პრინციპული პოზიცია ყველა დოკუმენტში, ყველა კენჭისყრისას. ასევე ხაზს გავუსვამ, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოს საელჩო დღემდე რჩება და ოპერირებს კიევში რაც არის ასვე მხარდაჭერის განსაკუთრებული გამოხატულება. და ჰუმანიტარული დახმარება რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, პირველივე დღიდან ყველაფერი კეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს, განსაკუთრებით საქართველოში დარჩენილ ტურისტებს და ისინი არიან უზრუნველყოფილი სრული უფასო მომსახურებით, ამისთვის კერძო მოსახლეობასაც მადლობა უნდა გადავუხადოთ. მოგახსენებთ ასევე მთავრობის სახელით გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში და ჩვენი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება იყოს გაწეული და გაწეული იყოს შესაბამისი ძალისხმევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე ელჩის გაწვევაზე: აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია, მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა

საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუღებელს და გაუმართლებელს უწოდებს, „მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა“. „უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის ამ კოორდინებული მოქმედების გამოხატულება. ამის იქით აქ მეტს არაფერს ვიტყვი. არის მცდელობა, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავშვებთ და არ დავუშვებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს, მე ვამბობ იმას და იმდენს, რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის. რაც შეეხება საქართველოში კოორდინაციას, არ მინდა, ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ „ნაციონალებს“ და ზელენსკის შორის არის თითქოს კოორდინაცია. ეს ასე არ არის, მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შემჩნეული იყო ღალატში, ეს რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობაა“. თქვენ ნახეთ, სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევის. სანქციები უკრაინასთან დაკავშირებით არ დააწესა მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა - ამ ქვეყნების ჩამონათვალს გავაგრძელებ, არც ერთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მიზეზი არის ერთადერთი, ინტერესი, რომ თურქეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი ან ისრაელი და ა.შ. ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს. სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ არავის არ გაუწვევია იქიდან ელჩი, სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით, პირდაპირი მცდელობა იყო მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩართული ვყოფილიყავით სამხედრო კონფლიქტში, ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა შემდეგ ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი. კობახიძის თქმით, არის ერთ მხარეს მცდელობა საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში და საქართველოს ხელისუფლება არის ამ მოსაზრების წინააღმდეგი. „ჩვენ ხალხი უნდა დავიცვათ და არ უნდა ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია, დავსვათ კითხვა, პატარა რეფერენდუმი ჩავატაროთ და მოვუწოდოთ ხალხს, რომ გამოვიდნენ, შეიკრიბონ პარლამენტის წინ, ვინ არის მომხრე, რომ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთონ. თუ არის ვინმე იმის მომხრე, რომ დღეს ხელისუფლებამ ჩართოს საქართველო სამხედრო კონფლიქტში, შეგვიძლია, ეს კითხვა დავსვათ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე სამხედრო კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ირაკლი კობახიძე: ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის

ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მისივე თქმით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია მასშტაბური კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. „ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოში, რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. მასობრივი შემოსვლა, დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია

ირაკლი კობახიძე: ვიმეორებთ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. ამის შესახებ მან დღე პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა."გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა

პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და, რა თქმა უნდა, ვართ დაინტერესებულები და მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები. ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“, - აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში პოლონელ კოლეგას უმასპინძლებს

მატეუშ მორავეცკი: გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პრემიერო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულახდილი საუბრისთვის. ამ ორმხრივი, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც ვითარდება, მაგრამ ვიცით, რომ შეიძლება იყოს უკეთესი, განვითარდეს უკეთესად და უფრო სწრაფი ტემპით, რომ არა ეს რთული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ახლა არსებობს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „პოლონეთი, უკრაინა, საქართველო რთულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ეს არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა. ჩვენ, ყველას გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან პირობებში, მშვიდობიან ქვეყნებში, თუმცა სამწუხაროდ კრემლში ჯერ ეს არ ესმით და ის აგრესია, რომელიც გამოხატულია საქართველოს, უკრაინის მიმართ და ევროკავშირის, ესაა ძირითადი პოლიტიკა, რომელსაც ახლა რუსეთი ამჟღავნებს. ამიტომ გზა, რომელიც ამოირჩია საქართველომ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირშიც იქნება ეს ხმა გაგებული, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა მორავეცკმა. ასევე წაიკითხეთ: მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიური ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის

ირაკლი კობახიძე: საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული

  საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო ომის პარტიის მიერ ორგანიზებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო ომის პარტიის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ ომის პარტიის ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა", - განაცხადა კობახიძემ.    

ირაკლი კობახიძე: ჩვენ საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია გვაქვს უკრაინულ მხარესთან

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია, განსაკუთრებით საერთაშორისო ფორუმებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია, განსაკუთრებით საერთაშორისო ფორუმებზე. რამდენიმე დღის წინ შედგა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეკრება, რომელზეც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და იქ შედგა კომუნიკაცია რადას წარმომადგენლებთან. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი მსჯელობა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ინფორმაციისა და მოსაზრებების ასეთი გაცვლა მუდმივად ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გამოვთქვამთ სინანულს იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც გადაიდგმება იმ კოორდინაციის გამო, რომელიც არსებობს „ნაცმოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლებაში მათ წარმომადგენლებს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: ყოვლად გაუმართლებელი და უსამართლო სამხედრო აგრესიის გზით რუსეთმა უკრაინას მძიმე ზიანი მიაყენა

სასჯელი შეიძლება, იყოს სამართლიანი და უსამართლოც, ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ ყოვლად გაუმართლებელი და უსამართლო სამხედრო აგრესიის გზით რუსეთმა ასეთი მძიმე ზიანი მიაყენა უკრაინას. „უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი. რუსეთის მხრიდან რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით უკრაინელების მიმართ არის დასჯის აქტი. აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება, იყოს სამართლიანი და უსამართლოც. ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უმძიმესი ზიანი მიადგა სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო. თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ ნებისმიერი სხვა, არის ძალიან მძიმე და ასევე, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა, შესაბამისად, სახეზეა ეს მოცემულობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ იცოდა უკრაინა ომით "დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა". "ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი კობახიძე: არსებობს ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი უკრაინაში, თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტით ჩავლენ.  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. შემადგენლობა მოგვიანებით გაირკვევა. ირაკლი კობახიძის თქმით, „არსებობს ზოგადი მზაობა იმის შესახებ, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, „თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები და ყველამ ვიცით, რას უკავშირდება ეს წინაპირობები“: „სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გასული პერიოდების განმავლობაში. საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა იგივე, თუნდაც მმართველი გუნდისთვის შეურაცხყოფაზე, ეს ამ შემთხვევაში, მეორე ხარისხოვანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, როდესაც ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა ასეთ დროს, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება და ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს. ჯერ იყო გაწვევა კონსულტაციებზე, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართველოში. დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. ასე გამოდის. ყოველშემთხვევაში, ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. რა თქმა უნდა, ეს ვითარება შესაცვლელია, ეს არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი. მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. შემდეგ შერბილებული განცხადებებიც მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ეს არ არის საკმარისი. როდესაც ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ არცერთი და არც მეორე არ მოგვისმენია. შესაბამისად, ეს საკითხი რჩება აქტუალური.   მესამე - ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე, ამ ცრუ ბრალდებების და, ელჩის გაწვევის სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი. შეგახსენებთ, ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამია, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე კრიმინალებად აღიარებული, დღეს რომ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ საქართველოში. რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ ვითარების მოგვარება, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ორმხრივ მეგობრობას რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეექმნას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რასაც ბუნებრივია, სჭირდება ცვლილება. ეს არის სამი პრინციპული საკითხი. როგორც კი ჩვენ დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, შეიძლება ასევე ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის განხორციელებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 8 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს. ამავე თემაზე უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება? მამუკა მდინარაძე: არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა

ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდზე: ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს შეფასებას ელოდება. როგორც კობახიძე აცხადებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პოლიტიკური შეფასებების გაკეთება. „გახსოვთ, იყო მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.  

ანდრეი კასიანოვი: არ მაქვს უფლება, კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირის განცხადებებზე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოსთან, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინა რუსეთისგან გაზს ყიდულობს და ევროპის ქვეყნებს აწვდის.  „მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს, - განაცხადა კასიანოვმა. კასიანოვმა ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ჯარისკაცები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. „მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს. ვინაიდან რუსეთთან ვაჭრობა ტოქსიკურია. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები დარჩება. ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ქვეყანას, ვინც გაგზავნა მოთხოვნა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზნით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ჯარისკაცი, თითოეული მათი მეთაური და ხელმძღვანელობა იქნება მიცემული პასუხისგებაში“, - აღნიშნა კასიანოვმა. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, სხვა ქალაქებს და კვდება უამრავი ადამიანი, ამ ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან“. „ეს ხდება დღეს და არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია. ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება იყოს მისაღები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის უნდა გამოვრიცხოთ

„ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ ჩაერთოს ომში, უნდა იმაზე მძიმე შედეგები რაც უკრაინაშია და ამაზე მეტი, უნდა სრული ჰუმანიტარული, ეკონომიკურ, პოლიტიკური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ჯერ მოვისმინეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელიც საქართველოს ომში შეიყვანდა. ეს არესტოვიჩმა განაცხადა, შესაბამისად, ეს არის ოფიციალური კიევის პირით გაცხადებული პოზიცია. ამაში ვეთანხმებით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა, არესტოვიჩის პირით. ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე უნდა იბრუნებდეს ომით ცხინვალსა და სოხუმს. აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი: ზოგადად, რა შედეგებს მოუტანს თეორიული ომი საქართველოს, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცხადი და ეს შედეგები იქნება იმაზე ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დღეს აქვს უკრაინას. კატასტროფაზეა საუბარი. ყოველი მესამე უკრაინელი თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რამხელა ჰუმანიტარულ კატასტროფაზეა საუბარი?! 45%-იანი ეკონომიკური ვარდნაა, რაზეც საუბრობენ საერთაშორისო ინსტიტუტები, ქალაქების განადგურება, ა.შ და უამრავი მსხვერპლი, რაც ამ ომს მოჰყვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისი თქმით, როდესაც საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში „შენ გიწევს ბრძოლა არამხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ - სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც სამწუხაროდ, გვქონდა, პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღვოდა ამას წინ“. „უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო. ასეთი რამ გვქონდა 30 წლის წინ, 30 წლის შემდეგ ჩვენ ასეთ რამეს ვერ გავიმეორებთ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხის და მომავალი თაობების წინაშე. ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ! ეს შეიძლება უნდოდეს არესტოვიჩს, სააკაშვილს, უნდოდეთ სხვებს, მაგრამ ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა? შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს; და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არამხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის“. ცნობისთვის, ოლექსეი არესტოვიჩმა 26 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. 27 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის მზად და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. დღეს რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“.  ასევე წაიკითხეთ ანდრეი კასიანოვი: ჩვენ გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას  

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ

"იმედი გვაქვს, სამივე ქვეყანა: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო დროს გაკეთებული იყო რამდენიმე არც თუ დადებითი განცხადება ევროპელი ლიდერების მხრიდან და მით უმეტეს, კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა საბოლოოდ, იმის იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამივე ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ“, – აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას

დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის სურს ეს და ვის არა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის სურს ეს და ვის არა. ნაცმოძრაობას ეს ცალსახად სურს - ამას ვერც მალავენ და არც მალავენ. უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირ“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირაკლი კობახიძე არესტოვიჩის განცხადებაზე: ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან

"ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს“. მისივე  თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ესკალაცია აიცილოს. „მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა, ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს“.  

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა - არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. „რაც შეეხება ამგვარ ინიციატივებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი და მავთულხლართები არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა. „შეგახსენებთ, მაგალითად 2004-2005 წლებში რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში. დასახლებული ტერიტორიის 2/3 აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება. ამის შემდეგ დაიწყო წინა ხელისუფლების მოქმედებები, როდესაც მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები საკუთარი კანონით, რომელიც გაუქმდა გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში. ეს გააკეთეს იქედან 15 წლის თავზე. ამის შემდეგ ჩაატარეს ახალი დე ფაქტო, სეპარატისტული არჩევნები, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში და შექმნა ალტერნატიული სეპარატისტული ხელისუფლება, რაც დაგვირგვინდა ბოლოს 20 პროცენტის ჩაბარებით, ეს არის მათი საქმიანობის შედეგები. და ჩვენი საქმიანობის შედეგებს შეგიძლიათ გადახედოთ, რაც არის. რაც შეეხება რეფერენდუმს, რაც შეეხება მავთულხლართებს და ა.შ., შეგახსენებთ, რომ ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც მათ დატოვეს და ეს არის რა თქმა უნდა, ცხრაწლიანი მმართველობის პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე დღის წინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალან გაგლოევი გამოაცხადეს, რომლის ე.წ. ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ იგეგმება. მანამდე, გაგლოევმა თქვა, „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად“.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

ირაკლი კობახიძე: „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას პოზიტიური მიზეზით არ ვესწრებით, არ ვართ ომთან დაკავშირებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ მონაწილეობს საქართველო გერმანიაში, დიდი შვიდეულის“(G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. „მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, მიზეზი პოზიტიურია. რატომაც არ ვესწრებით „დიდ შვიდეულს“ არის ის, რომ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც სწუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი ასევე სწუხან იმის გამო, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანამდე, გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე. ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში „ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.  „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეს, სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ბიძინა ივანიშვილის კურსის შედეგად“. „მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის, ანუ ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება, დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად", - აღნიშნა ბოკერიამ. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ირაკლი კობახიძე: 2017 -2019 წლებში, საელჩოების განცხადებებმაც მისცა საშუალება ნიკა გვარამიას, დამატებით განეგრძო „რუსთავი 2-ის“ ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც იგივეს ვხედავთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით საელჩოების შეფასებას პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმეზე: დასაწყისიდანვე გაჩნდა კითხვები მიხეილ სააკაშვილი: ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი "განაჩენი" რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, კობახიძემ საელჩოებს მოუწოდა, არ გაიმეორონ იგივე და დასაბუთების გარეშე კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. „ასევე, საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა, განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით და არ ვიტყვით, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტატაცია. შეფასებაში ჩვენ არ შევალთ. მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როცა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების, ტელეკომპანიის წინააღმდეგ. სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო მე ვამბობ ერთ რამეს, რომ კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს რა თქმა უნდა, არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა“, - განაცხადა კობახიძემ. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა. 

კობახიძე გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს

„ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება, შეწყალების საგანი გახდეს“, ამის შესახებ ,„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც „მთავარი არხის“ დირექტორის შესაძლო შეწყალებაზე დაუსვეს შეკითხვა. „როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას  მიიღებს, გამოდის რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, ის უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოგვეშლება. ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.  ირაკლი კობახიძე: 2017 -2019 წლებში, საელჩოების განცხადებებმაც მისცა საშუალება ნიკა გვარამიას, დამატებით განეგრძო „რუსთავი 2-ის“ ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც იგივეს ვხედავთ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.   

ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰეის შეხვდება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი, კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი, მნიშვნელობა და პერსპექტივა, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი იქნება. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.  ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი  

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს ყველა პლატფორმაზე ვეხმარებით

ჩვენ ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და ამასთან დაკავშირებით გადაიდგა უამრავი ნაბიჯი, მათ შორის, ყველა პლატფორმაზე, გამოვხატეთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და ამასთან დაკავშირებით გადაიდგა უამრავი ნაბიჯი, მათ შორის, ყველა პლატფორმაზე, გამოვხატეთ პოლიტიკური მხარდაჭერ. შეგახსენებთ, რაში გამოიხატებოდა ეს მხარდაჭერა - გაეროში ვიყავით რეზოლუციის თანასპონსორი, რაც მაგალითად მოლდოვამ ვერ გარისკა თავის დროზე; ჰააგაში მხარი დავიჭირეთ სარჩელის შეტანას სისხლის სამართლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ; ეუთოში მხარი დავუჭირეთ შესაბამის საკმაოდ მკაცრ რეზოლუციას; ევროსაბჭოში მხარი დავუჭირეთ რუსეთისთვის სტატუსის შეჩერებას. ეს იყო პოლიტიკური ქმედითო ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ასევე, შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ინტერპელაციის პროცედურა შედგება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით - 27 მაისს. როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის რეგლამენტით. მათ შეუძლიათ დასვან ეს შეკითხვა და მიიღებენ პასუხს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ნათელი“, - განაცხადა კობახიძემ.  

კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დარჩა მისაღები. „მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, წერილობით გაასაჯაროონ ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას უფლება ექნება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მათი კრიტიკა ცარიელი დემაგოგიაა და ვიწრო სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი. შენიშვნების გასაჯაროების შემდეგ, მზად ვართ, გავმართოთ მათთან საჯარო დისკუსია თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.

ირაკლი კობახიძე: კრიმინალები დღეს ეწევიან აგიტაციას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს

საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში. კრიმინალები პოლიტიკაში დამაზიანებელია დემოკრატიული სისტემისთვის და ქვეყანაში ბევრ რამეს აფერხებს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „საქართველოში, სამწუხაროდ, არიან კრიმინალები პოლიტიკაში, ამას მიჩვეული ვართ. ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, ეს არის მოცემულობა. კრიმინალები პოლიტიკაში არის ის, რაც, რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი დემოკრატიული სისტემისთვის და მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ოპოზიციურ სპექტრში არ იყვნენ კრიმინალები წარმოდგენილი. ის, რომ კრიმინალები არიან ოპოზიციაში, ბევრ რამეს აფერხებს ქვეყანაში. კრიმინალები დღეს ეწევიან აგიტაციას იმისათვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. პირდაპირ აანონსებენ რაღაცებს, მათ შორის, პროტესტს და ა. შ. კრიმინალები, რომ არიან ოპოზიციაში ეს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს აფერხებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით, თუმცა, გადამწყვეტ ზიანს ისინი ჩვენს ქვეყანას ვერ მიაყენებენ, რადგან ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ“, - განაცხადა კობახიძემ.  

      „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. 27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „პრაქტიკულად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე“. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილმა „ყოველგვარი არგუმენტების გარეშე“ გააკრიტიკა ქვეყნის სასამართლო სისტემა. მისივე თქმით, პრეზიდენტი შეუერთდა „სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ“ და სცადა „სასამართლო სისტემის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი“. მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი, მათ შორის ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად...   სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს... ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა 26 მაისს.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს. „ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას 17 წლის წინ, მონტენეგროს 12 წლის წინ, სერბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს - 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება. იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში. „რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო. საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მოლდოვაში კი, წინა პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა. ამასთან, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი. ამის მიუხედავად, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები, რატომღაც, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს. ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს. მისივე თქმით, საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. „საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს. 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. წინა ხელისუფლების დროს ციხეებში დაახლოებით 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული და მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის მომსახურებაც ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. იმას თავი რომ დავანებოთ, რომ პირდაპირ კლავდნენ 150 პატიმრიდან მინიმუმ ნახევარს - ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ 12-ჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიუთითებს იმას, რომ ჯანდაცვის მომსახურება ამ დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. შესაბამისად, ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის“, - განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, 21 მაისს განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი  

ოპოზიციონერებზე თავდასხმის თემის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც ქვეყანაში ძალადობის გარემოს შექმნის გამო და იმის გამო, რომ მიმდინარე კვირას ევროპარლამენტი, რომელმაც უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, იძულებულია, ამის ნაცვლად მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასა და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე“, - აღნიშნა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. `ფრთხილად, ბატონო ირაკლი, კომუნისტებისგან მოყოლოებული ეს ტექსტებია ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ შეძლო მიღწევა. თქვენი მიაზანია, რეალური პრობლემიდან გადაიტანოთ ყურადღება...“, - მიმართა ირაკლი კობახიძეს „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ“. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

კობახიძის თქმით, ელჩების დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის დანიშვნაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რას ეხება მთავრობის სარჩელი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება და ამ თემაზე საუბარი სპეკულაციაა. ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა „პირველ რიგში, მთავრობის სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ ელჩებს და არავითარ შემთხვევაში ვიზიტებს არ შეეხება. ვიზიტები არის განყენებული თემა, მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს შეეხება მთავრობის სარჩელი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ და არ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, დღეს ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ, განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. ეს საქმე იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სარჩელი შეეხება 2 თანამდებობის პირის დანიშვნას და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. „პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ასევე იყო კახა იმნაძის, მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის გადასვლა კანადაში, ამაზეც უარი ითქვა. იმნაძის ვადამდე გათავისუფლება ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზეც უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო. ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა. სარჩელი შეეხება ამ 2 თანამდებობის პირს და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. აქ რეალობა ძალიან მარტივია, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, სარჩელს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მომავალში არ დაიბლოკოს ელჩების დანიშვნა, რაც კობახიძის შეფასებით, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს. „არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ პრეზიდენტს ეს ადამიანები არ დაენიშნა. გვახსოვს სხვა შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტმა ვიღაც დანიშნა, კომპეტენცია არ აღმოაჩნდა და ა.შ. ეს არის მთლიანად მთავრობისა და პოლიტიკური გუნდის პრეროგატივაა. როდესაც საჭიროდ ჩაითვალა, მაშინ შევიდა ეს სარჩელი იმიტომ, რომ რაღაც კულმინაციას მიაღწია პრობლემამ, ეს მოხდა ახლა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც უარი ითქვა ბაქრაძისა და იმნაძის დანიშვნაზე. პრობლემამ კულმინაციას მიაღწია და ამ დროს მთავრობის რეაგირება უნდა ყოფილიყო სარჩელის ფორმით. სარჩელი სხვა არაფერია, თუ არა თხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, რომ კონკრეტული ნორმა განმარტოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტიც „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება

"უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი ხდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. „როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე. კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე – ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. პირველ რიგში, შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არც ერთ რეზოლუციაში და ოფიციალურ დოკუმენტში არც ერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია. ევროპარლამენტის რეზოლუცია, ძირითადად, აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ძალადობა ჟურნალისტებზე, რომელიც იყო სრულიად უპრეცედენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში. 2004-12 წლებში ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე, თუმცა, რიგითი მოქალაქეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ არის განმარტებული, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე, რის შედეგადაც 31 ადამიანი იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, რაც, არ გვგონია, რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს. 5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, 5 ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება. მაგალითისათვის, საქართველოს პარლამენტი და მისი აპარატი სრულიად სხვა სტანდარტით მუშაობს. ნებისმიერი დოკუმენტის დამტკიცებამდე, პარლამენტის აპარატი ყველა ფაქტობრივ გარემოებას ამოწმებს და პარლამენტს თავის დასკვნას სათანადო პროფესიული პასუხისმგებლობით წარუდგენს“, – განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება

იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. „მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ.  ეს აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა ბაკურიანის შეკრებას, სადაც ცნობილი რევოლუციების ექსპერტი, პიტერ აკერმანი ნაციონალურ მოძრაობას, მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და ენჯეოებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა. არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი. ოპოზიციის გათვლა მარტივია, რაზეც დღემდეც არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. მათი გათვლით, საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოყვეს საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მღელვარება და ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება. ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა, რისთვისაც ასე გულმოდგინედ იღწვიანმთელი ეს თვეები ნაციონალური მოძრაობა და მისი მფარველები. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება. ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისადა შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტიც „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ანგარიში აქვს გაჩერებული, გადარიცხვა არ კეთდება, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა, რომ დღესაც პრაქტიკულად ფაქტობრივი მოცემულობა ეს არის, რომ ანგარიში არის გაჩერებული, ორი თვეა გადარიცხვა არ კეთდება, ანუ პრაქტიკაში გამოდის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ისეთი პროცესები გამოიარა, არაფერს შეუშინდა და ახლა ვიღაცას უნდა, რომ რაღაც ჩანაწერებით და სანქციების მუქარით შეაშინოს, რაც "ფუჭად გასროლილი ტყვია". „როცა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, პირველად მისი ეს პოლიტიკური ბიოგრაფია დაიწყო დაყადაღებით. დაუყადაღეს ანგარიშები, მერე სატელიტური თეფშები და ა.შ. დღესაც, იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იმავეზე, რომ უნდა დავუყადაღოთ, ჩამოვართვათ. 11 წლის თავზე ელემენტარული ხელწერა ვერ შეიცვლეს. იგივე მენტალიტეტით მოხდა ეს ჩანაწერი იმ რეზოლუციაში, რომელზეც ვსაუბრობთ. ვერ მოიშალეს ეს, რომ ადამიანს ანგარიში უნდა დაუყადაღო, ჯერ არც ადამიანის უფლებები აინტერესებს. ჩვენ მაგიტომ ვამბობთ, რომ ასეთ რეზოლუციას, ასეთ ჩანაწერებს ევროკავშირთან ზოგადად საერთო არაფერი აქვს იმიტომ, რომ როცა ევროკავშირი ფუძნდებოდა პირველი, რაზეც ის დაფუძნდა ეს იყო სწორედ სამართლიანობა, სიმართლე, ადამიანის უფლებები, პრინციპები და ღირებულებები. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთ ჩანაწერებს ვხვდებით იქ აშკარაა, რომ არაფერი აქვს საერთო ასეთ ტექსტებს იმ ღირებულებებთან, რომლებსაც დაეფუძნა თავის დროზე ევროკავშირი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად

ირაკლი კობახიძე 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც მნიშვნელოვან თემაზე იგეგმება აქცია, მას წინასწარ მომზადება და გააზრება სჭირდება, რადგან „აქცია რომ ჩავარდეს, იქნება ძალიან მძიმე“. „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, რადგან ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ცოტა ხალხი რომ მივიდეს, ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ა.შ. არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და მის შემდეგ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ერთპიროვნულად ამაზე პასუხის გაცემა და არა მარტო ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი სჭირდება ყველაფერს. როცა აქცია იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს, ამაზე გაგვიჭირდება პასუხის გაცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.

კობახიძე: აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა „ომის პარტიასთან“ ერთიანობისკენ მოგვიწოდა

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის შეთავაზებას არ იღებს და ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას არ გეგმავს. პარტიის პოზიცია პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ იმით ახსნა, რომ „ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს“. ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მათ „ომის პარტიასთან“ ერთიანობისკენ მოუწოდა. „ამ აქციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა - რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს. დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომლებსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს.

კობახიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მლნ ევროს კრედიტზე უარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო თქვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ ევროკავშირის ტრანშზე უარის თქმის მიზეზზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კობახიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მლნ ევროს კრედიტზე უარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო თქვა. „სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. შევეხებით თითოეულ მათგანს: მაგალითად, 75 მილიონის მოცულობის კრედიტზე უარის თქმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი 75 მილიონი იყო არა გრანტი, არამედ კრედიტი და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო, საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე სრულიად დასაბუთებულად თქვა უარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რა კავშირი აქვს კრედიტზე უარის თქმას ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან, სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯების, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით, აქეთ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი ტრიოს ფორმატში. ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება. პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება - კაცი ჩამოვიდა 18-19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება. შემდეგ, 5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებების მიღება. ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე ისე უარის თქმა, თითქოს, ეს არ გვჭირდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებდა ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მაშინ, პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარს გაუგებარი ნაბიჯი უწოდა. „უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა“, - განაცხადა თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკურიძემ ევროკავშირის მაროფინანსურ ტრანშზე საუბრისას.

კობახიძე მაკრონის განცხადებაზე: გეოგრაფიასთან დაკავშირებული რიტორიკა ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება, დღეს კანდიდატის სტატუსი, ხვალ კი, წევრობა შეაფერხოს

ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, არის გეოგრაფია, როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. შეკითხვაზე, რაზე მიანიშნებს ემანუელ მაკრონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სხვა გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ სივრცეშია, რატომ აღარ ახსენებენ ევროპელი ლიდერები საქართველოს უკრაინა-მოლდოვასთან ერთად და ხომ არ ჩნდება „ასოცირებული ტრიოს“ დაშლის საფრთხე ბოლოდროინდელი გზავნილების გათვალისწინებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ 2005 წელს, როცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სქემა იქმნებოდა, საქართველოს თავდაპირველად, სწორედ გეოგრაფიული მოტივით ეთქვა უარი, თუმცა შემდეგ საქართველო გახდა ამ სქემის შემადგენელი ნაწილი. „სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი ფიზიკური მოცემულობაა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, რადგან ხვალ შეიძლება, იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე-საქმეზე მიდგება. არ ვიცი, ეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური. მე არ ვიცი, ამის ახსნა გამიჭირდება. უნდა ვკითხოთ თვითონ ამ რიტორიკის ავტორებს. შეიძლება, მათ აქვთ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა. ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისგან პოზიტიური სიგნალის ხსენება იმას, რომ მას სურდა, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ოფიციალურად მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“.  „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი

როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტის ინიციატივით ევროპის მოედანზე გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციას 3 500 000-მდე ადამიანი უჭერს მხარს, თუმცა აქციაზე მხოლოდ 300-მდე ადამიანი მივიდა, რადგან აქცია მოუმზადებელი იყო. „300 კაციანი აქცია ეს არის სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. 3 700 000 ქართველიდან 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას ანუ 3 500 000-მდე უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიაც გაიხსენა. „ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. არ გვიჯერებდა მაშინაც. როდესაც კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმართვა. ტექნიკური საკითხები, რომ ავიღოთ, იქაც კი არ მოგვყვებოდა - კლიპის გადაღებაში. აქცია იყო დასაორგანიზებელი და უარს ამბობდა მოსვლაზე და ა.შ. ანუ ჩვენ რაც გვქონდა პიარული გეგმა, იმაში არ მოგვყვებოდა. ჩვენ გვქონდა პიარული გამოძიება. მერე იყო კონკრეტული განცხადებები, რაზეც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა და მაინც გააკეთა, სამწუხაროდ. მაგალითად, ომთან დაკავშირებული განცხადება. ჯერ პირველი განცხადება გააკეთა, მერე მოგვიწია ამის შელამაზება. ოპოზიცია პირადად მეც შემეხო, სხვათა შორის, კარგად შეალამაზაო, არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინცო და მერე მეორე ისეთი დაემატა [სალომე ზურაბიშვილმა], რომელიც რთულად შესალამაზებელი იყო“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აქციის თარიღი არავისთან შეჯიბრის გამო არ ჩანიშნულა და შეკრება ევროკომიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მისაღებ რეკომენდაციას უკავშირდებოდა. „ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას ან სხვას. ეს არის ერის თავისუფალი ხედვის გამოხატვა, რასაც ნელ-ნელა ვისწავლით“, - განუცხადა მედიას პრეზიდენტმა ევროპის მოედანზე. დღევანდელ შეკრებას შეუერთდნენ ამერიკის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩები. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტის შეთავაზება მიიღო და განაცხადა, რომ 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავდა.

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას

რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას, ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რომელსაც ნატრობენ, თუმცა ვერც ერთი სცენარი ვერ იქნება წარმატებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ამას ველოდით, პროგნოზები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ. დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა

კობახიძე: ევროკომისის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე არსებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტში საუბარი არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია და თავისი კონკრეტული წარსულით ფილანტროპი.  „ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს დაა ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მან თავის ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ბუნებრივია, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ევროკავშირის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა. „ვერანაირი ფაქტით და არგუმენტით ეს [ბიძინა ივანიშვილი] ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი, ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანტროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, მან 2012 წელს დაასრულა სისხლიანი რეჟიმი, აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება საუბარი აქ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არამარტო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა კობახიძემ. ევროკომიის დასკვნაში, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოსთან მიმართებით დეოლიგარქიზაციაზე, არის შემდეგი ჩანაწერი: „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში.   შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს ფარდას იმ შემთხვევაში ავხდიდით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ არ ეღიარებინა

ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა" "ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე, დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია", - განაცხადა კობახიძე. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ირაკლი კობახიძე: ევროპული პერსპექტივის შესახებ ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა" მისივე თქმით, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასევე ვიზალიბერალიზაცია სწორედ ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებია. „ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი, ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ევროკავშირისკენ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც გამოხატა ევროკავშირმა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა"

"ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიერ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს, დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის უკვე აქტუალობა დაკარგული აქვს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს "მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის გარკვეუწლილად მაინც გულდასაწყვეტია, თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისგან და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს და დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის სამწუხაროდ უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", - განაცხადა კობახიძემ.   შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის შესაძლო შეცვლაზე: აბსოლუტურად არასერიოზული, ბაკურიანის ოცნებებია, რომლებსაც ახდენა არ უწერია

სისულელეა, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის შეცვლა იგეგმება. „ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, ბაკურიანის ოცნებები, რომლებსაც არ უწერია ახდენა. რაიმე სერიოზული იკითხეთ... „რაც შეეხება კომისიის რეკომენდაციას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ეს პუნქტი ჩაიდო სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სახელებსა და გვარებზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსის მიხედვით - საქართველოში არიან თუ არა ოლიგარქები ჩართული პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, არიან - ეს არის: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. პირველი ეს 4 გვარი გვახსენდება და ისინი არიან ჩართული პოლიტიკაში. მათ აქვთ გავლენა მედიაზე და აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რომელიც მითითებულია მაგალითად, უკრაინულ კანონში, შესაბამისად, ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ. ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო - ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში, ეს არის რეალობა. ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი“, - განაცხადა კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს

სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცეებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა

სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცეებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა

ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება

სამი თეორიული ვარიანტი ვთქვით. ერთი, რომ შეიძლება, ქართული კანონი დაიწეროს; შეიძლება, უკრინული კანონი დავაკოპიროთ პირდაპირ. დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დააკოპირონ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს კი, არავინ მოხვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. „ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება რაღაც ქართული კანონი დაიწეროს, ან პირდაპირ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ, ან არც მივიღოთ არანაირი კანონი, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე დისკუსია არ არის დაწყებული. კანონი რომ დავაკოპიროთ უკრაინიდან, ამ შემთხვევაში, ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არ მოხვდება ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ეს არის რეალობა. თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ სამ ვერსიაზე, თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, უნდა იყოს უფრო ფართო დისკუსია ამ თემაზე“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს. „ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდა სხვადასხვა საელჩო და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს. არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვები აწარმოებდნენ აგიტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „მე ვსაუბრობ მოღალატეობაზე, მე ვსაუბრობ ღალატზე, როცა საქართველოს მოქალაქე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ საქართველოს არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი“, - აღნიშნა კობახიძემ 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძე: დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, სერიოზული სირთულეები არსებობს

"როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული დეპოლარიზაციით. პოლარიზაციის მიმართულებით დღეს სერიოზული სირთულეები არის", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მითუმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება. ეს საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას ამ საკითხის მიმართ. ამ ეტაპზე, ვხედავთ, რომ სერიოზული სირთულეები არის ამ კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ეს სირთულეები დაიძლევა, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრეროგატივა. ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს დაინტერსებული დეპოლარიზაციით იმისთვის, რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ნაკლები პოლარიზაცია იყოს, საზოგადოებაში არც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ნაკლები პოლარიზაცია, ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა კობახიძემ. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

კობახიძე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებაზე: მანდატების დატოვება აბსურდია

ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მანდატების შესაძლო დატოვება აბსურდია. „რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია. მეც იგივეს გავაკეთებდი რა თქმა უნდა“, - განაცხადა კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, მომხდარს სჭირდება რა თქმა უნდა, სათანადო რეაგირება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა. ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი, აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო. 

„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინა. „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი პოლიტიკური საბჭოს შეკრების შემდეგ გაიმართა. „ქართული ოცნება" პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, მორატორიუმის ინიციატივით გამოვიდა. სთავაზობს. კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად. უფრო კონკრეტულად, რაზე საუბრობს მმართველი ძალა, გთავაზობთ ჩამონათვალს. პუნქტი 1. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება დათქმების პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია, ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა, საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის ვიწროპოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ მოცემულობის შესაცვლელად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით. ანალოგიურად, ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო-ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაპოლარიზებელ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული. დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე. დეპოლარიზაციის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ. პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. პუნქტი 2. სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, საპარლამენტო ზედამხედველობა, საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 21 სექტემბრისა და მიიღება არა უგვიანეს პირველი ნოემბრისა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება საარჩევნო კოდექსის რევიზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტარები ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიიდან, აგრეთვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მომზადდება ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელშიც სათანადოდ იქნება ასახული ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 21 სექტემბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 13 დეკემბრისა. მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტი დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პუნქტი 3. სასამართლო რეფორმა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან უკვე შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში აქტიურად განაახლებს მუშაობას და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, მოამზადებს როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე შესაბამისი კანონპროექტების პაკეტს. სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადდება და გამოქვეყნდება 1 ოქტომბრამდე, რის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება 1 ნოემბრამდე. კანონპროექტი ინიცირებისთანავე დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება ვენეციის კომისიიდან და ეუთო-ოდირიდან დასკვნების მიღებისთანავე. კონსტიტუციური კანონის პროექტი გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება 1 სექტემბრამდე, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა. კონსტიტუციური კანონის მიღებას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს არა უგვიანეს 30 სექტემბრისა, ხოლო კენჭისყრა საბჭოს წევრთა ასარჩევად ჩატარდება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. შეგახსენებთ, რომ საბჭოს წევრთა ასარჩევად საჭიროა 90 პარლამენტის წევრის ხმა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მათი არჩევის უზრუნველყოფა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. პუნქტი 4. ანტიკორუფციული ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 19 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება 1 დეკემბრამდე. პუნქტი 5. დეოლიგარქიზაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა. პუნქტი 6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი 1 ნოემბრამდე მოამზადებს არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და შეიმუშავებს წინადადებებს ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე. პუნქტი 7-8. სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ. პუნქტი 9. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭო წარმართავენ აქტიურ სამუშაო პროცესს, რათა მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად. შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. პუნქტი 10. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტიან ჩართულობას. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების შენარჩუნება ევროკავშირის პირობებზე მუშაობის დასრულების შემდეგაც. პუნქტი 11. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების გათვალისწინებით, შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს ინიციატივის წესით წარუდგენს 1 სექტემბრამდე. კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს არა უგვიანეს 18 ოქტომბრისა. პუნქტი 12. სახალხო დამცველის არჩევა საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არა უგვიანეს პირველი დეკემბრისა. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა  პარტიის პოლიტიკური საბჭო და ეს არის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც გაგაცანით. როგორ ნახეთ არის წარმოდგენილი დეტალური გეგმა პასუხისმგებელი სუბიექტებით და კონკრეტული ვადებით, რომლის მიხედვითაც შესრულდება თორმეტივე პუნქტი , რომელიც არის წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ“. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად

ირაკლი კობახიძე: ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება

ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა.  „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა „ოლიგარქის ცნება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაცაზე მეტი თანხა, მეორე და მესამე პუნქტებია პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა, რაც არაფრით დასტურდება. პირიქით, ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ყურმილს არ იღებდა და არ გველაპარაკებოდა, რაზეც ვიყავით ნაწყენები. თქვენვე ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არ ერეოდა პოლიტიკაში, რასაც აკეთებდით თვეების განმავლობაში, არჩევნების წინ. გამომდინარე აქედან, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი არ ხვდება“, - აღნიშნა კობახიძემ. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა  

ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება ექსპერტული, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად მოგვენიჭება

ჩვენ კეთილსინდისიერად, სათანადოდ შევასრულებთ 12-ვე პუნქტს, თუ იქიდან იქნება ობიექტური შეფასება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ჩვენ წინა შემთხვევაშიც ვთქვით, ექსპერტული გადაწყვეტილების პირობებში საქართველოს პირველ რიგში მიენიჭებოდა კანდიდატს სტატუსი და შემდეგ უკრაინას და მოლდოვას, თუმცა, გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება. ობიექტურში ვგულისხმობთ ექსპერტულ დასკვნას. თუ იქნება ასეთი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ჩვენ 12-ვე პუნქტს პირნათლად შევასრულებთ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ვნახოთ როგორი იქნება ის“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ირაკლი კობახიძე: გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არეულობის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ

"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. "გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის. გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება. ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, პროტესტში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.  რამდენიმე საათში, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი უნდა გადასულიყო. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა.  „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი, მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარა. დღეს დილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქცია განაახლა, ხმაური იყო. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება  

"ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება ექსპერტული, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად მოგვენიჭება „გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ევროპული საბჭო, თუმცა ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ თორმეტივე პუნქტს ძალიან პირნათლად შევასრულებთ. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ფაქტორს ჩვენ არ და ვერ შევცვლით, ბუნებრივია. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. მაგრამ, რისი თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრამდე დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ არა“, - განაცხადა კობახიძემ  „პირველი არხის“ ეთერში.  ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ირაკლი კობახიძე „ალტ ინფოს“ პარტის აკრძალვის მოთხოვნაზე: ომბუდსმენმა პროკურორის ფუნქცია შეითავსა

"ომბუდსმენმა, კონსტიტუციური სარჩელის მომზადებით, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება, პროკურორის ფუნქცია შეითავსა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, "ალტ-ინფოს" მიმართ არავითარი სიმპათია არ აქვთ. „ბუნებრივია, ჩვენ „ალტ-ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპათია არ გვაქვს. მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ, ოფისთან მოვიდნენ და გვაგინეს, მაგრამ რაც შეეხება სახალხო დამცველის ინიციატივას, მას როგორც იურისტი შევაფასებდი. თავისი ფუნქციით, სახალხო დამცველი მთავარი ადვოკატია, ეს მისი კონსტიტუციური ფუნქციაა და ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე მიუღებელ ადამიანს ეხება, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს, თუ რამდენადაა მისი უფლებები დაცული. მაგალითად, ადამიანს უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, 5 კაცი მოკლა, მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ამას ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს. ამ შემთხვევაში, კომიკური ისაა, რომ საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, პარტიების თავისუფლებაც ადამიანის ძირითადი უფლებაა და ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. შეიძლება, ეს ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, უნდა გამოდიოდეს, როგორც ადვოკატი, თუმცა, სახალხო დამცველმა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ადვოკატია, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.  

ირაკლი კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას ნიშნავს

"ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში, შეჩერდება ის საქველმოქმედო პროექტები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ახორციელებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული საადვოკატო ბიუროს განცხადებას, რომლის მიხედვით, წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეზღუდვებს უწესებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს "Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც, რატომღაც, არ უფრთხილდება საერთოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას. ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის, რატომ არის იგივე არახამია ჩართული ამ ყველაფერში, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“ , - თქვა ირაკლი კობახიძემ. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან გასვლის მომენტში, ეს ხდებოდა შარშან იანვარში, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, 200 მილიონი დოლარის აქტივებს. დანარჩენი თანხა და, ეს ვრცელდება მათ შორის "კრედიტ სუისში" განთავსებულ თანხებზე, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისათვის. ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას სურს, ვიღაც არახამიას - რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს - როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, მათ შორის, არაერთი, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი ქველმოქმედებაზე საქართველოში", - თქვა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, უკრაინის რადის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.  

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე: შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, მიშა ყაველაშვილს

სამწუხაროა, როცა დეპუტატს ტყუილებში ადანაშაულებ. ყაველაშვილი ხალხის მიერ არჩეულია და პასუხის ეს ფორმა და შინაარსი, ჩემთვის იყო სამწუხარო და დასანანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განცადა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილს წერილს გამოეხმაურა. „ამაში ჩვენ ვერ შევალთ ფორმა სწორია თუ არასწორია, როცა არის დამოუკიდებელი დეპუტატი, მას აქვს უფლება. აქ პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის იმიტომ, რომ მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ თან არგუმენტებით, ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ა.შ მართლა გაუგონარ რაღაცეებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა ბუნებრივია გაკრიტიკება, არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ გალერის ვეუბნებით არგუმენტით, შენ როცა ამბობ, რომ პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ეს არის ნონსენსი, ეს ხომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა. კრიტიკა არ სცილდება ეთიკის ფარგლებს, არ ვამბობთ, რომ ტყუილებს ლაპარაკობს გალერი. ეს ფორმა და შინაარსი ჩვენ არ აგვირჩევია, კრიტიკას ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით, შეურაცხყოფასაც ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე  

ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში

"ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი. სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს ევროკავშირის ელჩი: ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა კობახიძე იმედოვნებს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს. "ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში და ეს მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა, დღეს როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - განაცხადა კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს რეალურ ვითარებას გავაცნობთ, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება

ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას - ევროპარლამენტარებს გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ხვალ შეხვდება. „რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა არ მიესადაგება ეს თემა. რატომ – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენა და სწორედ ეს კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, უკვე არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“, – აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

ირაკლი კობახიძე: ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ ვერცერთ თავდასხმას ვერ გაიხსენებთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რომლებზეც ელჩს მარტივად შეუძლია პასუხის გაცემა და წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს ეჭვებს აღრმავებს. კობახიძის თქმით, ეს არ არის თავდასხმა ელჩზე. აღნიშნული განცხადება კობახიძემ პარტიის ოფისში გამართუ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. „როდესაც საქმე ეხება საჯაროდ დასმულ შეკითხვებს, იგივე მოსამართლის თემას და ომის რიტორიკისგან გამიჯვნას, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს. იგივე ეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თემას, თუმცა ეს დღეს ვერ მოვისმინეთ“, - აღნიშნა კობახიძემ.  კელი დეგნანი: საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან „ვერ გაიხსენებთ ვერცეთ თავდასხმას ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. ასეთი არ ყოფილა, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. პირველი თემა უკავშირდება მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესაც ერთ-ერთი მოსმართლე ბრალს დებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, უნდა დაისვას კითხვა და ეს ვერ შეფასდება თავდასხმად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე მეორე მაგალითად კი, მან მიხეილ ყაველაშვილის შეკითხვები მოიყვანა. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს განაცხადა: „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“. კელი დეგნანი: ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.

კობახიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ: განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. „დღეს გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა დევიდ მაკალისტერი. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვქონდა საუბარი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია. ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. შევეხეთ ამომწურავად ამ თემას. მათ შორის ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, როგორის არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებებში. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შინაარსს დეტალურად გარეთ ვერ გამოვიტანთ. ეს იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვას, განიხილეს თუ არა ომში ჩართვის საკითხთან დაკავშირებული განცხადებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე დეტალურად არ უსაუბრიათ. „ჩვენ თუ რამის თქმა გვინდა, ამას ვიტყვით იმ ფორმით და იმ დროს, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოების წინაშე, არის ის, რომ ომის თავიდან აცილება ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. მადლობა ღმერთს, ამ მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან გამოიყენება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. „საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა ჩვენი პრეროგატივა არ არის. მე შემიძლია გითხრათ, რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, ჩვენი პოზიციები სამომავლოდ, მხედველობაში იქნება მიღებული, რათა შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „დღეს დამსწრე ევროპარლამენტარების უმეტესობა მიუკერძოებელი იყო ამ შეხვედრაზე“. კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ჯანსაღი რეაქცია იმ საკითხებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებმა დასვეს. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის ბოლოს ისაუბრა, რომ ევროკავშირის ელჩის საკითხსაც შეეხნენ შეხვედრისას. „ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და შეგვიძლია, ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაციაც მივაწოდოთ. საჯაროდ საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია, გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია, თუ რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი და კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად ვგმობ ირაკლი კობახიძის უკადრის გამოსვლას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს „უკადრის საქციელს“ უწოდებს. „კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე დაწერა. „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა! ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“, - წერს ზურაბშვილი. დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. რასაც კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა და ჟურნალისტს უხეშად მიმართა.   

ირაკლი კობახიძე: უკრაინაში, ვიდრე ომი მიმდინარეობს, ომში ჩართვის კუთხით სერიოზული რისკი არსებობს

ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია „არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები, ამით იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის იმ ძალებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით, ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, ენჯეოები, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის კამპანიაში, ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებისთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილები მოცემული ამ წერილში და დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. რისკები ბუნებრივია რჩება გარკვეულწილად, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, არის აბსოლუტურად რელევანტური“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.  

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სათანადო ურთიერთობები გვქონდეს აშშ-სა და ევროკავშირთან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს მნიშვნელოვანი მოწოდებაა

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი: მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს „რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში. მათ შორის ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი რისკები ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.  

ირაკლი კობახიძე: ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს - "ნაცმოძრაობაში" სერიოზული განხეთქილებაა

"ნაციონალური მოძრაობის" ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს. ადვოკატების მხრიდან ტაქტიკური მანევრი გასაგებია, თუმცა საინტერესო ისაა, რატომ გათქვა საიდუმლოება ნიკანორ მელიამ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალუსტებთან განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად „ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე. არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ისაა, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაციაა", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა - „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს“. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ადვოკატების განცხადებებს, დაცვის მხარის სტრატეგიას უწოდა. „სააკაშვილის დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

ირაკლი კობახიძე: კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შემდეგ ვისაუბრებთ ომბუდსმენობის კონკრეტულ კანდიდატებზე

"ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე, რომლებიც სახალხო დამცველის თანამდებობისთვის იქნებიან შერჩეული - ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „90 ხმა სჭირდება პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. დაგვჭირდება კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ, ბუნებრივია, ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე. დღეს ვერც ერთ სახელსა და გვარზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის ვადა ეწურება.  

ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ამ დეფინიციის ქვეშ არ ხვდება, თუმცა მისივე თქმით, „ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები, მათ შორის, „ე.წ. მედიამფლობელები“, კეზერაშვილი, სააკაშვილი და ასე შემდეგ, ცალსახად ხვდებიან ოლიგარქის მცნების ქვეშ“. დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს „წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვნახოთ, რა სახით მიიღება ეს კანონი. ჯერჯერობით, ჩვენ ვემხრობით უკრაინულ მოდელს. უკრაინული მოდელის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და კეზერაშვილი არის“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო დეტალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს ამ ბმულზე გაეცანით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილია. „აღნიშნული კამპანიით ომისა და ღალატის პარტიამ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა. თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას  

ირაკლი კობახიძე: მუდმივად საცხოვრებლად რუსეთიდან ჩამოსული შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 20 ათასი მოქალაქე, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია

31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები  მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადა. კობახიძის თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილია მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. „31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის არის რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტი, ერთი დღით შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. სულ ჯამში არის 110 ათასი. შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად იყვნენ ჩამოსული, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც შეგახსენებთ, რომ უამრავი ეთნიკურად ქართველია. ყველაზე მეტი ვიზიტორი იანვარ-მაისში რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოვიდა მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები, სამშობლოში დაბრუნდნენ. აქედან რამდენია ქართველი, დაზუსტება სჭირდება, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში ავრცელებენ, არის ცარიელი სიცრუე, სპეკულაცია და მანიპულაცია“,-განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას  

კობახიძის თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილია

ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილია. ყველაზე მეტი ვიზიტორი იანვარ-მაისში რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოვიდა „აღნიშნული კამპანიით ომისა და ღალატის პარტიამ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა. თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას  

ნინო ლომჯარია: დაუსაბუთებელი თავდასხმები სახალხო დამცველის რეპუტაციას მხოლოდ აძლიერებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან მის მიმართ კრიტიკას ეხმაურება. მისი შეფასებით, დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნდობას.  „არ ვიცი, რა აქვს სანერვიულო (ირაკლი კობახიძეს), მით უმეტეს, თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს დაბალი რეიტინგი აქვს. არ ვიცი, ასეთი ორგანიზებული კამპანია, რას შეიძლება მივაწერო“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი. „8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდნენ; სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად; როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას“, - განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.  „რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას - 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ, შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 5 აგვისტოს განაცხადა, როდესაც სახალხო დამცველზე საუბრობდა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ განცხადებას, რომ „ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი და რითაც ის მოუწოდებს ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას“, სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ქსენოფობია მიუღებელია, მით უმეტეს, აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება, ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და დაგმობს. მისივე თქმით, თუ სახალხო დამცველმა დაინახა, რომ ქვეყანაში არსებობს რაიმე უკანონო ფორმებში გადაზრდის საშიშროება, ის რეაგირებას მოახდენს. „თუ დავინახავთ, რომ ასეთი პრობლემა არსებობს. თუ ირაკლი კობახიძეს აქვს კონკრეტული ფაქტები, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მომართოს სახალხო დამცველს და ჩვენ შეგვიძლია, ეს საქმე შევისწავლოთ.  ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები და ვერ დავადასტურებ. ჩვენ არასოდეს არ მოგვრიდებია არც ერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.  

ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე: ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვას, რომელიც სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხებოდა. ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას გაუგონარი უწოდა. „ეს არის გაუგონარი განცხადება. როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით, მან ეს კიდევ დაადასტურა. ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას არ მომწონს, წარმოიდგინეთ, ადამიანს უკავია ამხელა დონის თანამდებობა და აკეთებს წარმოუდგენელ განცხადებებს და ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ეს აბსოლუტურად არ არის გასაკვირი“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გასაკვირი არაა, რომ 8 აგვისტოს წინ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ, სიყვარული არ გამოხატონ, თუმცა ეს უკანონო ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს.  

კელი დეგნანმა ISFED-სა და რევოცულიურ სცენარზე კობახიძის განცხადებას ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თითქოს, „სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა. რაც შეეხება ISFED-ის შეცდომას, ელჩის განმარტებით, ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეცნობა და მისი ისე წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციიაა. „რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომლებიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, მაშინვე, როგორც კი, დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ ამის შესახებ შეატყობინეს საზოგადოებას. როგორც ისფედის, ისე სხვა ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში მნიშვნელოვანია და ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის რეკომენდაციებშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა კელი დეგანმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუსებს „ირაკლი კობახიძის განცხადებას, ISFED-მა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად და ის რომ საელჩომ იცოდა და არ გაამხილა, ეს კითხვებს ბადებს“. ამერიკის ელჩმა შემდეგი პასუხი გასცა: „ყველამ, ვინც 6-თვიან მოლაპარაკებებში მონაწილოებდა, კარგად იცის, რომ მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.

ირაკლი კობახიძე: ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ

„ქართული ოცნება“ მზადაა, გენერალური პროკურორი 3/5-იანი კვორუმით აირჩიონ და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე. აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე ახალი ომბუდსმენის შერჩევაზე: ოპოზიციას უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ, თუმცა აქაც მოახერხეს საბაბის მოფიქრება

"ჩვენ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეალურად უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ. ეს არის უპრეცედენტო შეთავაზება და ბუნებრივია, აქ საბაბიც კი არ არის კრიტიკისთვის, თუმცა აქაც მოახერხეს ასეთი საბაბის მოფიქრება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის შერჩევის საკითხს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს კობახიძის განმარტებით, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად ღია იქნება. „თავიდან ბოლომდე გახსნილი ვართ ამ დისკუსიისთვის, არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ იქ ვინმე ისეთი პირი მოხვდეს, ვისთანაც ჩვენ შედარებით განსხვავებული, უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. აბსოლუტურად ღია იქნება ეს პროცესი, თავად შეუძლიათ დაასახელონ, არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმა, თავად შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები ამ ჯგუფისთვის, საერთოდ არ ჩავერევით ჩვენ ამ ჯგუფის ჩამოყალიბებაში, თავიდან ბოლომდე თვითონ შეუძლიათ დააკომპლექტონ ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში. რაც შეეხება დასახელებას, მარტივად ვთავაზობთ მათ, რომ ჩვენ არც ერთ კანდიდატს არ დავასახელებთ, დაასახელონ მათ ის კანდიდატები, რომლებიც მათთვის არიან მისაღები, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით პროცესში. დამსახელებელი სუბიექტები არიან ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და უფრაქციო დეპუტატების 7-კაციანი ჯგუფი. ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში, თუ იქნება მათი სურვილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველია, ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი და 7-კაციანი დეპუტატების ჯგუფი იყოს ჩართული ამ პროცესში, აქედან გამომდინარე, ბოლომდე გახსნილი იქნება ეს პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში  სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურება.   

ირაკლი კობახიძე: პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი

პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი. ე.წ. ანტირუსული ხელისუფლება როცა მართავდა ქვეყანას 20 პროცენტი ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს 20 პროცენტი ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას, ე.წ. ანტირუსული ხელისუფლება როცა მართავდა ქვეყანას, მაშინ ჩააბარეს 20 პროცენტი რუსეთს. ჩვენი ხელისუფების პერიოდში ყველაფერს ყურადღებით ვეცნობით, ვაკვირდებით და გაქვს სათანადო რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.  

ერთადერთი, რითაც საქართველო არ დაეხმარა უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი - კობახიძე

"ერთადერთი, რითაც საქართველო არ დაეხმარა უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი უკრაინის მხარდაჭერის თემაზე. ბოლოს ბრიფინგზე ვთხოვეთ ოპოზიციას, წერილობით წარმოედგინა საკუთარი დამოკიდებულება ამ თემაზე და ეთქვა, რაში უნდა დაგვეჭირა მხარი უკრაინისთვის და რაში არ დავუჭირეთ მხარი. ვერცერთი პასუხი ვერ მივიღეთ ვერავისგან. რატომ? ერთადერთი, რითაც არ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი“, - აღნიშნა კობახიძემ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ანდრიუს კუბილიუსი: კობახიძის განცხადებები სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ქართული ოცნების“ ლიდერს პოლიტიკური კულტურას უწუნებს. კუბილიუსი აზრით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს კობახიძემ ბოდიში უნდა მოუხადოს.  „ქართული ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ის სასაუბრო ენა და ბრალდებები, რომლებსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ზიანს აყენებს „ქართული ოცნების“ განცხადებებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესახებ“, - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.  ევროპული პარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება ვერ მიიღო. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კრამონი „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“.    

კობახიძე ბოდიშის მოხდაზე კუბილიუსის მოთხოვნას პასუხობს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს.  ანდრიუს კუბილიუსი: კობახიძის განცხადებები სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან ირაკლი კობახიძის თქმით, „კუბილიუსი პირადად არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ამიტომ, მას თავად აქვს ბოდიში მოსახდელი“. „რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია მე არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ, ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ - კობახიძე

არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ, ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს პრაქტიკულად თქვა თავისი წერილით ბიძინა ივანიშვილმა. მით უმეტეს ამ კაცს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე.  საზოგადოება აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას ის კი არ აინტერესებს, ვიღაცა რა ფულს დაწერს თუნდაც ძალიან პრესტიჟულ მედიასაშუალებაში, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და აინტერესებს ფაქტები. საზოგადოებამ იცის ფაქტები და ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან. ნებისმიერ პირს, რომელიც არის ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული, აქვთ ნულოვანი კავშირი რუსეთთან. ეს არის ფაქტები და საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს დღეს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და ეს ტყუილი რა დონეზე იქნება გაჟღერებული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2024 წლიდან საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება

„ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. „შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ. გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ", - განაცხადა კობახიძემ.    

ირაკლი კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე: საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს

 "შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხს გამოეხმაურა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა „ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა. თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კუთხით, რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ყველასთვის, მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, კონფლიქტის შეჩერება უნდა იყოს. ჩვენ ამას ვამბობდით უკრაინის საკითხთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კიდევ უფრო მგრძნობიარეა, როდესაც საქმე ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება. ამ კუთხით, თუ რაიმეს გაკეთება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა კობახიძემ. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნებიდან" წასულ ოთხ დეპუტატს განსაკუთრებული წარსული აქვს - ელჩის განცხადება შეურაცხმყოფელია

მინდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ შეურაცხმყოფელი, ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ. სოზარ სუბარი ხომ? რაც მას აქვს გაკეთებული ბევრი ვერ დაიკვეხნის ხომ? ის სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდა ადამიანებს ეს ყველაფერი. მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი, დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და ესეთი ადამიანები არიან, გარდა მათი ფორმალური სტატუსისა და რაც ითქვა ელჩის მხრიდან, რომ ისინი ავრცელებენ ტყუილებს და რუსული ტიპის დეზინფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად ამაში არ არის საქმე", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ; ევროკავშირის ახალი ელჩი: სისულელეა, რომ თითქოს, „გარე ძალებს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურთ“  

ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ ჩაკეტეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა განმარტება, თუ რატომ არ ჩაკეტეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი. მისი თქმით, საზღვრის ჩაკეტვა, პირველ რიგში რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესს დააზიანებს. ჯუანშერ ბურჭულაძე: „ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია  „რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ - აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს,“- განაცახადა კობახიძემ.  ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია კობახიძის თქმით, „ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება და ვითარება კონტროლქვეშაა". „სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებელი არიან ვითარების კონტროლზე და ახლა ვითარება თავიდან ბოლომდე კონტროლქვეშაა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს. ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული", - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.   

კობახიძის თქმით, ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, პოზიცია „შერბილებულია“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვებგვერდზე  განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიცია „შერბილებულია“. მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ბელარუსის მხრიდან არაღიარების პოზიციის შენარჩუნება და თითოეული ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე. „შეფასებები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მხრიდან ე.წ. „ვიზიტს“, ვიზიტად ბუნებრივია, ვერ შევაფასებთ - მის ჩასვლას აფხაზეთში, შეფასდა როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით ცალსახაა ჩვენი პოზიცია. ასევე, დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მთავარი აქ ჩვენთვის არის ის, რომ უკიდურესი წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს, ბუნებრივია ეს არის დაკავშირებული არაღიარების პოლიტიკასთან. ბელარუსის სახელმწიფო არ აღიარებს დღემდე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე. დღეს საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნდა თავად ლუკაშენკოს გვერდზე მისი ე.წ. ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია, იქ ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, აფხაზეთში ვიზიტს კი არ უწოდებს. თავიდან იყო საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე, რაც მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები ნათქვამი და ამის შემდეგ შერბილებულია უკვე ეს სათაური და საუბარია იმაზე, რომ ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. ეს ჟესტია თავისთავად რაღაცის მანიშნებელი, იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ირაკლი კობახიძე: „ხალხის ძალას“ და ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს

ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა. „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და ე.წ. ოთხეულს უერთდება „არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ პარტნიორებთან და რაზეც ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი არ არის საჯაროდ საუბარი. მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანამ პრობლემები არ უნდა შეუქმნას გარკვეულ ურთიერთობებს. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაზეც ვერ შევჯერდით. ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით“, – განაცხადა კობახიძემ. მისივე განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ახლა 75 დეპუტატი ჰყავს. „რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ პარტნიორებთან და რაზეც ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი არ არის საჯაროდ საუბარი. მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანამ პრობლემები არ უნდა შეუქმნას გარკვეულ ურთიერთობებს. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაზეც ვერ შევჯერდით. ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორჯერ გვარამიას და მელიას შესრულებით

ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორჯერ გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია "ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს. აქედან გამომდინარე, კითხვის დასმა როცა ინტერპრეტირდება თავდასხმად, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველაფერს მოეფინებოდა ნათელი, თუ კითხვებს გაეცემოდა პასუხი. შეგახსენებთ ამ კითხვებს: არიან „ენჯეოები“, რომლებიც სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას. ამ ორგანიზაციებს აქვთ დაფინანსება კონკრეტული წყაროებიდან. დაისვა კითხვა გამიჯვნის შესახებ, რაზეც პასუხი იყო დუმილი და ამას მოჰყვა ინტერპრეტაცია. ამის უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს. რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არ არის მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაციის არათუ 100%, არამედ 50%-იც კი. მათ ბევრად მეტი იციან. რას იტყვიან და რას - არა, მე არ ვიცი“, - აცხადებს კობახიძე. კელი დეგნანი „ხალხის ძალაზე“: მთავრობიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის ასევე წაიკითხეთ: მამუკა მდინარაძე: შემიძლია, კელი დეგნანს პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას  

ირაკლი კობახიძე: ერთ წელზე მეტია, საუბრობენ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ რადიკალურად უარესდება, ხალხს მოაბეზრეს თავი

ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული ყოველ დღე საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილისა და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ. უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა „ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული ყოველ დღე საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილისა და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ. უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. ამ ყველაფერს არაფერი საფუძველი არ აქვს. სახალხო დამცველი შევიდა და ციხიდან დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა. არის პოლიტიკური სპეკულაციები. თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  

ირაკლი კობახიძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა შედგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ლარს კლინგბაილთან, ჩვენ გვქონდა საუბარი როგორც პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიული თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენს პარტიასა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას" - განაცხადა კობახიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორია.  

ირაკლი კობახიძე: პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია

პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ადვოკატი: ფაქტია, რომ უკრაინამ მოითხოვა სააკაშვილის დროებით გადაცემა, არის საკითხები, როცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხდება „მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია“, - აღნიშნავს კობახიძე. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უადგილოა

ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა და აბსოლუტურად უადგილო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძე: ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც „არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, - განაცხადა კობახიძემ. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა კახა კალაძე: თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო კახა კალაძე ვაკის პარკში მომხადარ ტრაგედიაზე: კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანსწორია, კანონი ვერ იქნება, ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ირაკლი კობახიძე: სანქციებით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს

ეს ყველაფერი არა დასჯა, არამედ შანტაჟია, მათ სჭირდებათ, ბერკეტი, რომ შეგვიყვანონ ომში. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ვერ აიძულებენ, რომ ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნმა ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება "უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ ექვემდებარება ამ ვერტიკალს. ახლა ის გამოდის შანტაჟით, რა თქმა უნდა, ვერავითარი შანტაჟით მეორე ფრონტს ვერ გაგვახსნევინებენ. ვერავინ ვერ გვაიძულებს დამანგრეველი მეორე ფრონტი გავხსნათ. ეს ყველაფერი არა დასჯა, არამედ შანტაჟია, მათ სჭირდებათ, ბერკეტი, რომ შეგვიყვანონ ომში. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ვერ აიძულებენ, რომ ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში", - განაცხადა კობახიძემ.  ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.   

ირაკლი კობახიძე: ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება

ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. დამიჯერეთ მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა "დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან დაშანტაჟებას ცდილობს. რისთვის ცდილობს დაშანტაჟებას?! მეორე ფრონტისთვის, ლოგიკა თქვენთვის მომინდივია... მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში! ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. დამიჯერეთ მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძე "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.   

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა გვარამიას შესახებ, აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო „გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა კობახიძემ. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.  

ირაკლი კობახიძის თქმით, IRI-სთვის კვლევებს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, IRI-სთვის კვლევებს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს. მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში, საქართველოში 9 500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 მილიარდ 135 მლნ დოლარი გამოიგზავნა „ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-სთვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს. ეს არის  „აიპიემი“, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სამწუხაროდ, კონკრეტულ მონაცემებშიც გამოიხატება ჩვენი ეჭვებიც, მათ შორის, რომ შეხედოთ პერსონალურ რეიტინგებს, მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგს და ა.შ. ძალიან მარტივად იკვეთება, რომ გარკვეული მანიპულაციის ინტერესია. სამწუხაროდ  კვლევაში ეს პირდაპირ იკვეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ, მათ იდარდონ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახადებს, რომ სენატორ შაჰინის განცხადებას, საქართველოსთვის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.  სენატორი შაჰინი: საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე“, ამიტომ, ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო - ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისივე თქმით, შაჰინის განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებაზე უსამართლოა. „რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის მას ფასი არ აქვს. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა და ასეთს ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“. ძირითადი ნაწილი ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება. სენატორი შაჰინი: საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე მე მოსმენილი მაქვს ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი მუშაობენ „ენჯეოების“ გავლით. ეს აქვს ნათქვამი ამერიკის ყოფილ ელჩს და არა მე და მეც პრაქტიკულად იგივეს ვიმეორებ, ამიტომ „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, ჩვენ ვერ ვიდარდებთ. მე არ მგონია, რომ ეს მოხდება იმიტომ, რომ „ენჯეობის“ დაფინანსება არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რაიმე საწუხარი იყოს. შაჰინმა თვითონვე თქვა განცხადებაში, რომ როგორც მას უთხრეს, ასეთი საკითხი არ იქნება მიზანშეწონილი განსახილველად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: ივანიშვილს აშანტაჟებენ ფარულად, კონკრეტული მიზნით

ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის იყენებენ არაფორმალურ სანქციას, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. "სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამ თემას სულ ატრიალებენ, სინამდვილეში თვითონ ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ მას აქვს არაფორმალური სანქციები პრაქტიკულად დაკისრებული. მას აქვს გაჩერებული ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე, ანუ, არაფორმალური სანქციები ისედაც არის დაწესებული. შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით.  ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას, კერძოდ, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე. მე მგონი ამას აჯობებს, გამოვიდნენ და კაცურად თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს. საზოგადოება ამ შემთხვევაში კიდევ უკეთესად შეაფასებს, რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი, რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან, რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას. EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობა“, რაც შემაშფოთებელია. როდესაც ერთ-ერთი ევროპული პარტიის, ამ პოლიტიკური ოჯახის წევრი არის კრიმინალური გაერთიანება, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, ეს ეხება როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ევროპულ საქართველოს“. ორივე ეს დანაშაულებრივი პარტია, ერთი ფაქტობრივად აღარ არსებობს, მაგრამ ფორმალურად ხომ არსებობს. ეს პირაპირ ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რაზეც უნდა იდგეს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: სახელმწიფოს არამხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა

სახელმწიფოს არა მხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა "რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან - ციხეში არის ის პირობები, რაც უნდა იყოს; საავადმყოფოებში პატიმრებისთვის არის პირობები, რაც უნდა იყოს და ადამიანის უფლებები დაცულია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან, ეს სხვაობა განსაკუთრებით ხელშესახებით ციხის ნაწილშია“,- განაცხადა კობახიძემ. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

კობახიძე: მართლა ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი სააკაშვილზე. გუშინ, ავტობანი გაიხსნა, ეს აინტერესებს ხალხს

მართლა ყელში ამოვიდა. გუშინ, მაგალითად, 15 კმ ავტობანი გაიხსნა. ეს აინტერესებს ხალხს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო "მართლა აღმაშფოთებელია ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე. მართლა ყელში ამოვიდა. გუშინ, მაგალითად, 15 კმ ავტობანი გაიხსნა, ეს აინტერესებს ხალხს. არავის არ აინტერესებს, კრიმინალი სააკაშვილი, სად იქნება. 9200 პატიმარია საქართველოში და ერთ პატიმარზე გვალაპარაკებთ ამდენი ხანი, როდესაც ეს პატიმრის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავე, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ციხეში. მის რეჟიმს ჰყავს მოკლული რამდენიმე ასეული პატიმარი... რაის მესამე პრეზიდენტი?! იყო პირველი დიქტატორი და მკვლელი. ას კაცს მარტო წელიწადში კლავდა ციხეებში, ხუთასი კაცი შეწირა აგვისტოს ომს, მისი ავანტიურისტობით და ღალატით", - განაცხადა კობახიძემ.  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ის ადამიანები აქტიურობენ, ვინც ის საქართველოში ჩამოიყვანა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა პოდოლიაკი: უკრაინა მზადაა, მიიღოს სააკაშვილი „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედთან“.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის შეწყალებით პრეზიდენტი იმიჯს თავისთავად დაიზიანებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს, ეს მის იმიჯს დაზიანებს. კახა კალაძის თქმით, თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ზურაბიშვილისთვის და მისი კარიერისთვის "იმიჯის დაზიანება ხდება თაავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარი იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.  

საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო - კობახიძე

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა-როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ორიოდე დღის წინ, "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას. "სი-ენ-ენი" არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. თუმცა, ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში: 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში - 27 პროცენტით, თურქეთში - 35 პროცენტით, აშშ-ში - 36 პროცენტით, ბულგარეთში - 67 პროცენტით, სომხეთში - 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში - 148 პროცენტით. რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 (!) პროცენტს შეადგენს. ამ ფონზე, როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში გატანილი საქონლის 3/4-ზე მეტი ალკოჰოლურმა და არაალკოჰოლურმა სასმელებმა, სოფლის მეურნეობის პროდუქციამ და ფეროშენადნობებმა შეადგინა; ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში - 24 პროცენტით, იტალიაში - 100 პროცენტით, საფრანგეთში - 84 პროცენტით, ნიდერლანდებში - 51 პროცენტით, ბელგიაში - 78 პროცენტით, უნგრეთში - 132 პროცენტით, საბერძნეთში - 142 პროცენტით, ესპანეთში - 51 პროცენტით, ავსტრიაში - 139 პროცენტით, სლოვაკეთში - 71 პროცენტით, ბულგარეთში - 116 პროცენტით, რუმინეთში - 55 პროცენტით, ჩეხეთში - 31 პროცენტით, სლოვენიაში - 346 პროცენტით, ხორვატიაში - 68 პროცენტით, კვიპროსში - 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში - 262 პროცენტით. როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა. ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება”, - წერს კობახიძე. ცნობისთვის, CNN-ის ინტერვიუს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით „როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“. სტატიაში საუბარია, რომ რუსეთმა სწრაფად იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის და ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო მოხერხებულ ლოჯისტიკურ არხად ჩამოყალიბდა რუსეთსა და გარესამყაროს შორის. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტმა NYT-ის სტატიას სრული სიყალბე უწოდა, ყურადღება გაამახვილა ავტორის რუსულ წარმომავლობაზე, მის მიერ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაზე და თქვა, რომ „არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო“. თავდაპირველად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართულმა მხარემ ამას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ ბრალდება უწოდა და უკრაინისგან მტკიცებულებები მოითხოვა, რომელიც წარმოდგენილი არ ყოფილა.  

ირაკლი კობახიძემ და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა, რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია ბურიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი. ამასთან, შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.  

ირაკლი კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის ფრენებთან დაკავშირებით დაწესებული ცალმხრივი სანქცია მოიხსნება, თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. „ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული?! არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. შეგახსენებთ, რომ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ცხადი. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, არის მისი საქმე. ჩვენ ჩვენს პოზიციას ყველაფერთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია. თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.  შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. გარდა ამისა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას ცნობისთვის, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა არ გამორიცხა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. კიევის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა.  

დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები - კობახიძე

„დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფო მოქმედებს სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით, ანუ ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება არის უზრუნველყოფილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის პატიმარ სააკაშვილისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება, ოჯახს და საახლობლო წრეს, მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის მიწოდება. გასაგებია, ჩვენ გვესმის, რომ თვითონ სააკაშვილი ითხოვს, პოლიტიკურად ეს მას ასე აინტერესებს, დაბალი კალორაჟის საკვები შეუტანონ, მაგრამ ოჯახს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება - პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში თუ პარლამენტში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება - პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში თუ პარლამენტში. ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე“. „საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება - პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში თუ პარლამენტში. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით გავაგრძელებთ მოქმედებას. უკან რომ დაიხიეს, ეს მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც კარგია. ქვეყანაში არის სიმშვიდე, თუ არ ჩავთვლით ქარიშხალს ჭიქაში, რომლის დატრიალებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ახალი თავმჯდომარით, ბატონი ლევან ხაბეიშვილით. ქვეყანაში არის სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება. თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ და რეალურად მათ ამის რესურსი არ აქვთ. სიმშვიდეს საქართველოში ვერავინ დაარღვევს, ამის იმიტაცია არის მათი საქმე. ოპოზიცია დღეს პარლამენტში ზის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება პარლამენტში, ამით ჩვენს ქვეყანას არაფერი დააკლდება. მათი თავი არის ლევან ხაბეიშვილი და რისი რესურსი აქვთ მათ, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე. საპარლამენტო სამუშაო გარემო მეტად კონსტრუქციული იქნება. რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი - მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო საქმიანობას, დღეს მოუწიათ უკან დახევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდმომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 6 თებერვალს განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს 7 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძეს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია. „მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“, - წერია განცხადებაში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 7 თებერვალს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამას საზოგადოებისგან „უმძიმესი რეაქცია ექნება“. ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის - სალომე ზურაბიშვილი  

ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო - კობახიძე

ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარს და მინიმუმ ბოლო 1 კვირის განმავლობაში 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც რომ შევხედოთ - ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

გვაქვს რესურსი, რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, ჩვენი ინტერესია, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ - კობახიძე

გვაქვს რესურსი, რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, ჩვენი ინტერესია, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო - კობახიძე "არსებობს მეორე ფრონტის გახსნის კონკრეტული ინტერესი, იმისათვის, რომ რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა. ჩვენ გვყავს 25 ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს ასამდე ტანკი, 2 მოიერიშე თვითმფრინავი და ა.შ. გარკვეული რესურსი, რომ ჩვენ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, არსებობს, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების ხარჯზე მოხდება. ჩვენი ინტერესია, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ, ამიტომ ბოლომდე გავყვებით ამ ინტერესს", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს, ომზე კომენტარი არ გააკეთოს.  ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო - კობახიძე მისი თქმით, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. "და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, - განაცხადა პოდოლიაკმა "ამერიკის ხმასთან".  ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს.  

ირაკლი კობახიძე: „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ამერიკულის ანალოგი ნამდვილად არ არის, ბევრად დარბილებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად უფრო დარბილებულია - ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა, კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია". „ჩვენ დავარბილეთ, საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს საქართველოში, ეს არის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი. მე რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება, ის ამით დაინტერესდა - მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი", - განუცხადა მედიას ირაკლი კობახიძემ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.

აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს - კობახიძე

ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე ვინც რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს. მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით – 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით – 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ ოთხ წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა). რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა. აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მა რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა (https://ukvisa.blog/2019/08/01/usa-visa-refusal-rate/). რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა. დასკვნის სახით შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს. ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული“, – წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“.  

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანი წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის. „პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის, 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებთ ლევან ზალკალიანს“,-განაცხადა კობახიძემ.  

სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი დაიკლოს წონაში - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი დაიკლოს წონაში. შეიძლება, ითქვას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის - ექიმი „როდესაც სააკაშვილის ოჯახივე ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც შეიძლება პოტენციურად ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას იმიტომ, რომ წონაში იკლებს, ეს უბრალოდ გამაოგნებელია. აქედან ჩანს, რა ოჯახთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს არის კორუმპირებული ოჯახი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობაში. სააკაშვილის ოჯახს, მარტო საქართველოში, აქვს 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი. ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან ან ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საჭმელი. ეს იმსაზე მეტყველებს, რომ ყოველგვარი სიწმინდისგან არის დაცლილი ეს ოჯახი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

უმრავლესობა მიიღებს "ხალხის ძალის" რომელიმე კანონპროექტს - კობახიძე

  მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აუცილებლად მიიღებენ მათი კოლეგების, "ხალხის ძალის" შემუშავებული ორი კანონპროექტიდან ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ერთ-ერთს. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ. "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება - ხუნდაძე "ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა - შეიძლება იყოს დეტალები ან ერთ ან მეორე დოკუმენტთან დაკავშირებით. ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ან ერთზე ან მეორეზე ან ორივეზე იყოს უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე ჩვენ ან ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ... ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება, აქედან გამომდინარე ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს. მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. "ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.  

ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება - კობახიძე

ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ლევან იოსელიანი სახალხო დამცველია „მინდა მივულოცო ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევა. ლევანს ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ და ვიცით მისი პიროვნული თვისებები. რა თქმა უნდა, მისი პიროვნული თვისებები იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თუმცა ეს კომპრომისი საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა თვალსაზრისით. ერთი ის რომ, სახალხო დამცველის არჩევა აუცილებლად საჭირო იყო, არ შეიძლებოდა ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ასახული ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა. ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს შალვა შავგულიძემ, სალომე სამადაშვილმა, რომან გოცირიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ სხდომას არ ესწრებოდნენ.  

კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. ამ ფორმით უპასუხა მან ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომ დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. „დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრისთვის. ეს არის ცალსახა და ყველაფრიდან იკვეთება. დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.  

ოპოზიციაში არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია სერგო ორჯონიკიძის სული - კობახიძე

სინამდვილეში მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული, სერგო ორჯონიკიძის სული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, ცრემლმდენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო. სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული. აქედან გამომდინარე მოქმედებენ „ბოლშევიკური“ და ფაშისტური მეთოდებით და ეს გასდიოდათ 2012 წლამდე, არ გაუვათ ახლა, რადგან საქართველო არის სახელმწიფო”, - განაცხადა კობახიძემ. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა (76 მომხრე - 13 წინააღმდეგი) სადავო კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს პარლამენტთან. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.  

ჩვენ, სიმართლეს გავიტანთ - კობახიძე

დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისთვის, ამას აქვს თავისი მიზეზი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს შედეგი კი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს. „ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება, ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.  კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.  პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.  

კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება - კობახიძე

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით მკაფიო გარანტიებია საჭირო. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს „პროცედურებთან დაკავშირებით საუბარი ცარიელი სპეკულაციებია. ნებისმიერი კანონპროექტი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია დააინიცირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით, ანუ პროცედურა არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია, აქედან გამომდინარე, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი ტექნიკური საკითხია. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, რათა ძალადობრივი მუხტი შექმნას, ის არის თანაზიარი პასუხისმგებლობისა, რომელიც შეიძლება ამას უკავშირდებოდეს. ყველას, პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს  

წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება თანაზომიერების პრინციპის და კანონის შესაბამისად იყო გამოყენებული - კობახიძე

დარბევაც არის „ფეიკი“, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს „წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება იქნა გამოყენებული თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, კანონის შესაბამისად. თქვენ ნახეთ როგორი მოთმინებით ხვდებოდნენ სამართალდამცავები აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას და ძალადობას. ეს ძალადობა იყო უმძიმესი, პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ სამართალდამცავებს, ესროდნენ ქვებს და ათეულობით სამართალდამცავს აქვს მიღებული საკმაოდ მძიმე დაზიანება, რაზეც პასუხისმგებელი არიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რადიკალები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ, დავალებებს იძლეოდნენ და, რა თქმა უნდა, ამის აღმსრულებლები, ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს  

ინიციატორებს მადლობა, კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა - ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტს სამი მნიშვნელოვანი გზავნილი გზავნილი აქვს, მათ შორის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა. მისივე თქმით, ამისთვის კანონპროექტის ინიციატორებს მადლობას უხდის. „კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი – ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს. მეორე, ასევე ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVP-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართულ საზოგადოებას ძალიან ცხადად და მკაფიოდ", - განაცხადა კობაიძემ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.  

ოპოზიციას აქვს კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა - კობახიძე

მათი ქმედებების შინაარსის შეცვლას ჩვენ სამწუხაროდ, არ ველოდებით. ისინი დიდი ალბათობით სვლას იგივე მიმართულებით გააგრძელებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. „ჩვენ მათი კონსტრუქციულობის იმედი არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სხვანაირი დავალებით მოქმედებენ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ისინი არც კანონპროექტების მიღებაში იყვნენ ჩართული, არც ომბუდსმენისა და არც რომელიმე სხვა გადაწყვეტილების მიღებაში. ამ კუთხით მათი ქმედებების შინაარსის შეცვლას ჩვენ სამწუხაროდ, არ ველოდებით. ისინი დიდი ალბათობით, 100%-იანი ალბათობით, სვლას იგივე მიმართულებით გააგრძელებენ“, - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში - კობახიძე

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც, - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "იმედთან" რუსული კანონის ჩაგდებაზე. "ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური. განსხვავებით, იგივე წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც. შესაძლოა, ეს აღქმა არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როდესაც გარკვეული აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში", - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად, თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება, გეტყვით - კობახიძე

გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად, თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გეტყვით - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობება. „უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ დაგიდასტურებთ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა. თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავუზიარებთ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას, როცა ეს იქნება საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძის თქმით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში 5 შესწორება შევა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში 5 შესწორება შევა. „ვენეციის კომისია აცხადებს, რომ შესაძლებელია ამ კანონის მიღება, უბრალოდ მათ აქვთ 5 კონკრეტული შენიშვნა, რეკომენდაცია. ჩვენ გავყვებით მათ დასკვნას, შევა კანონში 5 შესაბამისი შესწორება და საბოლოო სახით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი. კანონი არის ზოგადი და ვერც ერთ სახელზე და გვარზე ვერ იქნება მორგებული, ამიტომ კანონი უნდა იყოს ზოგად - აბსტრაქტული და არა კონკრეტულ სახელსა და გვარზე მორგებული. ვის მოერგება საბოლოო ჯამში კანონი, ამას გადაწყვეტენ შესაბამისი სტრუქტურები კანონის შესაბამისად. მე წინასწარ ვერ გეტყვით, ვის მოერგება კანონი, გაიწერება ობიექტური კრიტერიუმები, დაზუსტება ყველაფერი, რასაც ითხოვს ვენეციის კომისია და ამის შემდეგ ოფიციალური სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იქნას იდენტიფიცირებული ოლიგარქად. დეოლიგარქიზაცია გულისხმობს ოლიგარქებისგან ქვეყნის გათავისუფლებას. ვინ არის საქართველოში ოლიგარქი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, თვითაღიარებული ოლიგარქი საქართველოში არის კეზერაშვილი. რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ პირდაპირ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ აფინანსებს პარტიებს, მედიასაშუალებებს და ე.წ. სამოქალაქო ორგანიზაციებს. ის არის თვითაღიარებული ოლიგარქი, თვითონ ამტკიცებს ამას ანუ ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს. დანარჩენი ვისზე იქნება ეს კანონი მისადაგებული, ამას აჩვენებს თვითონ კანონი. ევროპას არავინ უღიარებია, როცა საუბარია რეზოლუციებზე, ამაზე უკვე ვთქვით, რომ მათ აქვთ ჩალის ფასი, რადგან უსამართლო რეზოლუციებია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.   

ირაკლი კობახიძე: დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა, დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას

„არავის არაფრის ეშინია. 2008 წელს გაგახსენებთ. სჯობდა, მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. შიში არის საჭირო მაშინ, როდესაც უნდა შეგეშინდეს. როცა არ უნდა შეგეშინდეს, მაშინ ხალხს სითამამე უნდა აჩვენო. წინა ხელისუფლება აკეთებდა პირიქით“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას: „რატომ გეშინიათ, რომ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოთ“. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, ხოლო კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა. მისივე განცხადებით, დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბრალდება საკმარისი არ არის. „დამნაშავის იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, სასამართლოს საქმეა. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ომის დასასრულს ვერ ვხედავთ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლო მომავალში, რაც ძალიან მძიმეა. ასეთ ვითარებაში ყველა მშვიდობის უზრუნველყოფაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. დღეს მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე - ღარიბაშვილი ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, ხოლო კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა და მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბრალდება საკმარისი არ არის. არავის არაფრის ეშინია. 2008 წელს გაგახსენებთ. სჯობდა, მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. შიში არის საჭირო მაშინ, როდესაც უნდა შეგეშინდეს. როცა არ უნდა შეგეშინდეს, მაშინ ხალხს სითამამე უნდა აჩვენო. წინა ხელისუფლება აკეთებდა პირიქით. ომის შიში არა მარტო გამართლებულია, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა  

პარტიების დაფინანსება ხდება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ არის გამჭვირვალე, იყო ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გამჭვირვალობას, თუმცა ეს კანონი გაწვეული იქნა, აქედან გამომდინარე დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. „დაგისახელებთ კონკრეტულ ორგანიზაციებს და ვერსად ვერ ამოიკითხავთ ინფორმაციას იმაზე, ვინ რამდენით აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. ეს არის სერიოზული პრობლემა, ასევე სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. არის შექმნილი ფეიკენჯეო, „დროა“, იგივე სახელით იგივე ლოგოთი, ეს არის ფიქტიური, ქაღალდზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება გარე წყაროებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს არის ჩვენთვის გაუგებარი პრაქტიკა და ამაზე გავაგრძელებთ საუბარს ყველგან, საზოგადოებას მივწვდით ინფორმაციას და ამაზე საუბარი გაგრძელდება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.  

ოპოზიციონერი დეპუტატები ნელ-ნელა „იმერული ესკიზების“ პერსონაჟებს ემსგავსებიან - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ნელ-ნელა „იმერული ესკიზების“ პერსონაჟებს ემსგავსებია. მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არავითარი ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი არ აქვს. „გაურკვევლობაში არიან, არიან არათანმიმდევრულები, რაც მათი სისუსტის გამოვლინებაა. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და აქედან გამომდინარე ისინი ავლენენ არათანმიმდევრულობას, რაც ძალიან კარგია. გააგრძელებენ ასე მოქმედებას და კიდევ უფრო დაკარგავენ რეიტინგს, რომელიც ისედაც უკვე დაკარგული აქვთ. თუ ბოიკოტი ცხადდება ის უნდა იყოს თანმიმდევრული, სისტემური და ამ შემთხვევაში, ჩანს, რომ სინამდვილეში ამ ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანი არის მათი ურესურსობა. რეალურად მათ არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვთ, რომ ჩაერთონ ეფექტურად საპარლამენტო განხილვებში. რაც შეეხება დისკუსიას და დებატებს - ამის არავითარი ინტელექტუალური რესურსი და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვს რადიკალური ოპოზიციას. ქალები გამოჰყავთ ხოლმე, კაცები იმალებიან ქალების უკან - ეს არის მათი ტაქტიკა, აბსოლუტურად სამარცხვინო და ალბათ, იგივე სურათს უნდა ველოდოთ ხვალინდელი ინტერპელაციის დროსაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრემიერმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დებატები 10:0 მოუგო - კობახიძე

რემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა, უსუსური და ასევე, პირდაპირ ვიტყვი ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფება. „აშკარად ჩანს ინტელექტის დეფიციტი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიციაც. აქ, ძალიან სერიოზული მიზეზშედეგობრივი კავშირია.  ეს ყველაფერი აჩვენებს, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს და რა ხდება უმრავლესობის მხარეს, პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის განათლება, სად არ არის განათლება და ა.შ. მე მგონი, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია და კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დღევანდელი დებატების დროს“, - განაცხადა კობახიძემ. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში უსმენდნენ.  

მიგრაციის შესამცირებლად საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს - კობახიძე

მიგრაციული სტატისტიკა არის რამდენჯერმე გაუმჯობესებული ჩვენს პერიოდში, რა თქმა უნდა, მიგრაციის არსებული მდგომარეობით ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ იმაზე მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოდის, ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დემოგრაფია არის ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის უარყოფითი მიგრაციული სალდო, ასევე არის რა თქმა უნდა ეკონომიკის ჯერ კიდევ სუსტი მდგომარეობა. ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 4 250 დოლარი, შარშან, წლის ბოლოს ანუ ორი წლის თავზე იყო 6 800 დოლარი, ანუ გაუმჯობესება არის სერიოზული, მაგრამ ჯერ კიდევ 6 800 დოლარია ჩვენი ეკონომიკა შარშანდელი მონაცემებით. ამ წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა გახდება დაახლოებით 8 000 დოლარი, თანდათანობით იზრდება ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება მიგრაციაზე, მაგრამ ამას სჭირდება თავისი დრო. ამიტომ, იმისთვის, რომ მიგრაცია შემცირდეს, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს, საჭიროა მშვიდობა, იმისთვის რომ იყოს მშვიდობა, საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.  

არ გვინდა, სალომე ზურაბიშვილთან კინკლაობაში შევიდეთ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებიან და სალომე ზურაბიშვილთან კინკლაობაში არ შევლენ. „სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან ხშირად კეთდება ხოლმე გაუგებარი განცხადებები. შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში თავად არ უფრთხილდებოდეს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ",- აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

„ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას“ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს. პარლამენტის რესურსი არ აქვთ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული. არ აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაიმე დიდი ფასი მათ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში ბუნებრივია არ აქვს. ხაბეიშვილის ინტელექტი იცით, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით, სხვების ინტელექტი იცით, ხომ? ანუ, ინტელექტით ვერ ახერხებენ რეალურად მიყოლას იმ პროცესებზე, რაც კანონპროექტების მიღებასთანაა დაკავშირებული“, – გნაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.  

მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები აქტუალურია, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რადგან მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები აქტუალურია. „არსებობს გლობალური ომის პარტია. ამაში ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს, კონკრეტულ ადამიანებს. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს, მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე, მთავარია, ჩვენ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები. რაც მთავარია, ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. ჩვენ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ. ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე. ეს რისკები ჯერ კიდევ აქტუალურია. მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები არის აქტუალური. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე: ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“

„მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება. ამ განცხადებაში საუბარი იყო კორუფციაზე და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა. „კორუფციაში მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი „გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“, რაც ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიდო მდივნამდე. ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იღვიძებს და არ იძინებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს“, - განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.  მისი თქმით, „რამდენიმე ფაქტი პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ ინტერესებზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“. მაგალითად ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ეს საქმე წარმოებდა 2015-16 წლებში. მაშინ იყო შტურმი სასამართლო სისტემაზე. უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში ჩართული იყო ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერები. პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ ეს წერილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი, რამაც ნიკა გვარამიას მისცა 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება. ამ კამპანიაში სამწუხაროდ პირდაპირ იყო ჩართული ყოფილი ელჩი, იან კელი. მიზეზი იყო პოლიტიკური ინტერესი, რომ „რუსთავი 2“ არ დაბრუნდებოდა კანონიერ მფლობელს და მიმტაცებლების ხელში, „ნაცმოძრაობის“ ხელში დარჩენილიყო. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიამ, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში?! ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

მოსამართლეების დასანქცირება, უხეში ნაბიჯი იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირება უხეში ნაბიჯი იყო. „ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება, აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ პრინციპული პოზიციის დაფიქსირება გვჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.  

საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, ამას როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ - კობახიძე

საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დავით ზურაბიშვილი ნამდვილად უცხოელი აგენტია. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცით, რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს – დავით ზურაბიშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. კიდევ ერთხელ ისიც გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გაჩერებული აქვს თანხები. მის მიმართ ერთგვარი არაფორმალური სანქციები მოქმედებს. მეტიც, მას უკვე ემუქრებიან რაღაც ისეთი საკითხებით, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული. ეს არის იგივე დაპატიმრების მუქარა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ინტერესი არ გამქრალა. ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, აქ გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი. ამაზე დასკვნები საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. ხელისუფლება აუცილებლად გაუძლებს წნეხს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაუძლებს წნეხს, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო რთული პროცესები გაუვლია, ამასაც გავივლით და საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, დავით ზურაბიშვილი ან გლობალური ომის პარტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: ჩვენი დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, კოლეგებს ვესაუბრებით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე

„ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან სტრასბურგში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. „ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რჩება ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა დასრულდეს მუშაობა - ეს არის დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის თემები. ამ ყველაფერზეც მივაწვდით კოლეგებს ინფორმაციას ამ ფორმატშიც. გვექნება შეხვედრა ორივე მომხსენებელთან და ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში. მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმ ანგარიშზეც, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს ორივე მომხსენებელს გავუზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, რომელიც დღეს გაიხსნა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა. საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 25, 26 და 27 აპრილს გაგრძელდება, გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე. ასევე, გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით. სესიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას. დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტში.  

ირაკლი კობახიძე არჩევნებზე: მმართველმა ძალამ შედეგები გააუმჯობესა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მმართველმა ძალამ შუალედურ არჩევნებზე ყველა ოლქში გააუმჯობესა 2021 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები. ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვებულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.  ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ეს იყო არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ელექტრონული წესით და ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც გაიარა ახალმა სისტემამ, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით“, - განაცხადა კობახიძემ. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ" გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 ათასზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 ათასი ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9000 ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღებთ 1300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1000 ხმა, ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა და ბოლოს, თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, 45 285-მა ამომრჩეველმა (24.47%) უკვე დააფიქსირა არჩევანი. ამასთან, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერში დაფიქსირდა, რაც შეადგენს 41,4 %-ს. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა. რჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებული იყო შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებს ასევე აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებდა 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი.  

რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე

„ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას კობახიძის თქმით, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „რუსეთისთვის სანქციის დაწესებით სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას“. „ჩვენ მოგვიწია, თავის დროზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ იყო გაჟღერებული რუსული მხრიდან ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია იყო მარტივი, არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ან ქართველი, საქართველოდან გასული პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ამ ადამიანებს უწევთ დღეს მაგალითად სხვა ქვეყნების გავლით, იგივე სომხეთის გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რეალურად, რუსეთის ფედერაციამ 2019 წელს ამ ადამიანებს დაუწესა სასჯელი, სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ ეს არის ამ სანქციის მოხსნა. ანუ, გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებლე ამ საკითხით და საბოლოო ჯამში დღეს ეს სანქცია მოიხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია გვაქვს განმარტებული, რატომ არ ვაკეთებთ ამას. მიზეზი აქაც მარტივია, ის, რომ რუსეთისთვის სანქციის დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, [რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნა] კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას „მახსოვს, თავის დროზე, როდესაც რუსეთმა საქართველო ამოიღო მტრული სახელმწიფოების სიიდან ამასაც მოჰყვა რადიკალების აღშფოთება. სინამდვილეში, ეს იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავისი შედეგი და შედეგი არის ის, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ გვაქვს მეორე ფრონტი, რაც ასე ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის სინამდვილეში ამ ყველაფრის შინაარსი და შედეგი. რაც შეეხება, საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციას, აქ უკვე წამოვიდა სპეკულაციები. ეს სპეკულაციები გაგრძელდება და უფრო მეტიც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ამის მტკიცებულებებს ნახავთ თქვენ ალბათ ხვალ ზეგ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარ კავშირში არ არის. ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

„ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს

„ქართული ოცნება” "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს. პარტიისთავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პატია „ევროპის სოციალისტურ პარტიის" წევრი, 2015 წლიდან იყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ „ევროპის სოციალისტურ პარტიას" დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება. "მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ "ევროპის სოციალისტური პარტიის" დამკვირვებელი წევრის სტატუსი და "ევროპის სოციალისტურ პარტიასთან" დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც "ევროპის სოციალისტურ პარტიას" დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება“, - განაცხადა კობახიძემ. უფრო ადრე, ურთიერთობის გადახედვასა და შესაძლო გარიცხვაზე, თავად ევროპელმა სოციალისტებმა განაცხადეს. მათი უკმაყოფილება, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრის გამოსვლას უკავშირდებოდა. „ევროპის სოციალისტური პარტია დაგვემუქრა გარიცხვით, ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის პატივისცემის გამო“, - განაცხადა 11 მაისს კობახიძემ. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“. „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“, რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო კონფერენციაში.  

ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს შეიძლება, სალომე ზურაბიშვილს უნდოდეს - კობახიძე

ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს შეიძლება, უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ზურაბიშვილი ფრენების აღდგენაზე პუტინის გადაწყვეტილებას პროვოკაციად აფასებს „კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. შარშანდელი მონაცემებით, ეს იქნებოდა სულ მცირე ეკონომიკის 10-პროცენტიანვარდნა, 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკის ვარდნა. ეს უნდათ ამ ადამიანებს საქართველოს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნისთვის იმეტებდნენ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. დღესაც, როდესაც კონკრეტული პირები ითხოვენ ამ სანქციების დაწესებას, იგივესთვის უნდათ მათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის გამეტება, რაც არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ეს შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ეს არის მისი არჩევანი, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი დასჯისთვის, სანქციებისთვის, მითუმეტეს ასეთი მძიმე დასჯისთვის, რაზეც არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპარლამენტარებს, ყოფილ სახალხო დამცველსა და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ბოდიში აქვთ მოსახდელი - კობახიძე

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ყოველგვარ სპეკულაციებს – მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ. ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა ჩვენ მაინც და მაინც მათგან ბოდიშს არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაშინაც იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და დღესაც ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ისინი რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები, ბოდიშს მოიხდიდნენ, თუმცა ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე ანომალია იყო, აღარ დავუშვებთ - კობახიძე

რეალურად, არ არსებობს არცერთი, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის თუ სხვა რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ითხოვს იმ წესის შენარჩუნებას, რომელიც დღეს არის დადგენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით განაცხადა. მან 19 აპრილის შეთანხმება და საარჩევნო კოდექსში არსებული წესი ანომალიებად შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ცესკოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ანომალიის მიზანი საბოტაჟის შექმნა იყო. „რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება, ანომალიაც არ იყო. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ძალიან ღიად, 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით ანულირების შემდეგ, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს - ანომალიაზე აღარასდროს წავალთ. რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით უფრო მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ანომალიებზე უარი უნდა ითქვას. კონკრეტულად, ცესკოსთან დაკავშირებული ანომალიის მიზანიც იყო საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ევროკავშირის ელჩი: სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ყველა ვალდებულება არ შესრულდა   ცნობისთვის, 2022 წლის, ივლისში, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. თავად შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.      

ირაკლი კობახიძე: გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ

„ქართული ოცნებს“ „შიშობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს მმართველ გუნდის სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ“ და უმჯობესად მიიჩნევს, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობას, რომ „15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენაზე და 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ გასცა თანხმობა, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა კი ამ დრომდე არ გაუცია“. კობახიძე სპეკულაციაზე მიუთითებს და ამბობს, რომ თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, ვიზიტზე თანხმობა არ გასცეს. „პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში? ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციაა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი სპეკულირებს. ეს ყველაფერი დასანანია. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავრობას კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, პრეზიდენტს არ მისცეს ვიზიტზე თანხმობა. ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოს პარლამენტის შენობაში, როდესაც მოხსენება ჰქონდა და დამეთანხმებით, ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. მთავრობას დღემდე შეიძლება არ გაუცია ნებართვა, შეიძლება მოგვიანებით გასცეს - ეს მთავრობის პრეროგატივაა, მაგრამ ჩემთვის ლოგიკური იქნება, თუ მთავრობას ეშინია (ეშინია პირობითი სიტყვაა) პრეზიდენტის არასწორი განცხადებების. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც დამაზიანებელია კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და სინამდვილეში ნაბიჯები არ იდგმება, ეს დამაზიანებელია. უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს იმისთვის, რომ არ დაზიანდეს კანდიდატის მიღების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

არ ვიცი, რატომ არ იღებს ფრენებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას აშშ - კობახიძე

მე არც ის ვიცი, რატომ გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციამ ფრენების აღდგენა და, სიმართლე რომ გითხრათ, არც ის ვიცი, რატომ არ იღებს ფრენების დაწესების გადაწყვეტილებას, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი დეგნანი აშშ-სთან პირდაპირ ფრენებზე: კომერციული საკითხია, ჩვენ მხარს დავუჭერთ ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან რეისები და უვიზო რეჟიმი ამერიკიდანაც „ასევე, კითხვა არსებობს საზოგადოებაში, რატომ არ ეწერება ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან, რატომ არ მარტივდება სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რატომ ტოვებენ 50 ბავშვს საქართველოში, როდესაც არავითარი საფუძველი არ არსებობს და ასე შემდეგ. ეს კითხვები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ვერც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გავცემთ ამ კითხვებს პასუხს, რადგან არ ვართ რუსეთის ხელისუფლება, და ვერც რომელიმე სხვა ხელისუფლების მხრიდან გავცემთ ამ კითხვებს პასუხს. კითხვები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ პასუხების გაცემა ჩვენი პრეროგატივა არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რუსეთიდან პირველ პირდაპირ რეისს 70-მდე მგზავრი მოჰყავს ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა - კობახიძე

საუბარი როდესაც არის კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს მას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ახლა ჯერი საზოგადოებაზეა - ნიკა მელია ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლაზე სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული „თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, როდესაც იგივე სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, როდესაც ქორწილი გაიმართა და ასევე გვახსოვს დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების აღელვებული პოსტები. იგივე ლაშა ბუღაძე, როგორ ცრემლნარევი პოსტით გამოეხმაურა ამ ქორწილს, სააკაშვილის იქ სტუმრობას და ასე შემდეგ. დღეს ზუსტად იგივე ადამიანები გამოდიან ამ ქსენოფობიური კამპანიით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიანიშნებს, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ პოლიტიკური მიზანი. ეს პოლიტიკური მიზანი არის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები არიან დღეს სცენაზე. ესენი არიან ხოშტარია, მელია და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო დეტალია კიდევ. როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას, თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, რომ ზუსტად იცის, საქართველოში კონკრეტული ადამიანია ჩამოსული. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ვერ დავუშვებ, ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, ქართველი ხალხის ქსენოფობიაზე დაიწყოს საუბარი - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში საფრთხეებს ხედავს. „არ მჩვევია, რაღაც განცხადებებზე პასუხი და „პინგ-პონგი“, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს 70 ათასს თუ 80 ათასს ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი. მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივ რუსეთის თემა, რომ ვითომ თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას, არც საზოგადოება არც მე და სადაც საზოგადოებაა, იქ მე ვიქნები!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე ბრიფინგიდან: ზურაბიშვილმა „აირზენას“ ბოიკოტს გამოუცხადა ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება - პრეზიდენტი პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელოს საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია 20 მაისს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების გამართვის მცდელობას, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი წინასწარ აკეთებდა პროგნოზს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, „დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა“. „რეალურად არის ქსენოფობიური კამპანია - მეოთხე ტალღა. შეგახსენებთ, შარშან მათ ჰქონდათ სამი მცდელობა, რომ აეგორებინათ ასეთი კამპანიები. ეს იყო თავიდან, როცა დაიწყო ომი და როცა შემოვიდა გარკვეული ნაკადი ადამიანებისა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. შემდეგ ეს უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და შემდეგ უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზაციის გამოცხადებას. ეს იყო სამი სხვადასხვა მცდელობა, რომ გამოეწვიათ ემოციები, ქსენოფობიური კამპანია გააღვივეს, თუმცა მაშინ ისინი იყვნენ წარუმატებლები და მე მგონია, მომავალშიც წარუმატებელი იქნება ეს კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება, ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგა ადამიანის უფლებების სტანდარტებს - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი სპეკულაციებში დაადანაშაულა. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტული თემა ისე გამოიყვანა, თითქოს, „მან მოსთხოვა შინაგან საქმეთა მინისტრს, ქორწილის მეორე დღის ჩაშლა და ეს მოთხოვნა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა მინისტრმა“.   „მინდა გითხრათ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ქორწილი იყო, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით. რუსეთის კონკრეტულ მოქალაქეს, ბანერი უდევს საკუთარ Faceboook-ზე, რითაც გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში [პრეზიდენტმა] განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ასევე მინდა გავიხსენო, რომ ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელსაც კონკრეტული დანაშაული არ აქვს საქართველოში, ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენაა. თქვენ იცით, რომ თავის დროზე „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში დაწერა. მაშინ მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა საქართველოსაც, ბევრად მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი". მინდა საზოგადოებას ვთხოვო დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. რაც შეეხება ქვეყნის დატოვებას, ამაზეც გააკეთა ზურაბიშვილმა სპეკულაციური განცხადება. ისე გამოიყვანა, თითქოს, მან მოსთხოვა შინაგან საქმეთა მინისტრს ქორწილის მეორე დღის ჩაშლა და ეს მოთხოვნა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რეალურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც მოაწყობს და ვერც ჩაშლის ქორწილს. ეს იყო პრეზიდენტის სპეკულაციური განცხადება. სინამდვილეში, კონკრეტულმა სტუმრებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ ის ლოკაცია, სადაც პროტესტი იმართებოდა. შეიძლება, ჰქონდათ კომუნიკაცია, მაგრამ კომუნიკაციის შინაარსი არ იყო მოთხოვნის დაყენება ქორწილის მეორე დღეს ჩაშლის თაობაზე და გათვალისწინება", - აღნიშნა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უნდა ითქვას, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა, არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ კანონი. მთავარი კრიტერიუმი არის რა თქმა უნდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა“. მისი თქმით, ამ შემთხვევაში თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. „დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ ოკუპაციის შესახებ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის. პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა, განვმარტო ორი რამ. პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება მათ შორის პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს. ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მეორე, თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანზე, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქცია ეხებოდეს ზოგადად ოჯახის წევრს. ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი გერმანიაში, მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგა ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის რბილი შეფასება“, – განაცხადა კობახიძე.  

მხარს ვუჭერთ ყველა დოკუმენტს, სადაც დაგმობილია უკრაინაში სამხედრო აგრესია - კობახიძე

მხარს ვუჭერთ ყველა დოკუმენტს, სადაც დაგმობილია უკრაინაში სამხედრო აგრესია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, აგვისტოს ომის შემდეგ, თქვენ აგრძელებდით რუსეთთან ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში - ღარიბაშვილი „მათ შორის, ბუნებრივია, პრემიერი შეეხო იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ქვეყანას, უკრაინელ ხალხს და ეს გამოხატულია არამარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც მხარდაჭერა არის გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია, ბუნებრივია, მკაფიო სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ დავშლით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.  

კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: შანსები 50/50-ზეა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციები ივნისის ბოლოსთვის იქნება შესრულებული. „ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული, აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება დადებითი. ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებისგან. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე. ივნისში დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება 12 პუნქტის შესაბამისად. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები. პირველ რიგში, რადიკალურმა ოპოზიციამ. პოლარიზაციის ქვეშ სინამდვილეში რადიკალიზმი იფუთება. პოლარიზაციაში გულისხმობენ რას, ვიღაცამ უნდა გირტყას ფეხებში და შენ არ უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია. დეპოლარიზაცია არის ის, როცა რადიკალები წყვეტენ რადიკალურ ქმედებებს და ასეთ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს თვითონ იმოქმედოს რადიკალურად“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი - სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება. სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. „იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, ასეთი განცხადება არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.  

ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. დემარშით ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, მოითხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც სიურპრიზია - კობახიძე

 ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი: არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. „როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ელჩები იყვნენ მისული ეკონომიკის მინისტრთან, ე.წ. დემარშით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს. ამ ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან მოითხოვეს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება, რაც იყო პრინციპში ერთგვარი სიურპრიზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული და ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება და მეორე, ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, უმძიმესი შედეგები. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როცა სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ 200-300 მილიონად ვყიდით ღირსებას. პირველ რიგში, ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ამას ხაზი უნდა გაესვას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. როცა არის საუბარი ციფრებზე, აქ არ არის საუბარი 200-300 მილიონზე, აქ საუბარია ბევრად უფრო მეტზე. მინდა შეგახსენოთ ეკონომისტების დათვლები ამასთან დაკავშირებით - რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვით, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას,“- განაცხადა კობახიძემ. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს  

გეგმა B აქვთ, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და დაბრუნდეს პოლიტიკაში - კობახიძე

პირველი გეგმა ჩაიშალა და აამუშავეს გეგმა B - გეგმა B არის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და დაბრუნდეს პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სააკაშვილი უჩიოდა უყურადღებობას და როგორც ჩანს, ამით გამოხატეს ყურადღება მის მიმართ. მის სახლში ჩავიდნენ და იქ გამართეს პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩაიშალა პირველი გეგმა. ეს ადამიანები 500-600 დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, მას კლავდა ქართული ხელისუფლება, სასამართლო, ის ხან იწამლებოდა, ხან აწამებდნენ, ათასი რამ მოიგონეს. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა, აქედან გამომდინარე ამუშავეს გეგმა B. გეგმა B არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში", - აცხადებს კობახიძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ჩვენი ვალია, ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში არ დავუშვათ - კობახიძე

სამწუხაროდ, დღეს ხელოვნურად არის პრეზიდენტის მიერ შექმნილი კრიზისი ეროვნულ ბანკში, პრეზიდენტი შეგნებულად არ წარადგენს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონსულტაციები, მან ამ კონსულტაციების დროს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე არ აპირებს არცერთი კანდიდატურის წარდგენას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ ვერ დავუშვებთ კრიზისული ვითარების შენარჩუნებას ეროვნულ ბანკში. მინდა, შეგახსენოთ, როცა იყო სავალუტო კრიზისი, დევალვაცია, ინფლაცია და ა.შ. ყველა ხელს იშვერდა მმართველი პარტიისკენ და ახლაც, როდესაც საუბარია ეროვნულ ბანკზე და იქ შესაძლო კრიზისზე, რაც მარტივად შეიძლება, განვითარდეს, თუ პრეზიდენტმა შეინარჩუნა იგივე ვითარება, ამაზე ჩვენ ვიქნებით, ბუნებრივია, პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ვალია, ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში არ დავუშვათ. სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც არის მიღებული და რომელზეც დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა“, – განაცხადა კობახიძემ.  

თსუ-ში ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებულ ინციდენტს ომბუდსმენი გამოეხმაურა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია. ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“. „ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის, ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. „მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, - განაცხადა კობახიძემ.  

როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე

როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა  „ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის წინააღმდეგობაა. თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია, მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს. კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ. ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ამიტომ გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ მისი 12 პუნქტიდან, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისათვის ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედებს ვადას 1-ელ მარტამდე. თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღება,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

სტატუსის მიღების შანსები 50/50-ზეა - კობახიძე

ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და სწორედ ამისათვის იმართება შეხვედრები, როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში ჩვენს პარტნიორებთან, შანსები არის 50/50-ზე, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები იქნებოდა 100%-იანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „დღესაც მიფრინავს ბრიუსელში პრემიერი, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ხელისუფლება და მათ შორის პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე ოპოზიცია ახორციელებს საბოტაჟს და ყველაფერს აკეთებს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პრემიერი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. ამისათვის იმართება შეხვედრები ბრიუსელში, ამისათვის იმართება შეხვედრები ელჩებთან, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი ამოცანა. ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და სწორედ ამისათვის იმართება შეხვედრები, როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში ჩვენს პარტნიორებთან. შანსები არის 50/50-ზე, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები იქნებოდა 100%-იანი, მაგრამ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. ჩვენთვის მთავარია, რომ საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს გლობალური ომის პარტია. გლობალურ ომის პარტიას შეუძლია, 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოსწიოს და ამ შემთხვევაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით წინა შემთხვევაში ივნისში, როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამ შემთხვევაში გლობალური ომის პარტია საქმეში არ ჩაერთვება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას ერთმანეთში წინააღმდეგობა აქვთ - კობახიძე

დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას ერთმანეთში წინააღმდეგობა აქვთ, როგორც კი დალაგდებიან, ჩვენი მხრიდან მაშინვე იქნება გადაწყვეტა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ~ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე: ვენეციის კომისია ამბობს, რომ სწორია სისტემური მიდგომა, ჩვენც ანალოგიურად ვფიქრობთ „ჩვენ გვჭირდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რადგან ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის შესახებ ნიშნავს პერსონალიზებული მიდგომით ამ საკითხის მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გადახედავს ამ 12 პუნქტს, შეაფასებს 12 პუნქტის განხორციელებას. როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც არის მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში უკვე, კანონი გაუქმდება“, – აღნიშნა კობახიძემ. ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. გასული წლის 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.  

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის შეწყალების თაობაზე ზურაბიშვილის განცხადება იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება სათანადო აღნიშვნის ღირსი და იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს. კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მორიგი მაგალითია, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. „სალომე ზურაბიშვილთან პოლემიკაში არ შევდივართ. არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე, ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ „წითელ ხაზებს“, რაც მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი მხრიდან სათანადო აღნიშვნას იმსახურებს. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მისთვის ბევრ ადამიანს მიუმართავს, კობახიძე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნისთვის ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა. „გლობალურმა ომის პარტიამ ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა იმისთვის, რომ მიზნისთვის მიეღწია. გლობალურ ომის პარტიას არ აქვს არც ხაბეიშვილის იმედი, არც მელიას, არც ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძის, ხაზარაძის და სხვების იმედი და რაღაცნაირად, იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ვითარებას ააყირავებდნენ. ამიტომ ლამის ნახევარი მსოფლიო ჩართეს, რომ სააკაშვილი გაეთავისუფლებინათ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე

სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ განუცხადა. „600 - დღიანი პოლიტიკური კამპანია იყო - საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა - ხან წამებით, ხან მოწამვლით. უცბად, ეს ადამიანი ჩვეულებრივად ჯანმრთელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცარიელი სიმულაცია და სპეკულაცია იყო. თუმცა 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. სირცხვილია, როდესაც საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. მათაც, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართალი იყო, გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ სააკაშვილი სიმულირებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის მიუხედავად ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას. თითოეულმა ადამიანმა, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ირაკლი კობახიძე: აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული“. კობახიძის თქმით, როდესაც კინოცენტრს ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადაუდგამს და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს მიანიშნებს, რომ დამოკიდებულება და პროტესტი სუბიექტურია. „კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული. ზოგადად, ქართულ კინოს გაჯანსაღება და მეტი რესურსის ჩადება სჭირდება. მინისტრის ქმედებები, ბუნებრივია, აქეთკენაა მიმართული. ყველა საკითხი უნდა გაირკვეს დისკუსიის ფორმატში და არა პროტესტის. კინოს კონტროლი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, კინოს პოლიტიკური დაკვეთებით იღებდნენ. დღეს ეს აღარ ხდება, ამიტომ, აღარ ვიცი ამ პროტესტის მიზეზი რა არის. შეიძლება, სუბიექტური მიზეზები იყოს. როდესაც ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადადგმულა და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს, თავისთავად, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესები არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მას სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერებისა“ და კინოცენტრში განვითარებული მოვლენების კავშირის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დენდროლოგიურ პარკზე მსგავსი ირონიული ფილმის კინოცენტრის დაფინანსებით გადაღება სამარცხვინოა, თუმცა ამჟამინდელ საკადრო ცვლილებებთან ამას კავშირი არ აქვს. „სალომე ჯაშის ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ის სამარცხვინოა. საკადრო ცვლილებებთან ამ ფილმის გადაღება არაფერ შუაშია, უბრალოდ ეს არის სამარცხვინო ფილმი, რომელიც კინოცენტრის დაფინანსებით რეჟისორმა გადაიღო. დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო. ეს პარკი ყველასთვის ხელმისაწვდომია და როდესაც ამაზე ასეთ ირონიულ ფილმს იღებ, ეს სამარცხვინოა, თუმცა საკადრო ცვლილებებთან ამას რა კავშირი აქვს? ეს არის რეჟისორის პასუხისმგებლობა. კინოცენტრის დაფინანსებული ფილმი შეიძლება, იყოს პოლიტიკურად სენსიტიური და კრიტიკული, მაგრამ აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზეზი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან და როცა აბსურდს აფინანსებს, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და გამართლება. აქ მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული. ეს კონკრეტული მაგალითია, რა თქმა უნდა, კრიტიკულიც შეიძლება, იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც, მაგრამ როცა აბსურდზე იღებ ფილმს, ეს რა თქმა უნდა გაუგებარია, მაგრამ ამას საკადრო გადაწყვეტილებებთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის აპრილში თბილისში ფილმის ჩვენებები, რომლებიც კინოს სახლში იყო დაგეგმილი, გაუქმდა. რეჟისორ სალომე ჯაშის აზრით, ამის მიზეზი ფილმის შინაარსი იყო. სალომე ჯაშის „მოთვინიერების“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ დენდროლოგიურ ბაღს ეხება, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაიტანეს.  რაც შეეხება კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული შეფასებები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, „პოსტ ტვ-ს“ წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.

„ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. „ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა-როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ასე შემდეგ. კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს წარდგენა. ჩვენ კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს“, - განაცხადა მედიასთან ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.  

ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას - კობახიძე ბერძენიშვილზე

რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება - ომბუდსმენი თბილისში, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ „თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, ძალადობა მიუღებელია. ერთი რამ მინდა გავიმეორო, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და პირდაპირ უპირისპირდებიან იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ასე შემდეგ. არ შეიძლება, ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს სწორი არ არის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება, ადამიანი, თუ არ ვცდები პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს, ერეკლე მეორე გალანძღა, დავით აღმაშენებელი და ასე შემდეგ. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, რაც შეეხება შუღლის გაღვივებას, ესეც მიუღებელია. იმედი მაქვს, მომავალში შუღლის, რადიკალიზმის გაღვივება აღარ მოხდება“,- განაცხადა კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს მიღმა არ გავდივართ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს, რაც ამ ქვეყანასთან კომუნიკაციის კუთხით, დღეს ერთადერთი არხია. მას შეკითხვა დაუსვეს საქართველო-რუსეთის „საქმიანი საბჭოს“ შეკრებაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გაიმართა. ასევე, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია საქართველოში ახალი სატრანსპორტო კვანძის გახსნისთვის - ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტყუილი ადრეც გავრცელდა. „არ გამიგია. ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც ფარსი და ტყუილი აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, მათ შორის არის სპეციალური წარმომადგენელი და ეს არის ერთადერთი არხი დღეს, რაც რუსეთთან კომუნიკაციის კუთხით გვაქვს. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს, ეს არის ის თემები, რაზეც ბუნებრივია, კონცენტრირებული არის ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა კობახიძემ მედიასთან. ცნობისათვის, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან  

„ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების თხოვნას ანგარიშს გაუწევს და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს დეკემბრამდე აღარ დაამტკიცებს“.კობახიძის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად სთხოვეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ მიეღო. ის აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 რეკომენდაციიდან.   ირაკლი კობახიძის განცხადებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სთხოვა, არ მიეღოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო - მესამე მომსმენით მიღებას, თუმცა იცით, რომ პრემიერს ბრიუსელში ვიზიტი ჰქონდა, უმაღლეს დონეზე შეხვედრები შედგა, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროსაბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავისთავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას“, - განუცხადა მედიას კობახიძემ კახეთის რეგიონში, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას ესწრება.  22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 პუნქტიდან ამოიღებული იყოს - კობახიძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი პუნქტებიდან ამოღებული იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღების დეკემბრამდე გადადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ მომავალ კვირაში გვქონდა ამ კანონპროექტის [დეოლიგარქიზაციის შესახებ] მესამე მოსმენით მიღება დაგეგმილი, თუმცა პრემიერს ჰქონდა შეხვედრა როგორც შარლ მიშელთან, ასევე ევროკომისარ ვარ ჰეისთან. იქ გაჟღერდა თხოვნა არმიღებაზე. შესაბამისად, მომავალ კვირას მესამე მოსმენით აღარ მივიღებთ ამ კანონს, ვითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების თხოვნას. დაველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი პუნქტებიდან ამოღებულ იქნას. თუ ამოიღებენ, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის განცხადებას „ეკონომიკური ბლოკადის გარღვევის“ შესახებ. კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში 0.3%-ია. ირაკლი კობახიძე: რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს მიღმა არ გავდივართ „რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0.3%. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო - ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ, რუსლან დავიდოვზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის დახმარებით გაარღვია.  

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ - კობახიძე

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ - ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი „ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც არ უთქვამს, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია, ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიასი, არ ჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.  

ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინეს - კობახიძე გვარამიას შეწყალებაზე

ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. „პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია, თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა - ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო“, -განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.  

ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე: სოლიდარობა გამოვხატეთ სამი დეპუტატის მიმართ, რომლებსაც მოსაწვევი გამოუგზავნეს და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე არმისვლის მიზეზებზე საუბრობს. „სხვათა შორის, ერთი არ იყო, ასეთი იყო სამი, რომლებსაც, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები. სინამდვილეში არ უნდოდათ მიწვევა. შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, გამოგვეხატა სოლიდარობა, ეს არის და ეს. ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო ხდება უხეში შეცდომების დაშვება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს, როდესაც გაიმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა კონკრეტული ჩინოსნის მხრიდან და ამაზე გვჭირდებოდა რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რა კომენტარს გააკეთებდა იმაზე, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კობახიძემ ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა: „რამდენიმე ლიდერი პარლამენტიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ დეპუტატები, რა თქმა უნდა, იყვნენ. კონსულტაციები გვქონდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე, დეპუტატების საელჩოში მისვლა იყო პატივისცემის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ. პოლარიზაციის საკითხზე საუბრისას კი, კობახიძემ აღნიშა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის განცხადების სახით არსებობს იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ ვინ ახალისებს რეალურად პოლარიზაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს წამსვლელ ელჩთან ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლას. „თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები, სად ხდებოდა შეურაცხყოფის, ბილწსიტყვაობის, გინების წახალისება, ვინ აკეთებდა ასეთ განცხადებებს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს, ბუნებრივია, გამოიტანს. იყო კონკრეტული ერთი ყველაზე თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას - კონკრეტულმა ელჩმა გააკეთა ეს განცხადება, აღარ მინდა შევიდე დეტალებში, მით უმეტეს, არ მინდა შევიდე პოლემიკაში წამსვლელ ელჩთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ელჩი დეგნანი კობახიძის განცხადებაზე: ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს, თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია

კობახიძე: არავის დაუყენებია მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც მედიის შეკითხვებს პასუხობს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ევროკომისიის მიერ განსაზრული პრიორიტეტები პრინციპულად შეასრულა და საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. მისივე თანახმად, ევროკავშირის გადაწყვეტილება ფაქტებზე თუ იქნება დაფუძნებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად ეკუთვნის. „ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება. რეალურად, შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრია, რომ საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია. „მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უკვე მიენიჭა შარშან, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს და თქვეს, რომ დაახლოებით 75% იყო პუნქტების შეუსრულებლობა, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ. ასეთი მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკი შემდეგია - 27 ქვეყანაა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

კობახიძე: სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები აბსოლუტურად გამორიცხულია

აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით - მზად ვართ, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებას, როდესაც საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ივარაუდა, თუ მმართველი გუნდი სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავიდოდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, მიზეზები, რის გამოც საქართველო უკრაინასთან ცალმხრივ ურთიერთობას აირჩევს, არის ომი უკრაინაში და ქვეყნებს შორის საუკუნოვანი მეგობრობა. „გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული, ჯერ გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, მერე ვითომ უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი გახდა. არავითარი ფასი არ აქვს არც უკრაინაში და მით უმეტეს, ჩვენთანაც ვერ ექნება გონჩარენკოს რაიმე სიტყვას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ მზად ვართ ყველა შემთხვევაში, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. არსებობს მარტივი მიზეზები - პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას, საქართველოსა და უკრაინას შორის, ქვეყნებსა და ხალხებს შორის და ასევე, უკრაინა დღეს არის ომის მდგომარეობაში, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, თუნდაც უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა. იმ ნაბიჯის ფონზე, რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარაა საინტერესო. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერანაირი კონსულტაციები ვერ დაიწყება. აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია  

ირაკლი კობახიძე: 5 ივლისის დანაშაულს სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორები არ ჰყავდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა  კობახიძის თქმით, ორგანიზება ნიშნავს, როდესაც ამბობენ, „წავიდეთ კონკრეტულ ადგილზე და კონკრეტულ ადამიანზე ვიძალადოთო, [5 ივლისს] კი ასეთი არ იყო“. „სამართლებრივად, ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე შეუძლებელი იყო. არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც დანაშაულის ორგანიზება მოხდა. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ ორგანიზატორები დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან, სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 7-8 მარტს, როდესაც პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა, მაშინ პირდაპირი მოწოდებები იყო, ორგანიზებული იყო შეკრება და მეტიც, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის. ამ ალყას მოჰყვა პირდაპირი ძალადობრივი აქტები. თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი არის დასაჭერი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგრამ ეს დაბალი სტანდარტია და ძალიან სარისკოა. იმის თქმა მინდა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე სამართლებრივი მოცემულობა ესაა. თუ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი. დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას - მაგალითად, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, წადით ამა და ამ ადგილას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანსო. ორგანიზატორი ნიშნავს, წავიდეთ კონკრეტულ ადგილზე და ვიძალადოთ კონკრეტულ ადამიანზე - ასეთი [მოწოდება] არ იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება წელს, „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, კობახიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება. გახსოვთ, სამწუხაროდ, როგორ წარიმართა 5 ივლისს მოვლენები. სპონტანური ძალადობა იყო და ამიტომ გაუჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. ამას ობიექტური რეაგირება ჰქონდა. მაგრამ, მაგალითად, მეორე დღეს, როდესაც ადვილი იყო მოვლენების პროგნოზირება, არ იყო სპონტანური ძალადობა, იქ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლომდე დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება. ახლაც იმართება გარკვეული ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში. იქაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობით ისარგებლებს ყველა უწყება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები „პრაიდის კვირეულის“ გამართვას გეგმავდნენ, მსვლელობის დაწყებამდე კი, რუსთაველის გამზირზე კონსერვატიულმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს და მედიის წარმომადგენლებსა და სხვა მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს. შსს-მ 27პირი დააკავა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია, რომელთა ნაწილმაც ევროპულ სასამაართლოს მიმართა. მათ ინტერესებს საია იცავს.  

კობახიძე კანდიდატის სტატუსზე: უსამართლო გადაწყვეტილება თუ კიდევ ერთხელ განმეორდა, უფრო მეტად დაგვჭირდება „კარტების გახსნა“

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ისევ „უსამართლო გადაწყვეტილება განმეორდა“ და საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ხელისუფლებას „კარტების მეტად გახსნა“ „უფრო მეტად დასჭირდება.“ თუმცა მმართველი პარტიის ლიდერი ამავე დროს აცხადებს: „დღის წესრიგში დარჩება ის ამოცანა, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია“. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, დავუშვათ რეალურად ასე არ მოხდა, პროცესები გაგრძელდება და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დარჩება ის ამოცანა, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია. დაველოდებით შემდეგ წელს, იმის შემდეგ წელს. იმედია, მანამდე დასრულდება უკრაინაში ომი. რა თქმა უნდა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება მაშინვე სხვანაირად შემოგვხედავენ მათ შორის ის ძალები, რომლებიც დღეს რადიკალურად განსხვავებულად გვიყურებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ ცუდად ყურებას, კონკრეტული ინტერესია საქართველოს მიმართ, რაც არ არის მაგალითად მოლდოვის მიმართ, ის ინტერესია საქართველოს მიმართ. დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების გაკეთება მოგვიწევს საზოგადოებისთვის. უფრო დეტალურად ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად, თუ რას შეიძლება ,განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ ინტერვიუში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად 2023 წლის 22 ივნისს ევროკომისარმა ზეპირი მოხსენების წარდგენისას განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად  

კობახიძე უკრაინის NATO-ში MAP-ის გარეშე შესაძლო მიღებაზე: არ უნდა შეგვშურდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინასა და საქართველოს მიმართ NATO-ს განსხვავებული მიდგომა გასაგებია, რადგან უკრაინა დღეს ომის მდგომარეობაშია. „უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს, ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში, 2008 წელს, როდესაც ომი გვქონდა, MAP-იც კი არ მოგვანიჭეს“, – განუცხადა მედიას კობახიძემ. „ჩვენგან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა NATO-სკენ დაახლოების მიმართულებით. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გლობალურ პროცესებზე. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას რეგიონში მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია. ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში. 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს და ვერ შეგვშურდება. უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის ომის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი. რეალურად, ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც ხდება დიფერენცირება, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ომი, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდით. დიფერენციაციის საფუძველი როცა არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, იყო ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. აქედან გამომდინარე, ეს დიფერენცირება არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ჩვენ ამის ვერ შეგვშურდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 10 ივლისს NATO-ს სამიტის წინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებდა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე. 11 ივლისს იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას, რაც მისი თქმით, უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად გადააქცევს.

კობახიძის თქმით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის სტატუს-კვო ძალაში დარჩა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, „საქართველოს მისწრაფება NATO-ს წევრობისკენ და თან მუდმივად არაწევრის მდგომარეობაში ყოფნა, ქვეყნისთვის მუდმივ რისკს წარმოადგენს.“ ირაკლი კობახიძის თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დადებითი ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს შეამცირებს. „საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - რეალურად ეს ასეა. ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები. ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საერთო ჯამში გლობალური პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება - ეს არის მთავარი", - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის საკითხზე შენარჩუნდა სტატუს-კვო, რაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთის მიმართ NATO-ს პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, NATO-ში გასაწევრიანებლად, უკრაინას აღარ დასჭირდება MAP-ი, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის, კობახიძეს მიაჩნია, რომ უკრაინის შესახებ საქართველოსთან შედარებით მეტი ტექსტია, თუმცა ხარისხობრივად განსხვავება არ არის. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში  

კობახიძე: იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც არ იმოქმედებს ვიღაცის ინტერესების კარნახით

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უკრაინის რადაში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პროექტის დაინიცირებას გამოეხმაურა. ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა ამ ზეწოლას ვერ გაუძლოს პრეზიდენტმა და გავლენის ქვეშ მოექცეს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ კოორდინაციაში იგივე ადამიანები არიან ჩართული, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, რომლითაც დეპუტატები ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ „აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, საბოლოო ჯამში მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით, ზუსტად იგივე ადამიანები არიან ყველგან ჩართული ამ კოორდინაციაში, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებში, არა ვიღაცის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

კობახიძის თქმით, რიგი რეკომენდაციების შესასრულებლად, ევროკავშირისგან „მეტი კონკრეტიკაა“ საჭირო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია. კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა. მისი თქმით, „ევროკავშირს არ უთქვამს, რა იგულისხმა „ფართო სასამართლო რეფორმაში“: „სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად,“ - ამბობს კობახიძე. „ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს (უფრო ფართო რეფორმას), ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით, ამაში რა იგულისხმება, ჯერჯერობით, არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად.“ რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, კონკრეტიკა აქაც საჭიროა. „მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. ჩვენ გვაინტერესებს, ევროკავშირი რას ფიქრობს. რასა (ევროპარლამენტარი იუკნევიჩიებნე. რედ.) არ არის ევროკავშირი, რასა არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტი. ვიდრე არ გვექნება ევროკავშირისგან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ არ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე და მესამე მანივალის (ევროპის საბჭოს სტრუქტურა Moneyval, რედ.) რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის, ასეთ დროს რომ მიგვანიშნებენ ჯანმრთელობაზე, არასწორია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან. „წარმოუდგენელია, კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში. თქვენ ნახეთ ვიდეოკადრებიდან მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ როგორ არის მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება. კაცი პატიმარია, ციხეში ყოფნა ეკუთვნის და ციხეშიც კი არ არის. საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული შიმშილით, შემდეგ გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს ჯანმრთელობაზე არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან,“- აღნიშნა კობახიძემ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს  

კობახიძე ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებზე: მოგიწოდებთ, ეს თემა ჩახუროთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია. ამ თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენს ინტერესში. ჩემი ინტერესი ეს არ არის, „ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია, ამიტომ, მე ვერ მივიღებ მონაწილეობას ასეთი თემების აქტუალიზაციაში. ასეთი თემების, ზოგადად რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი. ეს არ არის ჩემი ინტერესი.  აქედან გამომდინარე, მე მოგიწოდებთ, რომ ეს თემა ჩახუროთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან შსაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებს ჭორს უწოდებს  

კობახიძე ბათუმში საკრუიზო ლაინერთან დაკავშირებულ აქციაზე: რაც ვიხილეთ, უბრალოდ ქაჯობაა

საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე საუბრისას, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლიმ კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, მშვიდობის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად. კითხვას, რას აპირებს ხელისუფლება, როდესაც საზოგადოების ნაწილში არსებობს აღქმები იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მაამებლურ პოლიტიკას ეწევა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ უახლოეს წარსულში საქართველოსთვის შექმნილ ყველა პრობლემაში, აგრესორ რუსეთს ხელს უწყობდა საქართველოს წარმომადგენლების „ქაჯური“ პოლიტიკა. „ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ხოლმე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, რუსეთი იყო აგრესორი, იგივე 90-იან წლებში, 2008 წელს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა. სწორედ ეს ჩავაბარეთ წარსულს ყველაფერთან ერთად - ავტოკრატიასთან, ადამიანის უფლებების შელახვასთან, ადამიანების წამებასთან ერთად. დღეს, იგივე ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა ოპოზიციის რიგებიდან დააბრუნონ და ამით შეუქმნან საქართველოს პრობლემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ: ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.   აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტში ჩინეთისა და აშშ-ის ინტერესებზე: ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელი იქნებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტში ჩინეთის შესაძლო ინტერესებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისას ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პარტნიორთან კონსულტაციების რეჟიმში ვიქნებით,“ - ამბობს კობახიძე. „თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს. მე არ ვიცი, რა არის მიზეზი, თუმცა ანაკლიის პორტში დღემდე არცერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა. თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი მამუკა ხაზარაძეს ებარა, მან ვერცერთი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა. ახსნადია ის, რომ ამერიკა შეიძლება, ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს. ზრუნვა ინვესტიციით გამოიხატება. ამერიკას ამ მიმართულებით არავითარი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც სამწუხაროა. ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია ძალიან მისასალმებელი იქნებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს - ექსკლუზივი მე არ ვიცი, რა არის მიზეზი, თუმცა ანაკლიის პორტში დღემდე არცერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა. თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი მამუკა ხაზარაძეს ებარა, მან ვერცერთი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა. ახსნადია ის, რომ ამერიკა შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს. ზრუნვა ინვესტიციით გამოიხატება. ამერიკას ამ მიმართულებით არავითარი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც სამწუხაროა. ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია ძალიან მისასალმებელი იქნებოდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ღარიბაშვილი ჩინეთში: საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ  გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.

კობახიძე შოვის სტიქიაზე: მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე მძიმე სპეკულაცია უწოდა განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა. „ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იყო მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის, ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება, რაც თავიდანვე იყო გამოყენებული და ამას განმარტავდა შინაგან საქმეთა მინისტრი. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის, უბრალოდ, ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, ამიტომ ვინც, სამწუხაროდ, მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ თავიდანვე პირველივე საათებში ჰქონდა შსს-ს სამაშველო სამსახურს ყველაფრის ადგილზე ნახვის საშუალება, ყველაფრის იდენტიფიცირების საშუალება და რეალობა იყო, სამწუხაროდ, ასეთი, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი და ვისაც არ მისწვდა - მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს. ღამის ხედვის აპარატურით იყო აღჭურვილი დრონები, დრონები იყო ადგილზე, მუშაობდნენ დრონების გამოყენებით სამაშველო სამსახურები და თუ რამის პოვნა იყო შესაძლებელი, ყველაფრის რესურსი ჰქონდა რეალურად სამაშველო სამსახურს და დარწმუნებული ვარ ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვით საშუალებით, აქ არ არის საუბარი მაინც და მაინც პროჟექტორებზე. არის სპეციალური აპარატურა დამონტაჟებული ვერტმფრენში, რომელიც იძლევა ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას. იმავეს გაკეთება შეუძლია დრონს. ვერტმფრენები თავისი ღამის ხედვით აპარატურით მნიშვნელოვანია, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის გამოყვანა ლოკაციიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია იყო სრულად დათვალიერებული მანამდეც, ბუნებრივია, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო სრულად შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას არ ჰქონდა დამატებითი რაციონალური საფუძველი. ეს არის რაც განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რომ ყოფილიყო საჭირო ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით უბრალოდ არ არსებობდა,“ - განაცხადა კობახიძემ.  

კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციების შესაძლებლობაზე მედიის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, ჟურნალიტის შეკითხვა ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებას, რომ „ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ძირითადი საფუძველი იყო თუ როგორ ჩაიგდონ ხელში, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა ანაკლიის პორტის მშენებლობა და შემდეგ მისი მართვა, მათ შორის ჩინური კომპანიების გამოყენებით”. „ჩვენთვის ინვესტიცები არის მხოლოდ მისასალმებელი. იცით, რომ წლების განმავლობაში, კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მამუკა ხაზარაძე, ვერ მაოხერხა ანაკლიაში ინვესტიციების მოზიდვა - ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის და ვერც სამხრეთულის და ვერანაირის. ეს არის მათი არაეფექტიანი საქმიანობის შედეგი. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს და ეს არის ჩვენი პოლიტიკა - ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი არის ბუნებრივია, ღია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს ბუნებრივი სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის ჩაიწერა შესაბამისი ტექსტი კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით, ეს დღემდე რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყება ის პროცესი, რომელიც დაიწყება ანაკლიის პორტის წარმატებით მშენებლობით,“ - განაცხადა კობახიძემ 14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მმართველი გუნდის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და პიქირით, „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს პროექტის ჩაგდებაში. „ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, „ქართულმა ოცნებამ" გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო. დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით და შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი "ოცნებამ" მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს შევწყვეტ!“- წერდა ხაზარაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ. ცნობისთვის, ბოლო განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში გააკეთა. „საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი და რკინიგზის მოდერნიზება, ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ ანაკლიის დიდი საპორტო პროექტი, განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში. პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და საქართველოს მთავრობა მათი მუშაობით კმაყოფილია. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი იქნება უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხსენებული პროექტის გამჭვირვალობა. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე. „ამერიკის შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველოს, რომ პროექტი განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის დაცვით და ითვალისწინებდეს საქართველოს მოქალაქეების გრძელვადიან უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.“ გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. უფრო კონკრეტულად კი, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისის განცხადების თანახმად, მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტიანობას. ამასთან, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ასევე, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით. ამავე განცხადების თანახმად, ჩინეთი საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს შეისწავლის. საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. უფრო ვრცლად, რას გულისხმობს საქართველო-ჩინეთს ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ამ ბმულზე წაიკითხეთ. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას: საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საკითხზე Europetime-ის შეკითხვას ჩინეთის ელჩმა გასული წლის ბოლოს უპასუხა. ამერიკული მხარეს კი, ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

კობახიძე: რეალურად, დავით ჯელაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ დისშვილი უსაფრთხო ტერიტორიაზე გაეყვანა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს შეხვდა. „მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბრი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, დათო არის გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რაც მას გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა, რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დისშვილი გაეყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს მას გამოვლი თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული..." განუცხადა კობახიძემ მედიას. მას მის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენეს, რომლის თანახმადაც, „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს; საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი; გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა, ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.“ „იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც მე პირველად ვნახე. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელებში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო დადებული. ზუსტად რა იყო ასახული, აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო ატვირთული. მან პირადად მომიყვა ისტორია, თუ რა გადახდა. სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ჯელაძეს „გული ვატკინე“ (რაც მან თქვა). ეს არის ძალიან დასანანი..." - განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას. „მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით,“ - აცხადებდა კობახიძე 14 აგვისტოს, რასაც სტიქიას გადარჩენილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. „ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედით ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, ან გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა - „ეს როგორ შეძელი“. დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა. თურმე ყველაფერი, რაც მოვყევი, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე როგორ შეძლო გადასვლა ბავშვით, წარმოუდგენელიაო - მართლა წარმოუდგენელია, როგორ გავაკეთეთ ეს მე და მაშომ. იმ ადგილზე გაჩერება შეუძლებელი იყო ისეთი ლაფი იყო. მიწის სუსტი მასა იყო. იქ რომ გაჩერებულიყო, წამიერად ჩაიძირებოდი და დაიხრჩობოდი. ვფიქრობდი, რომ მეორე მხარე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი არ მოგვეწეოდა, არ გადაგვივლიდა ზემოდან. ვჩქარობდი, არ ვიცი როგორ გავაკეთე. რომ ვიხსენებ, რა ისტორია გადაგვხდა თავს და ამ დროს, ირაკლი კობახიძე გამოდის სიტყვით და ამბობს, ტყუილს იძახიო, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, “- განაცხადა ჯელაძემ. მისივე თქმით, სტიქიას გადარჩენილებს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. უფრო ვრცლად - შოვის სტიქიას გადარჩენილი 3 აგვისტოზე

კობახიძე კარასინის განცხადებაზე: გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება. „ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ, განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს. ჩვენ ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით ყველაფრის მიუხედავად წარმატებული იყო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ IPN-ის ცნობით. კითხვას, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე იყო საუბარი, რატომ შემოიტანეს ეს თემა რუსეთიდან, კობახიძე ასე პასუხობს: „არ ვიცი, მე არ მინდა საერთოდ ამ თემას ჩავუღრმავდე. რა თქმა უნდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან დიდი მიღწევა და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება. ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით და რა თქმა უნდა, ვერავითარი განცხადებები ამაში ხელს ვერ შეგვიშლის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კარასინის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა სხვა ქვეყნებმაც აღიარონ  

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას უხეშად არღვევს, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას უხეშად არღვევს. კობახიძის თქმით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. „ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი და გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან, ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა.“ „რაც შეეხება რეაგირებას, ერთი, თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და რა თქმა უნდა, ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ აქ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს, თუმცა, თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა. მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს მიღებული გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. საზოგადოება მეტ-ნაკლებად, ალბათ, გათვითცნობიერებულია იმაში, თუ ვის შეიძლება ვგულისხმობდეთ ამაში. ეს არის გლობალური ომის პარტია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. კობახიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. თუმცა მისი თქმით, „იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს.“ „საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მმართველი პარტია, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. „უპირველესად შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე ძალიან ცხადი და მკაფიოა, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც მიმართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. დღეს კი, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

სალომე ზურაბიშვილი: ქართველ ხალხს სჯერა თავისი ევროპული მომავლის

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ამსახველი პოსტი და ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა. „მადლობა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის დაცვაა. გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ხალხს სჯერა თავისი ევროპული მომავლის,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. ის გერმანიიდან ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. ცნობისთვის, პირველ სექტემბერს, თბილისში 11:00 საათზე გამართა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ თავმჯმდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართა იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან დღეს გამართავს მოლაპარაკებებს. თავად პრეზიდენტი მმართველი გუნდის გეგმას არ გამოხმაურებია. ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციიდან მალევე, ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ მხოლოდ ფოტო გამოაქვენა, რომელიც მატარებლით მის გადაადგილებას ასახავს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს რა წერია კონსტიტუციაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესთან დაკავშირებით  

კობახიძის თქმით, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავის დროზე ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს, დღეს კი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება. კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციები გრძელდება. „გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, ეს არ იყო დანაშაული, მაშინ, როდესაც რეალურად ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა მისთვის იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა. დღეს გვაქვს ვითარება, რომ პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა ამისთვის. ეს არის რეალობა. რაც შეეხება თავად ხარჯებს, ის იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს საკუთარი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ასახული დეკლარაციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. არასამთავრობოები: კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. მთავრობის სტრატკომმა საპასუხო განცხადება გაავრცელა და სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა. სტრატკომის განცხადებით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

ირაკლი კობახიძე: არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის NATO-ს ქოლგა

„ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას. NATO-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული,“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, „საქართველომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ამერიკული ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.“ კობახიძის თქმით, ამ ინფორმაციის წყარო არასერიოზულია. „წყარო ვინ არის ამ ინფორმაციის? ეს ხომ არასერიოზულია. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ერთადერთი, რამაც შეიძლება, საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში. ეს არის NATO-ს წევრობა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ NATO-ს ქოლგა. არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? NATO-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული, “ – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება  

კობახიძე: ხვალ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჩავარდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდება, უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს. კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. კობახიძის თქმით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა და ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს. „გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებეში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხირდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრებისგან, თუ სხვა უცოხელი პოლიტიკოსების მიერ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.  

კობახიძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე: შემაშფოთებელია, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „მტკიცებულებები არ არსებობს.“ „ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება, როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია „ეფესბეს“ აგენტობაზე, იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს ხოლმე მტკიცებულება. გახსოვთ, სასამართლოსთან დაკავშირებით მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების გამო არანაირი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, რაც, ზოგადად, ჩვენ გვირთულებს რეაგირებას. ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს არის შემაშფოთებელი,“ – განაცხადა კობახიძემ. კობახიძე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. „როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება, შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს

ირაკლი კობახიძის თქმით, „ეროვნული ბანკი გასუფთავდა“ და „იდეალური სურათი“ გამოჩნდა

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ დაუჭირეს მხარი ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, რაც, "უღირსი“ საქციელია. "გუშინ ჭიქაში ქარიშხალი არაფრიდან შექმნეს, საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ? ერთი, რომ ეს სანქციები 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან, არავითარი პრობლემა არ ექმნება არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს, დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო. „ზოგი ჭირი მარგებელია“ - ასეთი გამოთქმა არის, ამ შემთხვევაში, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს ამ ყველაფრით“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვას, ეროვნული ბანკის ძველი გადაწყვეტილება კონსტიტუციის რომელ მუხლს ეწინააღმდეგებოდა და ხომ არ არის ახალი ბრძანება დისკრიმინაციული, კობახიძე პასუხობს: „ჩვენი კონსტიტუციით ორი ძირითადი უფლებაა დაცული - ეს არის, საკუთრების უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. ის ორივესთან წინააღმდეგობაში იყო, განსაკუთრებით უდანაშაულობის პრეზუმფციასთან, მაგრამ ასევე საკუთრების უფლებასთან იყო პირდაპირ წინააღმდეგობაში. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ეს არ არის რელევანტური, სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, შეზღუდოს სავაჭრო-სამოქალაქო ურთიერთობები უცხოელებთან და უცხოურ კომპანიებთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა, მაგრამ ასეთი შეზღუდვა ვერ გავრცელდება ვერც საქართველოს მოქალაქეებზე და ვერც ქართულ კომპანიებზე. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად, ყველაფერი წელში გამართულია“, - განაცხადა კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ჩანიშნულ პროცესს მმართველი გუნდიდან 5 დეპუტატი დაესწრება. კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი მოლოდინი არის ოპტიმისტური. „ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება. 80 - კაციანი ჯგუფიდან, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება შეიტანა, ადგილზე 5 დეპუტატი ვიქნებით წარმოდგენილები და პირადად მივიღებთ ბათუმში, ამ პროცესში მონაწილეობას. მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაცია. აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.

ირაკლი კობახიძე კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით განმარტავს, რა შემთხვევაში დაიშვება კარვების გაშლა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ახალ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ კარვების გაშლა შეკრების ჩატარების დროს დაშვებული იქნება, ოღონდ დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის. „ეს კანონპროექტი, თავიდან ბოლომდე, მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების, პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის, თეორიის გათვალისწინებით და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად არის თანხვედრაში. ასევე მოისმინეთ, სუს-ის წინა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების შესანახად და ა.შ. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითაც, ბუნებრივია, რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღება, რომელიც არის დაინფიცირებული და პარლამენტი ამ კანონპროექტს სამი მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებს,“ - განაცხადა კობახიძემ. „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ეშინია, თუ არა „ქართულ ოცნებას“. „პირდაპირი ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციური პროცესები, რომლებზეც დეტალური ინფორმაცია დღესაც მოვისმინეთ, იგეგმება სწორედ ოქტომბრიდან, ნოემბერ -დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე დაჩქარებას, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს. ბუნებრივია, ოპოზიცია სუსტია, მაგრამ ამ სისუსტის პირობებში პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს. დღევანდელი არჩევნების შედეგებიც ამის დასტურია [შუალედური და რიგგარეშე არჩევნები]. ოპოზიციამ ვერ გაბედა არჩევნებში მონაწილეობა, აბსოლუტურად დაცემულია მათი რეიტინგი, არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში შეიძლება წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე, სწორედ სისუსტის გამო. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ეს კანონპროექტიც ზუსტად ამას ემსახურება,“ - აღნიშნა კობახიძემ. ახალი კანონპროექტის თანახმად, მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. პროექტი ბიუროზე დღეს დაარეგისტრირებენ. შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება  

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ გრიგორი კარასინის განცხადებას „აბსოლუტურად მიუღებელს“ უწოდებს

აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა მეორე მხრივ, ასეთ განცხადებებს სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ, მათ შორის, რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება. პაპუაშვილის თქმით, მიუღებელია, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელს არასათანადოდ მოიხსენიებს. კითხვას, ასხამს თუ არა რუსეთის წისქვილზე წყალს საქართველოს ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებები, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ერთადერთი რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.“ „როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამით შემოდის არასტაბილურობა, მათ შორის, კონსტიტუციური ორგანოების ურთიერთობაში. ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობს რუსეთი, ამიტომ წისქვილზე წყალს ასხამს არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გრიგორი კარასინმა სალომე ზურაბიშვილის მისამართით განაცხადა: „პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!“  

მთავრობამ პრეზიდენტს უარი განუცხადა ბაზელში, ფიროსმანის გამოფენაზე დასწრებაზეც - ჩუგოშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც მაია კოპალეიშვილთან ეთად იცავს პრეზიდენტის ინტერესებს, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილს უარს ეუბნებოდა კულტურული სახის ღონისძიებებზეც, მაგალითად, პრეზიდენტმა უარი მიიღო ბაზელში ფიროსმანის გამოფენაში დასწრებაზე. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - პირდაპირი „მას ასევე უარი უთხრა მთავრობამ ისეთი ცერემონიული ტიპის ვიზიტებზე, როგორიც არის ბაზელში, შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის გამოფენა. ეს გამოფენა სხვათა შორის პრეზიდენტის ძალისხმევით შედგა და მისი წინა ვიზიტის დამსახურებაა,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 16 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, Fondation Beyeler-ის გალერეაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 28 იანვრამდე და წარმოდგენილი იქნება ფიროსმანის 50-მდე ნამუშევარი. ფიროსმანის  გამოფენა Fondation Beyeler-ისა და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (Humlebæk) ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს ცნობისთვის, ამავე სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს.“ „ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს. მან [სალომე ზურაბიშვილმა] გასული წლის აპრილის თვეში ითხოვა თანხმობა ბრიუსელში ვიზიტის განხორციელებაზე, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტზე. ეს იყო ივნისამდე, ვიდრე გადაწყდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელი არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად აღარ მივიჩნევთ - წესით, უნდა წავიდეს თანამდებობიდან

„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ - სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. კობახიძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რა მოტივაცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა იცის, პარლამენტში შესაბამისი რესურსი არ აქვს, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ „პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თავისი თანამდებობიდან“. „იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 2022 წელსაც გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მან 2022 წლის, თუ არ ვცდები აპრილში, მიმართა მთავრობას, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები, თუმცა მაშინ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ეტაპზე ეს პრაქტიკა შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ არღვევდა კონსტიტუციას. გადიოდა კონსულტაციებს და მოგვიანებით თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თავისი თანამდებობიდან. ჩვენი მიზანი ეს იქნება და იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - პირდაპირი

ტურავა კობახიძეს: იმპიჩმენტის პროცედურა რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება საქართველოს ინტერესებისთვის ისტორიულ მომენტში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა. კითხვა-პასუხის შემდეგ, მონაწილეები დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ. მანამდე, განხილვის მიმდინარეობისას  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უპასუხა მოსამართლე მერაბ ტურავას კითხვას იმის შესახებ, რომ „პრეზიდენტი უცხოური მედიის მიხედვით პროდასავლურ ლიდერად არის აღიარებული, ასეთი პიროვნებისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება-განხორციელება რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება ისევ საქართველოს ინტერესებისთვის იმ ეტაპზე და იმ ისტორიულ მომენტში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით“. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი. „პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თუ ვინმეა პროდასავლური ამ ქვეყანაში, ეს არის პარლამენტი და მთავრობა, რომლებიც განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ახორციელებენ საგარეო პოლიტიკას. მოქმედი საპარლამენტო შემადგენლობა და მოქმედი მთავრობა იდგა იმ ინიციატივის სათავეში, რომლის საფუძველზეც 78-ე მუხლში გაიწერა ქვეყნის შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ეჭვს მიღმა ვარაუდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი, რაც უტყუარად მტკიცდება მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებით. მას რომ სურდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, პარლამენტში არ იტყოდა იმას, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. და ბოლოს, ეს არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მსჯელობა უნდა მივანდოთ 150 პარლამენტარს, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას. თქვენ იცით, რომ გადაყენების რეალური შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საჯაროდ და აქაც შემიძლია იგივე ვთქვა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევდა სწორედ ოპოზიციის იმედით. თუმცა პარლამენტის საკითხია მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა. ერთი პრიორიტეტული ამოცანაა პრეზიდენტის გადაყენება, ამას გვეუბნება პირდაპირ კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ამოცანა. პრეზიდენტმა რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და განაცხადა, რომ შემდეგი წლის განმავლობაშიც აპირებს იგივე პრაქტიკით მოქმედებას და ამის რეაგირების გარეშე დატოვება ნიშნავს სწორედ ევროპული მიდგომების და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას იმიტომ, რომ თუ რაიმეზე დგას ევროპა ისტორიულად, ეს არის სწორედ სამართლის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა და როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი მიდგომებით ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება ევროკავშირში და ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება იყო ჩვენი პასუხისმგებლობა ქართულის საზოგადოების წინაშე, ქართული სახელმწიფოს წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

კობახიძე: პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე განაცხადა, რომ პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა. „მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! რა თქმა უნდა, წესდება შესაბამისი რეგულაცია, მაგრამ აპრიორი არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თანაზომიერების პრინციპიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს კანონი სრულად თავსებადია, როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე მედიასთან. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

ირაკლი კობახიძე: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. ტელეკომპანია იმედის ცნობით, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში,“ - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა  

მამუკა მდინარაძის თქმით, კობახიძემ „იხუმრა", როდესაც განაცხადა, რომ კანონი პრეზიდენტთან გადაგზავნის გარეშე შევა ძალაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, ხუმრობა უწოდა. „რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე, ერთი ანალოგიური განცხადება, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული, და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება, პირადად მე შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი განსწავლულობა, კვალიფიკაციაც, აღქმაც ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია. რომ ნახეს, რომ გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირვინენ, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდნენ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

ირაკლი კობახიძე: ზურაბიშვილი დღეიდან მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. მისივე შეფასებით, „საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება ე.წ. „კოჭლ იხვად“ (ამერიკაში ასე უწოდებენ მიმავალ პრეზიდენტს, რომლის გავლენა მცირდება საპრეზიდენტო ვადის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, რედ.), რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული.“ „სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ. საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს. როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული,“ - განაცხადა კობახიძემ. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა  

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ 2028-შიც აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ „ქართული ოცნება“ არამარტო 2024 წლის არჩევნების მოგებას, არამედ, 2028-შიც აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. „რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი – პირდაპირ თქვა, სირცხვილია, სამარცხვინოა. უზრდელობაა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას. ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან? არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება. თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან ერთი – იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მეორე – „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. პრეზიდენტი საკონსტიტუციოს დასკვნაზე: ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა  

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე: სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს არ გამორიცხა, რომ „კონსტიტუციის მორიგი დარღვევის“ შემთხვევაში პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს. „რისი იმედიც შეიძლება {პრეზიდენტს} არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, - ამის შსახებ კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ. „ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი კვლავ გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას, რა შეუშლის ხელს. აქამდეც იცოდა და უხეშად არღვევდა. „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავ აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება {პრეზიდენტს} არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება. სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. გამიჭირდება ამაზე საუბარი. იმ ადამიანის მიზანი როდესაც არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირება, ყველაფერს გააკეთებს, მას აღარ აქვს მუხრუჭი. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არ იმსახურებს ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას,“ - აღნიშნა კობახიძემ. მას პრეზიდენტმა გამოსვლისას უპასუხა: „მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა. მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას. მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ? ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო? ისე, როგორც თავის დროზე, გავიყავნე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე!“

ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურას „ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა.“ დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი იქნება არა საქართველოს, არამედ, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, „რაც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის.“ „იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ეს არის ის, რომ დადგინდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი და, კიდევ ერთხელ, ვიხილეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ორივე შედეგი მნიშვნელოვანი იყო. პარლამენტის წევრების უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, დღეიდან ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი. მე არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება, სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ბუნებრივია ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული. ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება, რეაგირება. სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად. ის და რადიკალური ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდნენ ე.წ. კარწინკაზე. სინამდვილეში ეს სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, რაც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა.  

ირაკლი კობახიძე: ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკითხი არის რთული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკითხი არის რთული. მისივე თქმით, ხელისუფლება საკითხის მოგვარებაში ბოლომდეა ჩართული. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში, თუმცა საკითხი არის ურთულესი, საკითხი არის რთული. პრაქტიკულად, ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არის ის შემთხვევა, სადაც ხელისუფლებისთვის შედეგის მიღწევა რთულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს იმას, რომ აქ შედეგი მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც შეეხება ბებუას გათავისუფლებას, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს. თუმცა საკითხი არის რთული,“ - განაცხადა კობახიძემ. EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას ირაკლი კობახიძე ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნის საკითხს და მოსკოვის მიერ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაწყების შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნულს „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა. „პირველ რიგში, ეს პროცესი დაიწყო ზუსტად 2009 წელს. ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ იმ ავანტიურისტული ნაბიჯების საფუძველზე, რომელიც გადაიდგა, მათ შორის 2008 წელს ანუ მათ დაგვიტოვეს ეს პრობლემა. რაც შეეხება კონკრეტულ ამ აქტს, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სათანადო რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს ჰონდა უკვე შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა კობახიძემ. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით

ირაკლი კობახიძე: არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ

ზოგადად, არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კლავაც გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ამასთან, სახელლმწიფო დეპარტამენტი Europetime-ს უდასტურებს, რომ უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ საპასუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად უნდა გადადგას. „თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთოდა თან წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, გახსოვთ, იგივე პარალელური ხმის დათვლის გაყალბება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის. ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა. თუ სადმე იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ბუნებრივია, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენ ინტერესებში,“ - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. მისაღებ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ აღნიშნულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ. ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ - ექსკლუზივი

ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსზე: შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე განაცხადა, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია - კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი. პრაქტიკულად, მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის რიტორიკას, კობახიძე ამბობს, რომ მათი გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება და შესაბამისად, მათ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა უწევთ. „საბოლოოდ, მათი რიტორიკა აგებული იყო იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიგვეღო, თუმცა ნახეს, რომ მოცემულობა სხვა მიმართულებით შეიცვალა - რეალურად მწიფდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამან გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება და არათანმიმდევრულობა. მათი გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება, შესაბამისად, მათ უწევთ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა და აქ გამოჩნდა მათი არათანმიმდევრულობა,“ - განაცხადა კობახიძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებთან აღნიშნა, “სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, საქართველო რეფორმებს გააგრძელებს.“ „გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან, მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი არის კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ ერთი ღია ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევრო ინტეგრაციის, და მხარდამჭერი იმის რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გზავნილი არის მარტივი, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში და სიტუაცია ძალიან რთული არის მთელს მსოფლიოში, მოგეხსენებათ უკრაინის ომის გარდა ამხელა სიტუაცია, რომელიც ძალიან დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ექნება თავისი შედეგები ჩვენს რეგიონზე, მთლიანად მსოფლიოზე, ამიტომ ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა დავდგეთ ძლიერად, მტკიცედ, გავაგრძელოთ რეფორმები, მე ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ ამ რეფორმებს, კოორდინაციას ევროპელებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მაგრამ დაველოდოთ და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ძალიან მალე ცნობილი“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.  

ირაკლი კობახიძე: ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა. ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან განსხვავებით, ქალ ოპოზიციონერებს ბოდიში არ მოუხდიათ თავიანთი გამონათქვამებისთვის. „როდესაც ეს ადამიანები, მათ შორის, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები საუბრობენ ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მათ ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი სწორედ ეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან. ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობასა და ეთიკას მიხედონ, სადაც სერიოზული პრობლემები და ხარვეზები აქვთ. ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატს „პატარა კაცებს“ რომ ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? თქვენ „ბოდიში“ თეონა აქუბარდიასგან გახსოვთ, რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა? ამიტომ, ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი - სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება, იქ არ გვიჭირს ხოლმე და არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა სინანულის გამოხატვა. ჩვენ „ბოდიშიც“ კი არ მოგვისმენია ამ კონკრეტული დეპუტატებისგან, როცა ისინი უზრდელობდნენ, არღვევდნენ ეთიკის სტანდარტებს. ეს არ გაუჭირდა ირაკლი ბერაიას, იმიტომ, რომ ის არის ღირსეული ადამიანი. როგორ შეიძლება ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან?! ისინი ახდენენ, მათ შორის, გენდერული კვოტების დისკრედიტაციას, რაც ჩვენ შემოვიღეთ. როცა ამ დეპუტატებს ვუყურებ, აშკარად ხდება ამ კვოტების დისკრედიტაცია. თუკი ვინმე ამ პარლამენტში ახდენს პოლარიზაციას ხელოვნურად, ესენი არიან სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. მინდა, მანდ მოვუწოდო, პატივი სცენ საკუთარ საპარლამენტო სტატუსს, იმას, რომ არიან ქალი დეპუტატები და მოიქცნენ სხვანაირად! მათ აქვთ ორმაგი, შვიდმაგი სტანდარტი, ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი, რომ უნდა იყოს ეთიკური წესები დაცული,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა. მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა ქალ დეპუტატებს, რომლებიც მმართველი გუნდის წევრების, მათ შორის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მხრიდან შურაცხმყოფელი სიტყვების სამიზნეები იყვნენ.  

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაქვს რესურსი, ვიმუშაოთ ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსეთის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მოქალაქეებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “საქართველოს არ აქვს რესურსი, იმუშაოს ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან.“ „გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ -უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან. ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ რუსეთ-უკრაინის ომში, რატომ - იმიტომ, რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი ემუშავა ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში. ერთადერთი, რაც შეიძლება, განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფელისა და ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო, წითელი ჯვარი. ამ ფორმით თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. დანარჩენზე გიპასუხებენ შესაბამისი უწყებები,“ - განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას. საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ.  

კობახიძე: უმეტეს შემთხვევაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, სასამართლო და საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე ჰქონდათ საუბარი. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს, ექსპერტებს შევხვდით. ზოგადად, თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. იცით, რომ ვენეციის კომისიასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ხშირად იგზავნება - ხოლმე ჩვენგან კანონპროექტები ვენეციის კომისიაში. ვიღებთ მათგან დასკვნებს და საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, მაღალია რეკომენდაციის გათვალისწინების მაჩვენებელი. ამ რეჟიმში გაგრძელდება თანამშრომლობა. ჩვენ, ასევე, შევეხეთ ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებს. განსაკუთრებული საუბარი გვქონდა ისეთ თემებზე, როგორიცაა სასამართლო საკითხები, საარჩევნო თემატიკა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური დისკუსია, მათ შორის დისკუსია გვქონდა იმ კანონპროექტებზე, რომელიც ამ სფეროებში არის ინიცირებული პარლამენტში. ველოდებით ასევე დასკვნას ცესკოს საკითხთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. ჩვენ მიმოვიხილეთ, ზოგადად, ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან, უკვე არის წარმოდგენილი სასამართლოსთან დაკავშირებით. სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, სადაც საქმე მიზანშეწონილობის საკითხებს ეხება, იქ, უმეტეს შემთხვევაში, ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკოს, ჯერ კიდევ ველოდებით დასკვნას კომისიისგან. ვენეციის კომისიას აინტერესებს კანონმდებლობა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. „საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით, დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, ეს არის ცესკოს დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია. ერთადერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით, არის ცესკოს ფორმირების წესი,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს.  

ირაკლი კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.  

კობახიძე ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე: „არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში"

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას საქართველო 2024 წლის დეკემბერში იმსახურებს. თუმცა კობახიძე აღნიშნავს, რომ „ეს პოლიტიკური საკითხია და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედს გამოთქვამს.“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე უფრო ადრე შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მან უფრო გვიან მიიღო კანდიდატის სტატუსი. „არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უნდა იყოს უკვე მიღებული ეს გადაწყვეტილება. შარშანაც გეკუთვნოდა უკვე მოლაპარაკებების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება. თუმცა პოლიტიკური საკითხია, ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა და მითუმეტეს, გვეკუთვნის ეს 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა შემთხვევაში დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო რთული პროცესები, ურთულესი პროცესები, მაგრამ ეს პროცესები ჩვენ მივიყვანეთ წარმატებამდე, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. როდის იქნება ეს, არის ცალკე საკითხი, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში. კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა შარშან, მაგრამ მოგვენიჭა წელს, პრაქტიკაში არაფერი შეცვლილა, არაფერში არ ჩამოვრჩენილვართ. რეალურად, რაც შეეხება გაწევრიანებას, გაწევრიანების თარიღზე ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს. თქვენ გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტულ პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გაფორმების თაობაზე, DCFTA-ს გაფორმების თაობაზე, უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში დავასწარით უკრაინას და მოლდოვას. იმიტომ, რომ ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, მითუმეტეს ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც არის უკრაინაში და რაც გავრცელდა მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად უფრო წინ ყველა თვალსაზრისით. ასეთ პირობებში ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მართალია გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მათზე ბევრად უფრო ადრე შევალთ ევროკავშირში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების საკითხზე განაცხადა, რომ რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას და დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა ქვეყანაში. „დღეს დასრულდა სივრცე ყველანაირი სპეკულაციებისთვის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო დაბრუნება რატომ სჭირდებოდა? დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას არ ჰქონია ადგილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს ჯანსაღი მოვლენაა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს. რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას,“ - აღნიშნა კობახიძემ. კობახიძის თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს არამარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მისცემს შესაძლებლობებს რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში. მადლობა უნდა გადავუხადოთ ივანიშვილს ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი. ძალიან კარგად განმარტა გადაწყვეტილების მიზანი და მიზეზი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს სისუსტე აქვს საარჩევნოდ, პირიქით, თავად ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გუნდს ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს. მის სიტყვაში იყო ნათქვამი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც ბიძინა ივანიშვილის საუბრობდა, რომ ოპოზიცია სრულად მოშლილია და განადგურებული, სხვა გამოწვევებია, სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ყველაფერი განიმარტა, რომ როდესაც ოპოზიცია არის აბსოლუტურად მოშლილი, არ შესწევს უნარი კონტროლი განახორციელოს მმართველი გუნდის საქმიანობაზე, ასეთ დროს, ბუნებრივად ჩნდება რისკები. არაფერი და არავინ კონკრეტული, საუბარია ზოგად რისკებზე, რაზეც მინიშნება ჰქონდა ივანიშვილს,“ - აღნიშნა კობახიძემ. ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ „პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.“ „ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს,“ - განაცხადა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ცნობისთვის, საარჩევნო სია საბოლოო სახით ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდება. არჩევნებისთვის სამზადისი იანვრიდან დაიწყება. „წინასწარ აქტიურ საარჩევნო ფაზაზე გადავალთ უკვე ივლისიდან, თუმცა, იანვრიდან, რა თქმა უნდა, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. სიის ფორმირებას რაც შეეხება, უფრო საბოლოო სახით ჩამოყალიბდება ზაფხულისთვის, ან შემოდგომის დასაწყისისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი: ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის როლი არის ქვეყნის გადარჩენა.  „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ, სადაც ივანიშვილი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, პრემიერმა აღბნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა აღნიშნული „უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგაც „ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, მთავარი როლი, უნიკალური როლი სწორედ მან შეასრულა.“ პრემიერმა აღნიშნა, „მინიმუმ მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში და შექმნილი ვითარების გამო, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.“ „პირველ რიგში, მე მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ზოგადად ჩვენი ქვეყნის, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო, დავიწყებ თავიდან, ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, დღეს მე მგონი არც ერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შეიძლება, საერთოდ აღარ გვქონოდა. რა თქმა უნდა, ის წინა მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად განადგურებას ჩვენი ქვეყნის. შეიძლება, დაგვეკარგა სუვერენიტეტი და საერთოდ, ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მე მინდა შეფასება კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, რომ იტყვიან, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა. ახლა რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, მე მინდა გითხრათ, რომ ყველამ კარგად მოისმინეთ მისი სიტყვა და კითხვები აღარ არსებობს. მან თავად განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც იგი ბრუნდება პოლიტიკაში. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ მთელი დანარჩენი მსოფლიოსი და ბუნებრივია, ის რაც ხდება რეგიონში და დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად, ეს გეოპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის ეს, რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები კიდევ რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის, მე ხაზს ვუსვამ და რაც მთავარია, პირველ რიგში ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაზე. ასეთ ურთულეს, მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი რა თქმა უნდა, არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. იმიტომ, რომ მომდევნო 10 წელი, შეიძლება, ასე ითქვას, ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში, მინიმუმ მომდევნო 10 წელი. ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, აღარ გავაგრძელებ იმას, თუ რამდენად გაამყარებს ჩვენს გუნდს, “ქართულ ოცნებას”, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდება მდგომარეობა საერთოდ ქვეყანაში,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მას ჰქონდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს.“ „როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით, რომ ყველა ნორმალური ადამიანი და ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, იგივე, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა.  მე მგონი, არცერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვინაიდან, იგი არის ამ პარტიის დამფუძნებელიც, მთავარი შემოქმედი 2012 წლის გამარჯვების და შემდეგი გამარჯვებების და ამ სტაბილური პერიოდის. ის, რომ თუნდაც მე მქონოდა ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, კონსულტაცია ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში

კობახიძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე: საუბარი იყო, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილზე, რომელშიც ილია მეორე აღნიშნავს: „ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.“ „ეპისტოლეში საუბარი იყო, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. რა თქმა უნდა, პროგრესი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რისკები როდესაც არსებობს, ამაზე ყურადღების გამახვილებაც აუცილებელია. ამაზე იყო საუბარი პატრიარქის ეპისტოლეში,“ – განუცხადა კობახიძემ მედიას. „საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, ისევე როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება

„ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. უახლოეს დღეებში ჩატარდება „ქართული ოცნების“ ყრილობა, მანამდე კიდევ ერთი პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული ყრილობისთვის. ამის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში. იცით, რომ საგაზაფხულო სესია იხსნება 6 თებერვალს და 6 თებერვლის კვირაში, რეგლამენტის სრული დაცვით მოხდება პრემიერ-მინისტრის და მის მიერ წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება,“ - აღნიშნა თალაკვაძემ „იმედის“ ცნობით. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.  

შალვა პაპუაშვილი: თუ ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდება, ისტორიული მომენტი იქნება

„რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო და სხვანაირი ინტერაქციაა, როცა ყოფილი კოლეგა გადადის მთავრობაში, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში და პოლიტიკურ დისკუსიაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს ისტორიული მომენტი იქნება. „რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც პარტია მსჯელობს. აქაც მნიშვნელოვანია, ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც პოზიტიური მოვლენაა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობათ კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, შემდეგ უფრო საინტერესოა და სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად მინისტრის სახით იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სახით და სხვა დინამიკას შესძენს. სხვათა შორის, გიორგი ამილახვრის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ბევრმა ოპოზიციიდანაც იგრძნო ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა შემდეგ, პარლამენტის წევრებს, ყოფილ წევრებს სხვანაირად ესმით ერთმანეთის, ადამიანმა იცის შიდა პროცესები, რომელიც პარლამენტში მიდის და ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მხრივაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვას, თუ ვის წაიყვანს ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად პარლამენტიდან და მათ შორის არიან თუ არა ბექა დავითულიანი და ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა, დაასახელოს საკუთარი კაბინეტის წევრები, ამიტომ ასეთ სპეკულაციებზე კომენტარს არ გააკეთებს. „ეს მისი პრეროგატივაა და მე მგონი, ყველამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ მან იფიქროს და მან გააჟღეროს, თუ როგორ ხედავს ის თავის კაბინეტს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა და საპარლამენტო დემოკრატიის იდეა ეს არის, ამიტომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მოძრაობა ბუნებრივია. „რიგ შემთხვევებში, მთავრობის წევრები ამავე დროს არიან ხოლმე პარლამენტის წევრებიც. ასე რომ, ეს არის სწორედ ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხვდებით, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი ხელმძღვანელია, მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დამტკიცდება. 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ რიგით მე-8 ყრილობა გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადასატურებენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განიხილება, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს."ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე იქნება და მას წარმატებები უსურვა. „მინდა, სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.  

ირაკლი კობახიძე: მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მინისტრები არ შეიცვლებიან და სპეკულაციებია ის, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი შეიცვლებოდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მან მთავრობის ყველა წევრს პოსტზე დარჩენა შესთავაზა. არის ერთადერთი გამონაკლისი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა სხვა სფეროში გადანაცვლება ისურვა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯუანშერბურჭულაძის არჩევანს პატივს სცემს. ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია  

ირაკლი კობახიძე: ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება„ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მან პრემიერად დასახელების შემდეგ, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის წინაშე არსებულ ორ „მთავარ მისიაზე“ კიდევ ერთხელ მიუთითა. „პირველ რიგში, მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისათვის! გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე, მადლობას გადავუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამწლიანი უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო წარმატება მოუტანა, უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის ყველა დელეგატს. ყველა ის მიღწევა, რომელიც ქონდა ჩვენს გუნდს და ქვეყანას უკანასკნელი წლების განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, იყო გუნდის უპრეცედენტო ერთიანობის შედეგი. ამ ერთიანობისთვის მადლობა ეკუთვნის თითოეულ თქვენგანს - მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარტიის რიგით წევრებს და მხარდამჭერებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის ძალიან დიდი იმედი მაქვს. წინ გველის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ვხვდებით. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რაც გახდება საფუძველი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის. რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, „ქართული ოცნება“, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორი მთავარი მისიით შეიძლება, იყოს გამოხატული: - პირველი, ეს არის ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო: o ეს არის საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებთან და ოსებთან ერთად; o ეს არის საქართველო, სადაც ქართველებს შორის სიკეთე ძლევს ბოროტებას და სიყვარული ძლევს სიძულვილს; - მეორე, ეს არის საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში. გასული სამი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უდიდესი სიბრძნე, რამაც ამ ორი ამოცანის შესრულებასთან ბევრად უფრო დაგვაახლოვა. თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა ამ ოცნების ახდენისკენ უნდა იყოს მიმართული. გაძლევთ პირობას, მთავრობის მეთაურის რანგში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ოცნების ახდენაში ჩემი წვლილი შევიტანო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოცხადებული ნდობისთვის! გისურვებთ წარმატებებს!“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანები დგას, მსურს, ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს

„ირაკლი კობახიძეს სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ პოსტზე არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მოგეხსენებათ, უკვე განხორციელდა ოფიციალურად ცვლილებები. მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი, ეს ჩვენი პოლიტიკური ოჯახია. მინდა, ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რომ მას სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, როგორც ერთიანი, ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას. წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები. 2024 წლის 26 ოქტომბერს გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ხალხს, ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ. მეტ დროს დავუთმობ პარტიულ საქმიანობას, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი,“ აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. „დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანები დგას. შემოდგომაზე არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს, ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. საქართველო დღეს კვლავ დიდი გამოწვევების დგას, კვლავ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩვენ 2012 წელს ყველამ ერთად დავამარცხეთ. ვიდრე ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა. ასევე მინდა, ვთქვა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.“ იგივე ხალხთან, იმავე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს – დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა. არჩევანი ძალზედ ნათელია – „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ უდიდესი ნდობისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მზად ვარ, როგორც პარტიის რიგითმა წევრმა, ასევე ჩვენი ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცმა მთელი ძალისხმევა მოვახმარო ჩვენი გუნდის გამარჯვებას, ქართველი ხალხის, ქვეყნის მსახურებას და მორიგ დიდ გამარჯვებას, რომელიც ყველას ერთად გველოდება 26 ოქტომბერს,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს

უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა. „შეთანხმება გვაქვს. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე,“ - წერს მიშელი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას. „ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“, - წერს მიშელი. უკრაინისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილი, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კიევს კრედიტების ფორმით გადაერიცხება. შეგახსენებთ, შეთანხმება მიღწეულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ. ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დეკემბერში ვეტო დაადო.  

ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. მთავრობის შემადგენლობა ასეთია: კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი; ამასთან, პარლამენტში ასევე შევიდა სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით – „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პირველ თებერვალს წარადგინეს. პარლამენტი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.  

ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

„ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება,“ შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება დაგეგმილ სამუშაოს. „რაც შეეხება პორტებს, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ანაკლიის პროექტის სათანადოდ დაწყება, განხორციელება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო გეგმავს მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში. ყველაფერი განხორციელდება გეგმის შესაბამისად. ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, სხვა პორტების განვითარებასაც, რესურსების გაძლიერებასაც მიექცევა სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით ეს ეხება ფოთის პორტის განვითარებას, რესურსების გაძლიერებას. ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

კობახიძე: ჩვენს პოლიტიკურ სისტემას მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი სჭირდება

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უხეში რიტორიკა მთავრობის ინტერესებში არ შედის. „ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება სიმშვიდე, მათ შორის, პოლიტიკური სიმშვიდე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ინსტიტუციონალიზაცია, სადაც გვაქვს ჩვენ სერიოზული ხარვეზები, როგორც თავადაც მოგეხსენებათ. ეს ყველაფერი არის ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, ჩვენ თავიდან ბოლომდე, სამთავრობო შემადგენლობა, ვიქნებით კონცენტრირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებზე. თუ ამ ყველაფერში იქნება უზრუნველყოფილი ყველა პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის, ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა, ეს იქნება ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარვეზები არის - უხეშობა პოლიტიკაში, უხეში რიტორიკა, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, ერთი სუბიექტური მიზეზის გამო (ქვეყნის ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა, ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში), როდესაც კონკრეტული პარტია იგებს არჩევნებს, ის სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა," - განაცხადა კობახიძემ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლების" წევრის, როსტომ ჩხეიძის შეკითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „რადიკალური ოპოზიცია" და „ქვეყნის მტრები" სინონიმები არ არის.  „გახსოვთ, როგორ დაიწყო პოლარიზაცია, რადიკალიზმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ეს იყო, არჩევნების არცნობა. შემდეგ გახსოვთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორი იყო რიტორიკა და ა.შ. დღეს არ მინდა ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრო, მინდა მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთო იმ გეგმებზე, რომლებიც მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი, ნაკლები რადიკალიზმი აუცილებლად სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

კობახიძე: ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატების წინაშე სამთავრობო პროგრამა წარადგინა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ომი გამოუსწორებელი დანაშაული იქნებოდა. „ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი​ პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გზით დაბრუნების შესახებ. მინდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი სცენარის პირობებში ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც. ეს იქნებოდა გამოუსწორებელი დანაშაული ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე. ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს. ამ დანაშაულს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს დაპირისპირების ფონზე განიხილავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას „გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა. მას „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ლილუაშვილს 20 ივნისის აქციის დარბევა გაახსენა, როდესაც პრემიერის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. პარლამენტი 8 თებერვალს უყრის კენჭს მთავრობის შემადგენლობას.  

ირაკლი კობახიძე: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის" შეკითხვებს, რომლებიც კორუფციას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უპასუხა. კობახიძემ გაიხსენა „ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ამავე ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები და აღნიშნა, რომ მისთვის კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. „ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე [გიორგი გახარია]. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ და ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: არასდროს, არცერთი თეთრი არ მიშოვია კორუფციით და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად. ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის [ბიძინა ივანიშვილის] მიდგომა, რომელსაც, მით უმეტეს, არანაირი ინტერესი არ აქვს. მას სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 2020 წლის 27 მაისს საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ანგარიში წარადგინა, რომლის დროსაც შესაძლო კორუფციული ფაქტის საპასუხოდ ნათქვამი სიტყვებს - „ქართულ ჯიგრულ პონტში," კრიტიკა მოჰყვა.  

ირაკლი კობახიძე: ვერავინ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, ცესკოს ოპოზიციონერი წევრი ერთ-ერთი რადიკალური პარტიდან, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე

„ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის იმავდროულად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. კობახიძის თქმით, თუ ვინმეს მიეცემა ცესკოში საბოტაჟის უფლება, არაფერს აღარ ექნება ფასი,„ შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელიც იქნება შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან.“ „რაც შეეხება 12 პუნქტს და შემდეგ 9 პუნქტს, რამდენი პუნქტი შევასრულეთ ამაზე იყო უამრავი სპეკულაცია. სინამდვილეში, მოხდა რა - ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, მათ შორის, პარლამენტში უამრავი კანონი მივიღეთ და საბოლოო ჯამში, დღეს გვთხოვენ თუ არ ვცდები 2 პაკეტის მიღებას, მხოლოდ 2 კანონის მიღებას, საიდანაც ჩანს, რომ, თვისობრივად, იმ 12 პუნქტიდან არის ყველაფერი შესრულებული, რისი შესრულებაც შეიძლებოდა იმ კონკრეტულ მომენტამდე. რაც შეეხება ახალ პუნქტებს - კონკრეტულად ცესკოს თემაზე იყო საუბარი. აქ იცით პირადად ჩემი პოზიციაც და იცით ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები, რასაც ვერავინ დაუპირისპირა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტები. ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის, იმავდროულად, ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. როგორ შეიძლება, რაიმე სამართლებრივ ლოგიკაში ჩაჯდეს ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საპარლამენტო სუვერენიტეტი და, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად სამართლებრივად გამართული და რაციონალური გადაწყვეტილებები ყველა საკითხთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თუ ვინმეს მივცემთ ჩვენ ცესკოში საბოტაჟის საშუალებას, არაფერს აღარ ექნება ფასი. ვიღაცებს შეიძლება, ეს უნდათ, მაგრამ ცესკო უნდა მუშაობდეს გამართულად. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელიც იქნება შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან,“ - განაცხადა კობახიძემ. „ქართული ოცნება“ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარის და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს. ეს ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს, დემოკრატიული არჩევნების პრინციპს,“ ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ევროკავშირში სრული გაწევრიანებისთვის საქართველოს განესაზღვრა 9 ძირითადი მიმართულება. ევროკავშირის დათქმა არის სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ამ რეკომენდაციას. საარჩევნო ადმინისტრაციას ტოვებს ლეგიტიმაციის კრიზისში და საფრთხეს უქმნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციისკენ გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ყველაზე მნიშვნელოვანს არა თუ არ დგამს, დგამს უკან. საარჩევნო ცვლილებები, რომელიც გაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში დასკვნისთვის, შეფასდა ამ ინსტიტუტების მიერ და ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უთხრა: „დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა“. ამის პასუხად, ხელისუფლებამ დახია ვენეციის კომისიის დასკვნა. ევროკავშირის გაცხადებული პოზიციით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის არარსებობაა. „ქართული ოცნება“ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარის და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს. ეს ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს, დემოკრატიული არჩევნების პრინციპს. მიუხედავად ყველა უკანონო მცდელობისა, არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი,“ - აღნიშნა სიორიძემ. პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, „საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში აისახა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააპროტესტა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქმე ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხს ეხება, რომელზეც დამოკიდებულია შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.  

პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე დამტკიცდა. მინისტრთა შორის მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა ირაკლი ჩიქოვანმა. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.  

პრეზიდენტმა პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შექიმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

ირაკლი კობახიძე: მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს

მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მას და მინისტრთა კაბინეთს ნდობა გამოუცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების დროს მთავრობის ადმინისტრაციაში გარკვეული გადაადგილებები ნორმალური მოვლენაა. „გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით მირჩევნია, რომ სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს არის ნაკლებად პოლიტიკური საკითხი, თუმცა მესმის, რომ არის საინტერესო. ორშაბათს ალბათ ტრადიციულად გაიმართება მთავრობის პირველი სხდომა. რაც შეეხება რეზო ჯაველიძეს, რომელიც იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, არის ძალიან ღირსეული ადამიანი, პროფესიონალური, თუმცა ვნახოთ, შეიძლება, გარკვეული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ამ მიმართულებით. ეს არ არის პერსონალური საკითხი. სხვა მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის მედიის ნაწილშიც. ეს არ არის პერსონალური თემა. ნორმალური მოვლენაა, როდესაც ასეთი ტიპის საკადრო გადაადგილებები ხდება, როცა იცვლება მთავრობის შემადგენლობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მის დანიშვნას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში 20-21 თებერვალს, ბრიუსელში განხორციელდება. მან მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტი შეეხება ევროკავშირს და ასევე NATO-ს. „უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე, NATO-ს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება,“ - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

ირაკლი კობახიძე: ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა

„ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს „გამყოფ ხაზთან“ ჩასვლა, ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურა დაამტკიცა. „მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. დღეს გვქონდა საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და მათ შორის, ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას,“ – განაცხადა კობახიძემ. 2022 წლის ივნისში მან მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. „რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან?" - უპასუხა მან მაშინ ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან "მთელი ხელისუფლება დადის" და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა. „მილიონი პროექტი განხორციელდა, გაზი, წყალი, რაც მოსახლეობას აწუხებს... მე რაზე ჩავიდე დღეს იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?" - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

ბორელი: მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს. ბორელი სოციალურ ქსელში წერს რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. „ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ეტაპზე,“ - წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე. იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში,“ - ნათქვამია ოლაფ შოლცის მისალოც წერილში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება.  

ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. ახალ მინისტრს თავდაცვის სამინისტროში დახვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, სარდლები, გენერალური შტაბის დეპარტამენტების უფროსები და სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ. „პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის, ქვეყნის წინაშე ერთგულებისთვის და თითოეულ ჯარისკაცს თანადგომა აღუთქვა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრის მდიდარი პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, წარმატებით გააგრძელებს უწყების მიერ დასახული გეგმებისა და რეფორმების განხორციელებას. მან ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ქართული ჯარის მიმართ პატივისცემა და თანადგომა გამოხატა თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განცხადებით, სამინისტროს გუნდის საქმიანობა კვლავაც თავდაცვის უწყების სტრატეგიული მიზნებისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნდობის შედეგად, ირაკლი ჩიქოვანი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრად გუშინ დაინიშნა. იგი 2020-2023 წლებში იყო პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ასევე ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ჩიქოვანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საჯარო სამსახურში კარიერა დაწყებული აქვს თავდაცვის სამინისტროში და უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. დამთავრებული აქვს NATO-ს თავდაცვის კოლეჯი,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ერდოღანი იმედოვნებს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რწმენას გამოთქვამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში. „თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა, გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედისმომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - კეთილდღეობას და ბედნიერება,“ - აღნიშნულია ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

პატრიარქი ირაკლი კობახიძეს: ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, წარმატებების მომტანი საქართველოსთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის­ თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს. ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის. გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად,“ - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. „ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს! ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, მაშინ როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან,“ - წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

კობახიძე: ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს გაეცნო. მისი თქმით, „სადაც არის განსახლება საჭირო, ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს და ასევე იქნება კომპენსაციების შემთხვევაშიც.“ „ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ასევე კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს-ხვალ უკვე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, სოფლის მოსახლეობას მივუსამძიმრეთ, პირადად მივუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა, ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებში იმყოფებოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ირაკლი კობახიძესთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებსაც გაეცნო. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  

ირაკლი კობახიძე: შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები

„შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, აქედან 300-ზე მეტის შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები და საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. „გასული კვირა იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის. სტიქიამ, ასევე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები, აღდგა საავტომობილო მოძრაობა, შესაბამის მონაკვეთებზე. დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, სადაც 300-ზე მეტის შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები. მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც ყველაზე აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამუშაოებში იყო ჩართული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველი სხდომა გამართა

ირაკლი კობახიძემ, რომელიც 8 თებერვალს გახდა პრემიერ-მინისტრი, მთავრობის პირველი სხდომა გამართა. მან მადლობა გადაუხადა წინა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეფექტური მუშაობისთვის და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ახალი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველ სხდომაზე ისაუბრა მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და მმართველობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე.   „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.   „ზოგადად, ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, გვჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე, ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება არის ბუნებრივია საჭირო. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე, ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი, იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   ამავე სხდომიდან გაეცანით: კობახიძემ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა ირაკლი კობახიძე: შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები

ირაკლი კობახიძემ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა

პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს დაეკისრება, თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ასევე შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება. „დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის. რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი ჩიქოვანი ერთადერთი ახალი კადრია მინისტრთა კაბინეტში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემდეგ დაინიშნა. მიხეილ ფეიქრიშვილი კი, რომელმაც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ჩაიბარა, ამ პოსტზე დანიშვნამდე იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.  

დერეკ შოლემ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ შოლე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. დერეკ შოლე აღნიშნავს, რომ მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა დაუდასტურა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი,” - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან  

რიში სუნაკი: კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.  რიში სუნაკის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულთბილად მინდა, მოგილოცოთ საქართველოს  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს. კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ის მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს და შეუპოვრობის ისეთ გამოწვევებს აჩენს, რაც საქართველოს წინაშე დგას დღესდღეობით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება თქვენი მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენთვის მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველოს ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის და თქვენი კიბერმედეგობის გაძლიერებისთვის რუსული ჰიბრიდული აგრესიის წინააღმდეგ. ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს გისურვებთ ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით,“ -  აღნიშნავს რიში სუნაკი. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

ომბუდსმენი პრემიერს ვეტერანების დახმარებაზე რეგულაციის შეცვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ. გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ. „საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავრობას, განიხილოს შესაბამის დადგენილებებში იმგვარი ცვლილების შეტანის საკითხი, რომ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა ერთდროულად ისარგებლონ, როგორც სოციალური პაკეტით, ასევე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ამასთან, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება არც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეეზღუდოთ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები, ასევე სადაზვერვო-ტექნიკური და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს.  

მელონი: იტალია-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებების ერთობლიობას ეფუძნება

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნა. იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც პირველ რიგში აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის ამ ფუნდამენტურ პრინციპს. ჩვენი შეხედულებების იდენტურობა ასევე წარმოდგენილია იტალიის მხარდაჭერით საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, რაც დასტურდება გასული წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოოდ აღიარებული წევრობის კანდიდატობის სტატუსით, რომლის სასარგებლოდ იტალია მუდმივად მუშაობდა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში. ამ საფუძვლებზე დაყრდნობით მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად ვიმუშაოთ იმ მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე, და, ამავდროულად, იტალიური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით, ამბიციური რეფორმის განსახორციელებლად, სადაც საქართველოს ინსტიტუციები დაკავებულები არიან ევროპულ გზაზე წინსვლით. კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ და გამოვხატავ თქვენს მიმართ ჩემს პატივისცემას,“ - ნათქვამია ჯორჯია მელონის მისალოცში.  

ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ესტუმრა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. პატრიარქი ირაკლი კობახიძეს: ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, წარმატებების მომტანი საქართველოსთვის  

ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და NATO-ში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.  

ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს − ჯოზეფ ბორელს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. „ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ღირებული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ გასულ წელს საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მისი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს თანადგომისთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და NATO-ში. ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.  

ირაკლი კობახიძე: 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა

2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს საქართველოს ამბიციური გეგმაა. „ერთი რამის თქმა შეგვიძლია: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გვაქვს. და 2030 წელს - ეს წელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელის მიერ იქნა დასახელებული [გაფართოების წლად] - საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ეს ჩვენი ამბიციური გეგმაა, ეს ჩვენი ამბიციაა, და ჩვენ ძალიან ერთგულნი ვართ რეფორმების დღის წესრიგისადმი, იმ ნაბიჯებისადმი, რომლებიც ევროკავშირში წევრობისთვის არის გადასადგმელი. იმედი გვაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება,“ - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება რეგიონში. „ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. დღევანდელ საბჭოზე ჩვენ განვხილეთ საქართველოს ეკონომიკური მიღწევები და ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრირების პერსპექტივები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე დაფუძნებით. საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფი გაჯანსაღება პანდემიის შემდგომ და პანდემიიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. წინსვლის ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დავუბრუნდით იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. ჩვენ ვახორციელებთ წარმატებულ რეფორმებს. ეს ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის,“ - აღნიშნა კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. „შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს. თავის მხრივ, შარლ მიშელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპრეცედენტო იმპულსი შექმნა და საქართველოს ხელისუფლება შემდგომი პროგრესის მისაღწევად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი იქნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების პროცესის წინსვლისთვის აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე გაუგზავნა მოწვევა OSCE-ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის საჭიროება აღნიშნა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ირაკლი კობახიძემ და შარლ მიშელმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.“ დღესვე, პრემიერი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.   „ყურადღება გამახვილდა გაფართოების ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას ევროკომისიის  ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ  გაწეული ძალისხმევის შესახებ ისაუბრა და  ევროკომისარს მიმდინარე ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ,  საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიხემ ოლივერ ვარჰეის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიშელი: საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს საქმის შემდეგ ეტაპზე, დარჩენილი რეფორმების შესრულება ახლა საკვანძოა

„საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესია,“ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე წერს.  „საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა მივულოცე ბატონ ირაკლი კობახიძეს. საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გააჩნია საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის მთავარია,“ - აღნიშნავს შარლ მიშელი. ირაკლი კობახიძე შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდა  

ირაკლი კობახიძე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი აცხადებს, რომ მან დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ გზამკვლევი გადასცა.  „საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია. დღეს მე გადავეცი გზამკვლევი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. პირველი ნაბიჯი ევროპის კატასტროფების მართვის შემდგომი გაძლიერებისკენ,“ - აღნიშნავს ევროკომისარი. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.  

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე, მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.  ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს. „შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და რობერტა მეცოლამ განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. შესაბამისი პოსტი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას X-ის გვერდზე გავრცელდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება საკვანძო, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე,“ - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.  

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება

„ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება. „დიდი მადლობა გენერალურო მდივანო ნატოს შტაბბინაში მიღებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციის საკითხებზე გვიწევს საუბარი. მომეცით ნება, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო საქართველოს გულწრფელი მადლიერება NATO-სადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. საქართველო ალიანსის უერთგულესი, ურთიერთთავსებადი პარტნიორია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად, შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მომეცით უფლება, რომ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ვალდებულება NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლიერება თქვენი მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.  

იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერი მუქარა მიუღებელია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერ მუქარა მიუღებელია. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. „საქართველოს NATO-ს ახლო პარტნიორია და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. NATO აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია,”- აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერაზეც. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისვე თქმით, ალიანსის პარტნიორები ასევე თამაშობენ მთავარ როლს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს და ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს. „დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რომელსაც ვიცი, რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას. ეს ასევე გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე მთელ მსოფლიოში. ასე რომ, მივესალმები მოკავშირეების ძალისხმევას, რომლებიც მუშაობენ შავი ზღვის განაღმვაზე, რაც მას უფრო უსაფრთხოს გახდის ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ NATO-საქართველოს პარტნიორობას და მის შემდგომ განვითარებას. მე მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. ასევე გილოცავთ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შიდა რეფორმების გაგრძელება და გაძლიერება, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველოს სწვლა სწორი მიმართულებით. მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ. ევროატლანტიკურ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობისკენ. NATO გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას, როდესაც თქვენ მუშაობთ ამ მისწრაფებების განხორციელებაზე,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

ირაკლი კობახიძე: დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

„დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან,“ -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.  ირაკლი კობახიძის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სახელი „ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.“   „ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი,” -  აღნიშნულია განცხადებაში. დღესვე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით შეამკეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ექვსი წელი გავიდა  

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. „მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება - მთავრობა

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, - ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე,  სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას. საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.  

პრემიერის თქმით, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ილია დარჩიაშვილის ელჩად წარგზავნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მაკა ბოჭორიშვილის დანიშვნის შესაძლებლობას შეეხებოდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია არსად ვრცელდება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მთავრობაში პერსონალური ცვლილებები“ არ იგეგმება. „პირველ რიგში, რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ამ ვიზიტის ფარგლებში და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავითარი პერსონალური ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის - დანარჩენი, ახლა, 1-2 და სამ წელიწადში თუ რამე ცვლილება მოხდება, ეს არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული. არსად არ ვრცელდება ასეთი საუბარი, თქვენ ავრცელებთ ახლა ამ საუბარს. სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს," - განაცხადა კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტთან „გაუგებრობის“ ამოწურვასა და აშშ-სთან პარტნიორობაში გარკვეულ „სისუსტეებზე“ საუბრობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კარგია, რომ ევროპარლამენტში პრაქტიკა შეიცვალა და უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება.“ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. „ქალბატონ რობერტა მეცოლასთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისთვის, თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია, რა თქმა უნდა, ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის, ქალბატონ მეცოლას იმისთვის, რომ დამკვიდრდა ამის შემდეგ უკვე სწორი პრაქტიკა. ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციებმა გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რაც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა, ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში. შესაბამისად, ლოგიკურად ასე უნდა ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ვივარაუდოთ და გამოვთქვათ ოპტიმისტურად იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით. უახლოეს მომავალში, ზაფხულში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროპარლამენტი თავიდან დაკომპლექტდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის იმისთვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა,“ - განაცხადა კობახიძემ. მან აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისს სურს, გააღრმაოს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ჩინეთთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კერძოდ, ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა ჯერ ჩინეთის ელჩთან და შემდეგ ამერიკის ელჩთან გამართულ შეხვედრას და აქედან გამომდინარე იმას, „ხომ არ გადაალაგა პრიორიტეტები“ საქართველომ. „პრიორიტეტები არამხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა და შესაბამისად, პრიორიტეტები ორმხრივად განისაზღვრება. ჩინეთისგან ვხედავთ პარტნიორობის გარღმავების ინტერესს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატა. გააქტიურებულია ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები. ჩინური კომპანიები აქტიურად ჩართულნი არიან ჩართულნი ეკონომიკურ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო პარტნიორობის განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები, კოვიდის შემდეგ აღსდგა ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ. „რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების განმავლობაში გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებში, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან, არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოითქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყო სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის. გავიმეორებ ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან, დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის ქვეყნებთან. გავიმეორებ, ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი, აქედან გამომდინარე, ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ წარიმართება პროცესები სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი, ჩვენ გვინდა როგორც აშშ-სთან, ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება,“ - განაცხადა კობახიძემ. მან ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.  

კობახიძე უკრაინის ომზე: როგორ დასრულება ეს ომი, ამაზე საუბარი უჭირს ყველას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც მოიტანა ომმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ.“ ირაკლი კობახიძის თქმით, ის უკრაინას სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს. „ არსებული უმძიმესი მდგომაროების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია პოლიტიკური თვალსაზრით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის, გამომდინარე იმ ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის.“ ირაკლი კობახიძემ კიდეც ერთხელ გაიმეორა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციებსა და პოლიტიკურ აქტების მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული პოზიცია. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ომის მალე დასრულდება და უკრაინას ვუსურვეთ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ.“ კითხვას გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის პროგნოზირება რთულია და ეს უჭირთ დასავლელ პარტნიორებსაც. „სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ საკითხზე უჭირს საუბარი ჩვენს პარტნიორებსაც, ჩვენ გვქონდა. მათ შორის, ამ თემაზე საუბარი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბრიუსელში, ზოგადად, და ზუსტად თუ როგორ დასრულდება ომი, ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას,“ ნათქვამია თავის მხრივ საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ-ის საელჩოს ცნობით, დანიგანმა და კობახიძემ შუა დერეფნის განვითარების საკითხიც განიხილეს

ამერიკის საელჩოს ცნობით, ელჩ დანიგანსა და პრემიერ კობახიძეს შორის შეხვედრის დროს ასევე განიხილებოდა შუა დერეფნის განვითარარების საკითხი. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას,“ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით კი, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. „აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისაგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.“ ცნობისათვის, 9 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  

ირაკლი კობახიძე: საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. „ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - აღნიშნავს პრემიერი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია გაჩერდება

მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს. რეორგანიზაცია გაჩერდება მთლიანად, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, ბუნებრივია, მომზადდება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, პროცესის შეჩერება გულისხმობს თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის იმ შეთავაზებული კომპენსაციის გაუქმებასაც, რომელზეც ზოგიერთმა თანამშრომელმა თანხმობა უკვე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდეს ახალი სამედიცინო დაწესებულება, საავადმყოფოს წინა ტერიტორია კი საინვესტიციოდ რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოიყენონ. „უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე. როგორც მოგეხსენებათ, არსებული პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიის, არსებული შენობის დემონტაჟის საფუძველზე, საინვესტიციოდ გამოყენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებულიყო საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე ჯერ კიდევ 2007 წელს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა უკანა ტერიტორიაზე, თუმცა, პოლიტიკური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტი, კიდევ ერთხელ წარიმართება შესაბამისი სამუშაო, დაიგეგმება პროცესი და მომზადდება წინადადებები, რომ განხორციელდეს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა და წინა ტერიტორია გამოყენებული იყოს საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჰქონდათ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდება ექიმების, პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ უახლოეს თვეებში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები რომ ამ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი საავადმყოფო აშენდება. შესაბამისად, ვფიქრობთ ეს არის ის გადაწყვეტა, რომლის მიესადაგება როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, კოლექტივის ინტერესებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მთავარია, რომ მან მუშაობა სრული დატვირთვით გააგრძელოს. „რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამაზე გვექნება დეტალური საუბარი როგორც საავადმყოფოს კოლექტივთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ დეტალებს შევაჯერებთ უახლოეს დღეებში. მთავარია, საავადმყოფომ სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. ამას პრობლემები არ უნდა შეექმნას. იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი საავადმყოფოს საქმიანობის უწყვეტობა, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: რესპუბლიკურის შენობის მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, დანგრევის რისკი არ არსებობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. პრემიერმა ექიმებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საავადმყოფო უახლოესი 3 წლის განმავლობაში, იგივე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. „რაც შეეხება თვითონ შენობის მდგომარეობას, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, სხვადასხვა კუთხით - ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რასაც ყველა ადასტურებს. ჩვენ ვეცდებით, რომ თუნდაც, სამუშაო შუალედურ პერიოდში - 2-3-წლიან პერიოდში ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე ვიზრუნოთ. რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. შესაბამისად, ჩვეულებრივად, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. დაახლოებით, 3 წლის თავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ, საავადმყოფო გადავა ახლა შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც ექიმებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან შევაჯერეთ“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვა, ტყუილი აღმოჩნდა თუ არა, ჯანდაცვის სამინისტროს ნათქვამი, რომ შენობას მდგრადობის პრობლემა ჰქონდა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს. „არა, მდგრადობაზე არაა საუბარი, ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობდა, რაც შეეხება მდგრადობას, ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემებია სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს შენობის მდგრადობას არ უკავშირდება, შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს, სხვა ტიპის, ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაზეც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა არ დასრულდება,“ - განაცხადა კობახიძემ. მან ასევე ისაუბრა ტერიტორიის პრივატიზებაზეც. „საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე, თუ როგორ განხორციელდება უშუალოდ, რა ფორმით, ეს იქნება კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული. საავადმყოფოს შენობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, სწორედ ამის გამო იმიჯნება მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია რესპუბლიკური საავადმყოფო, მიწის ნაკვეთი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, რათა ჭარბი ტვირთი არ დაწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. ვერ გეტყვით, რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს, მე გპირდებით, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი იქნება შეთავაზებული ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც საუბარი გვაქვს,“ - განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, დაახლოებით, 3 წელში, მშენებლობა დასრულებული იქნება. „პირველადი გეგმით, დემონტაჟის პროექტირებასა და დემონტაჟს, დაახლოებით, ერთი წელი ჭირდებოდა, შემდეგ შენობის პროექტის პროექტირებას და მშენებლობას ჭირდებოდა დაახლოებით, 3 წელი. პირველი ერთი წელი დაიზოგება იქიდან გამომდინარე, რომ დემონტაჟი აღარ იქნება საჭირო, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, 3 წლის თავზე იქნება შესაძლებელი მშენებლობის დასრულება, ანუ 3-წლიანი გეგმა გვექნება შეთავაზებული,“ - განაცხადა კობახიძემ.  

2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან, ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი - კობახიძე

24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გავიხსენეთ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული იუნკერები, ახალგაზრდა ბიჭები, ახალგაზრდა გოგოები, რომლებმაც დაგვიტოვეს პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და სამშობლოსთვის თავგანწირვის განსაკუთრებული მაგალითი. კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მათ ხსოვნას. 24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა. დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი. დევნილად ან ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო - ირაკლი კობახიძე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ  30 დღე დაჰყონ. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის,“ -  განაცხადა პრემიერმა. 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის. ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები  საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 255-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.    

ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე - კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.  პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო დოკუმენტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. „განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება. დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული. ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება- მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე, დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის ცოდნას, განმსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და რომელსაც ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სათანადოდ ექნება გააზრებული შემწყნარებლობის და სამართლიანობის პრინციპები და შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებას თანამედროვე სამყაროში. ასეა გაწერილი მიზნები. უახლოეს დღეებში სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო ვერსიას, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების სისტემის განვითარება სწორ ღირებულებებს დაეფუძნოს, რისთვისაც ეროვნული მიზნების დოკუმენტის სათანადოდ გაწერას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება,” - განაცხადა კობახიძემ.  

კობახიძის თქმით, გამაოგნებელია პრეზიდენტის განცხადება საპატრიარქოსთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, გამაოგნებელია პრეზიდენტის განცხადება საპატრიარქოსთან დაკავშირებით. „კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა - ასეთი განცხადებები გამაოგნებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი განცხადებებით საკუთარ იმიჯს აზიანებს. ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა,“ - აღნიშნა კობახიძემ. კითხვას, ელის თუ არა პრეზიდენტისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, კობახიძემ უპასუხა, რომ „სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს.“ „სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იმდენი უხეში ქმედება განახორციელა, რომ ყველაფერი შეიძლება გააკეთოს“, - განაცხადა პრემიერმა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაყვება პროდასავლურ რიტორიკას. „ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა Chatham House-ში.  

„თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, შეიძლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“ - კობახიძე „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვის კანონპროექტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მმართველი გუნდის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების შეფასებით, საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“ კობახიძის თქმით, თუ მთავრობის ჩართულობა იქნება აღნიშნულ პროცესში საჭირო, მან შეიძლება ამ მიმართულებით მონაწილეობა მიიღოს. როგორც მან აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება აბსოლუტურად გასაგებია. „მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების, არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. დანარჩენი ვნახოთ, კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, არ ვიცი რა ფორმით, როგორ, მაგრამ შეიძლება, ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როდესაც ასეთი კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება ის,“ - განაცხადა კობახიძემ. მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს  

პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე: ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, რაშიც დავრწმუნდი რესპუბლიკურის მაგალითზე

რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა, ამ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მედიასთან განმარტავს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნიკაციის მიმართულებით ის პრობლემას ხედავდა, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით. „მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა,“ - განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს და აღნიშნავს, რომ მათ შორის საკითხი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან განიხილება. „ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია ხომ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის წარმომადგენელი. ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე,“ - განაცხადა კობახიძემ. პრემიერმა აღნიშნა, რომ სხვა მინისტრების საქმიანობით კმაყოფილია და მინისტრების ცვლილება მოსალოდნელი არ არის. „ყველაფერი არის პროცესი, მაგრამ დღეს მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით მე პირადად კმაყოფილი ვარ, როგორც გასული წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობით,“ - აღნიშნა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ვიცი, თავად მინისტრს და ასევე, პრემიერს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულება, დაპირისპირება არ არის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მთავრობის ხელმძღვანელი არის ირაკლი კობახიძე და შესაძლოა, ჰქონდეს თავისი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი,“ – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა დაპირისპირება მასსა და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს შორის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავითარი დაპირისპირება არ არის. „პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, მაშინ, თუ არ ვცდები, ექვსი მინისტრი შევცვალე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ასევე, პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება, ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. მე მოვისმინე, რაღაც სხვა განცხადებებიც, თითქოს, ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვეს. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერ-მინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი. აი გესმით?! ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის. „მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. რამდენიმეს ჩამოგითვლით. მაგალითად, იცით, რომ სამი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და განვახორციელეთ მოგვიანებით წამლების გაიაფების რეფორმა. თურქეთის ბაზარი იქნება, თუ რეფერენტული ფასების დაწესება. ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე. მოვედით, გავაკეთეთ. შედეგად, 400 მლნ ლარზე მეტი დაეზოგება ჩვენს მოსახლეობას. 400 მლნ ლარით იძარცვებოდა ჩვენი ხალხი ფარმა მაფიის და ფარმა კრიმინალების მიერ. ამას გარდა, იცით, რომ თავად ზურაბ აზარაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით გამოვლენილი იქნა ფარმა დანაშაულები, კარტერული შეთანხმებები. ამის შედეგად, ეს მსხვილი კომპანიები დაჯარიმდა 53 მლნ ლარით. იგივე DRG-ის სისტემა. 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი მძიმე რეფორმები განახორციელა მან და დაიწყო. რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. ნორმალურია. მე სხვა პიროვნება ვარ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა ოფიციალურად გაავრცელა. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა.

ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურებში რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჯარო სამსახურებში რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, იმისთვის, რომ მათ შორის მოხდეს კორუფციის პრევენცია. „ერთი რამე არის მთავარი, ზოგადად, რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის იმისათვის, რომ, მათ შორის, მოხდეს კორუფციის პრევენცია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ცდუნება, ადამიანი არის მიდრეკილია ხომ ცდუნებისკენ? იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული კორუფციის რისკები, საჭიროა, რომ რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. სპეკულაციები ყოველთვის არის ხოლმე ასეთ თემებზე, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი, მათ შორის, პირველ რიგში, კორუფციის პრევენციისთვის,“ განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, შესაძლოა, ხელფასები გაიზარდოს  

საქართველოს ისტორიაში პირველად, გუდაურში, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6-7 აპრილს გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ამის შესახებ მან ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა. „მოხარული ვარ, რომ შემიძლია, პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე. 6-7 აპრილს გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. მადლობა გუნდს ამ მნიშვნელოვან მიღწევისთვის. 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული დღე, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს ამისთვის. ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, საქართველო უმასპინძლებს საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს – MND 2024-ს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას საქმიანი ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად, დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორებიც არის ჩინეთი, აშშ, ინდოეთი და სხვა. ეს აქტივობები გაზრდის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენს ქვეყანაში. ასევე ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად. ეს ყველაფერი გაკეთდება თანმიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს კეთდებოდა აქამდე. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს, ლევან დავითაშვილს, მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც კურირებს ტურიზმისა და ავიაციის სფეროს; სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართულია ამ სექტორის განვითარებაში. ეს ადამიანები ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარებისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ დღემდე, მაქსიმუმს აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობა მომავალშიც ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრემიერი: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო რეიტინგებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ -18 % აქვს, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ არის, „ქართული ოცნება“ კი, საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს.  ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა უნდა მიიღოს. „ბოლო რეიტინგები ასეთია: „ნაცმოძრაობა“ 18 %, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ, ასეთია ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას. შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე. იდეალური იქნება თუ „ნაცმოძრაობის“ ვერც ერთი სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაცმოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი: ჩვენ გვაქვს 60% და ნაცმოძრაობას -18, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს,” - განაცხადა კობახიძემ.  

ნარენდრა მოდი: ინდოეთსა და საქართველოს ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ინდოეთს და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ბოლო დროს, ჩვენი ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა განაგრძობს გაძლიერებას თქვენი ლიდერობის პერიოდში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ურთიერთობები ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ,“ - აღნიშნულია ინდოეთის პრემიერის მისალოც წერილში. ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებას უსურვებს.„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მხრიდან უდიდესი პატივისცემის გარანტიები,“ - წერს ინდოეთის პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილი: დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დამონტაჟება თავის დროზე უსაფრთხოებით იყო ნაკარნახევი. ღარიბაშვილის თქმით, კობახიძის მხრიდან განსხვავებული შეხედულებების ქონა, აბსოლუტურად ნორმალურია. ის ამჟამინდელ პრემიერთან დაპირისპირებას უარყოფს. „ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო, უხერხულია, სირცხვილია, ამას განმარტავს თავად კობახიძე, მიმართეთ მას და განმარტავს. დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ ღობის გარეშე შენობაში. მთავარი მიზანი და მოტივაცია, როდესაც მე თავის დროზე ეს გადავწყვიტე, იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რატომ? ეს დესტრუქციული ძალები, რომლებიც გახსოვთ, რომ პირდაპირ ჩვენს გმირ პოლიციელებს როგორ შეურაცხყოფდნენ კანცელარიის წინ, ხან ფქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს და ჩვენს თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს როგორ აწუხებდნენ, შიგნით შეცვივდებოდნენ ყოველგვარი საშვების გარეშე და დესტრუქციას აწყობდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დემონტაჟი დაიწყო არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს კონსტიტუციით, კანონით. ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, აქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება, ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, რომ ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს, მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდეც რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, რომ განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები, მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის კობახიძე. ნორმალურია, სხვა აზრი ჰქონდეს, არანორმალურია, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს," - განაცხადა ღარიბაშვილმა. კითხვას იყო თუ არა ის ახალი ჯანდაცვის მინისტრის პროცესში ჩართული, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის პარტიის თავმჯდომარეა მთავრობის საკითხებში აღარ ერევა. „უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრს, მან უნდა გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, მთავრობის საკითხებში მე აღარ ვერევი, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, მე ვარ პასუხისმგებელი პარტიის მუშაობაზე და, რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მისიაა მოვიარო რეგიონები და პარტია მოვამზადოთ არჩევნებისთვის," - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ვიცი, თავად მინისტრს და ასევე, პრემიერს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულება, დაპირისპირება არ არის  

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ მოხსნეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ღობე

„მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ,“ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დამონტაჟებული ღობის მოხსნის შესახებ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ღობე, რომელიც მოხსნეს, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა. „რაც შეეხება ღობის საკითხს, იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. ღობესაც აქვს თავისი პლუს-მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს-მინუსები. ბუნებრივია, მე მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს, ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ. აქედან გამომდინარე. მე ვფიქრობ,რომ უპირატესობა უნდა მიგვენიჭებინა სწორედ ამ გადაწყვეტილებისთვის. ასევე, იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, თითქოს 200 000 ლარი გადაყარა სახელმწიფომ ამ ღობის მონტაჟში და მერე დემონტაჟში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ერთადერთი დამატებითი ხარჯი, რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი, რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას ეს არ დაიკარგება, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 000 ლარის გაფლანგვა არის აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით,“ -განაცხადა კობახიძემ. ირაკლი ღარიბაშვილი: დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში  

პრემიერის თქმით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის ერთიანი, განახლებული გეგმა უნდა შემუშავდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის ერთიანი, განახლებული გეგმა უნდა შემუშავდეს. მა შესაბამისი თხოვნით ძალოვან უწყებებს მიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ; მომხმარებლებს სჭირდებათ ზრუნვა, თუმცა რეალიზატორებთან საჭიროა მაქსიმალური სიმკაცრე და ეს უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით. „ნარკოპოლიტიკა არის საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებიც ხშირად საუბრობენ; მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისთვის, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა გასული პერიოდის განმავლობაში, მოხდა რეალიზატორების იდენტიფიცირება, ქსელების იდენტიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო მეტია საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც სახეზეა ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები. „არის გარკვეული სისტემური მოვლენებიც, რაც ამას უკავშირდება. არის ასეთი ტერმინი მათ შორის დამკვიდრებული - ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რაც მე ვიტყოდი, რომ არის იმ იდეოლოგიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, ანუ ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება რომ მისაღები იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის და რომელიც შეიძლება წაადგეს ჩვენს საზოგადოებას. ნარკოტიკები ანადგურებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ღირებულებებსაც და ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში განადგურდეს ღირებულებები, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს წარმატებას ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება პირიქით ზრუნვა მომხმარებლების მიმართ, იმისათვის, რომ მათ უარი ვათქმევინოთ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თუმცა რაც შეეხება რეალიზაციას, რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა. ასევე ყურადღება არის მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე, ამას ცალკე უნდა გაესვას ხაზი, რაზეც საზოგადოებაშიც ხშირად საუბრობენ და მინდა, ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით არახამიას წინადადებას უპასუხეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არახამიას დამოკიდებულებას „დასანანი “ და „სამწუხარო“ უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მყარად უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და „სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს.“ ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს „უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას.“ „როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთ გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. აქედან გამომდინარე ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას,“ - აღნიშნა კობახიძემ. „არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არამხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს. და მე იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება ვერასდროს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, როგორც ეს მათ შორის, მთავრობის გუშინდელ განცხადებაში იყო ნათქვამი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს  თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ. არახამია უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, საქართველოს მთავრობას „სამპუნქტიან გეგმას“ სთავაზობს  

პრემიერი: უწმინდესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით კი, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ აღიარა

„ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს,  ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის, და  მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ ზოგადად სამყაროსადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის  70-იანი წლებიდან დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და  სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. „ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა; საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში. ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან დაიწყო. გალობის აღორძინება  უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა; უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისა და მრავალი წლის განმავლობაში ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერისათვის. „დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში.  ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა.  დღეს ჩვენს წინაშეა  თითქმის ათწლიანი, მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი: ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა; ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს  - ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები; მადლობა თითოეულ თქვენგანს.  პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ  თანადგომა და გპირდებით მხარდაჭერას. მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები  ამ ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეში,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე: ივნისიდან ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაწყებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაწყება ივნისში იგეგმება. პრემიერის თქმით, მაისის ბოლოს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოს. „ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ  ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არამხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ, ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოს დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი და მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება ტენდერის პროცედურა და ივნისიდან უკვე იქნება შესაძლებელი სამუშაოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა, გავყვებით,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს

შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას. „მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა ხოლმე დადებით როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში -სამხრეთ კავკასიაში,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ზაგულბას სასახლეში, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. „საქართველოს დელეგაცია პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. პრემიერი დელეგაციასთან ერთად პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.  

საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა. პრემიერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა ამ პროცესში. ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა არაერთ, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში.   პირისპირ შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერს დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.   „ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში და მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობები ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. დღეისათვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის დღევანდელ დღეს. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც და ასევე სტრატეგიულად აკავშირებს ორ ქვეყანას. „ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცულობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში. „სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა. ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ორ თვეში დასრულდება  

კობახიძე: NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია. „ბატონო გენერალურო მდივანო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო NATO-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, NATO მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „პრემიერ-მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის პირველი მოადგილე ლორენც მეიერ-მინემანი; ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა; NATO-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი დილან უაიტი; NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის მოადგილე ინგა უეგნერი; ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი; საქართველოს დესკ-ოფიცერი, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი სტეფენ ელგერსმა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩიNATO-ში ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.   ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა. ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. ირაკლი კობახიძე იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად. UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერი: ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ. „ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძის თქმით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მლნ-ით გაიზარდა

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე და საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე. „რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას, 30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მლნ იყო გამოყოფილი, თუმცა იყო გარკვეული საჭიროებები, რის გამოც აუცილებელი გახდა 5 მლნ-ით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა. ანუ, მთლიანობაში იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, დავამატეთ 5 მლნ, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისად განხორციელდეს. ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით. საჭიროება იყო შესაბამისი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, რამდენიმე ათეულ სკოლაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სასკოლო დაწესებულებებზე, ანუ მთლიანობაში მოხდა 5 მლნ-ით მათი დაფინანსების გაზრდა,“ - განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი მიმართოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე. დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა. პრემიერ-მინისტრის განკარგულება 15 მარტით არის დათარიღებული. საქართველოდს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით.  

ირაკლი კობახიძე: დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია. პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ვერ დაინახა საჭიროება, ხიდაშელთან ეს შრომითი ურთიერთობა გაგრძელებულიყო. „როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე დავით ხიდაშელს წვდომა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოოდ, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ეს არის ის, რაც მოხდა,“ განაცხადა კობახიძემ. კითხვას, არის თუ არა პრობლემა ევტუშენკოვთან კავშირები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები ზედმეტია. ცნობისთვის, ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. ეს ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან საუბრისას, ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.  

ილია თოფურია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

UFC-ს ქართველ ჩემპიონს დღეს ორბელიანების სასახლეში, ღირსების ორდენით დააჯილდოვებენ. „როგორც გუშინ შეთანხმდა ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია,“ წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.  

კონკრეტული ძალები, საეჭვო დაფინანსებით, ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებენ - კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონკრეტული ძალები, საეჭვო დაფინანსებით, ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებენ.  მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება შემაშფოთებელია. „ასეთი კამპანიების მიზანიც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: ველოდებით არგუმენტებს, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს

„ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, 2004-2012 წლებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ ე.წ. ვეთინგი. „ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება არამხოლოდ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ, ეწინააღმდეგება ფუნდამენტურად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის ე.წ. ვეთინგი. ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას. ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, მაგრამ დღემდე ვერავინ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, შესაბამისად, დაველოდებით არგუმენტებს, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ჩვენ ველოდებით არგუმენტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება, არგუმენტების გარეშე მოგვთხოვონ სახელმწიფო სუვერენიტეტის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ ე.წ. ვეთინგი. ახლა უნდათ, რომ ოპოზიციამ დაიმორჩილოს ე.წ. ვეთინგით სასამართლო ხელისუფლება. ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი. ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ ვიღაცამ ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძე,. ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით  

ირაკლი კობახიძე დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. „დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.  

საქართველო და სომხეთი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას აანონსებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია პირველ ყოვლისა მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ და დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ. დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს, კოლეგას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელით დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. „ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომელიც არის ჩვენი რეგიონის წინაშე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან  თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით,“ აღნიშნა კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია. „მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შევინარჩუნოთ ის მაღალი დინამიკა, რომელიც ახასიათებს დღეს ჩვენს პარტნიორობას. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია,“ - აღნიშნა პრემიერმა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დაინტერესებულია არამხოლოდ ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ, პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას. „შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში,“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანი: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გავლენა აქვს რეგიონსა და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გასული წლის ბოლოს საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი მნიშვნელოვანია და მას არამარტო რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას.“ სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი კობახიძე წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. „6 იანვრის შემდეგ, როცა მთავრობათაშორისი კომიტეტის მეცამეტე სხდომა ჩატარდა, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს. მაქვს საშუალება, ახლა განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიარებულია ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არამხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე დადებული თანამშრომლობა. წინა წელს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღო და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არამარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, სომხეთი მზადაა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს. ერევანი ელის, რომ მეორე მხრიდანაც იგივე დამოკიდებულება იქნება. „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე სამი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ალმაათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, [ასევე] ალმაათის დეკლარაციის საფუძველზე კვლავ, ორივე ქვეყანას შორის მოხდეს ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ურთიერთობების დალაგება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო დაინტერესებულია არამხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ, პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში,“ - განაცხადა ფაშინიანმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.  

ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღო. სომხური მედიის ცნობით, მხარებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობები. „დღეს მე და ჩემს კოლეგას გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორცილებისთვის. ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეს ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა," – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. იანვარში, თბილისში სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მე-13 შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ფაშინიანის თქმით, ეს განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო განვითარების ამბიციურ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს. უწყებებს დავავალებთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად - ფაშინიანი თბილისში  

ირაკლი კობახიძე გერმანიაში ვიზიტს გეგმავს

საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პიტერ ფიშერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კობახიძე: ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა

ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომლებიც იყვნენ გამოძახებულნი ფინალური მატჩებისთვის, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ესენი არიან ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან. „გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები და წარმატებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს,“ - განაცხადა პრემიერმა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.  

პრემიერი: სიღარიბე განახევრდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში სიღარიბე განახევრდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. მისივე განმარტებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. „ყველაფერზე მეტყველებს ის მონაცემები, რაც გვაქვს. რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს იყო მილიონ 100 ათასი ადამიანი, როდესაც ის [ხაზარაძე] და მისი პარტნიორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესის რეკეტით იყვნენ დაკავებული, მილიონ 100 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღევანდელი მაჩვენებელი წამოცდენილი 600 000-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. წინა თვეში გვქონდა 9.5% ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში სიღარიბე კიდევ უფრო მეტად შემცირდება ჩვენს ქვეყანაში, რაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში მოგვცემს სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას,“ - აღნიშნა კობახიძემ.  

UEFA-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

UEFA-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება. „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს - ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: „ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში“. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი,“ - აღნიშნულია ოფიციალურ მოსაწვევში.  

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან.  „პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ და გასაკვირი არაა, რომ საქართველომ „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი - არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი. დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული. ზემოაღნიშნული ქმედებების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ ყველაზე მცირე ნდობით სახელმწიფო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის საქართველოში. მხედველობაშია მისაღები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ზემოაღნიშნული ქმედებები მათი დონორების რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება. მჯერა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ მანკიერების დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს,“ ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

მთავრობამ ზურაბიშვილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტზე უარი განუცხადა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით წასვლაზე უარი განუცხადა. პრეზიდენტი ვიზიტს 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გეგმავდა. განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. პრეზიდენტმა მთავრობას შესაბამისი თანხმობისთვის 27 მარტს მიმართა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.  

12 აპრილს პრემიერი გერმანიის კანცლერს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. შეხვედრა გერმანიაში 12 აპრილს გაიმართება. „ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი 2024 წლის 12 აპრილს 11:30 საათზე ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე განიხილება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები,“ - გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.  გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

პრემიერი: 145 000 ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალინება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს, სულად ჩამოეწერება 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი, აღიარებული და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. „ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს, იმისთვის, რომ მოამზადა ეს საკითხი. მადლობა ფინანსთა მინისტრს. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება. მადლობა ფინანსთა მინისტრს ამ გადაწყვეტილების მომზადებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს ავალებს, გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, დამატებითი რეისები და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფი უზრუნველყოს

მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია - მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე, რამდენჯერმე გაიზარდა რიგ შემთხვევაში ფასები. მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ეს საფეხბურთო ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით,“ - აღნიშნა პრემიერმა.  

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება - კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში, კერძოდ, ვაზიანში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს უკვე დასრულდება აეროპორტის პროექტირება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი აეროპორტი იძლევა 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. „გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით, 4- 4 ნახევარი მილიონი მგზავრი. იცით, რომ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროში. მოსალოდნელია, მომავალშიც ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გადიდებას. მეორე - ახალი აეროპორტის აშენებას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი იყო, ახლის აშენების - მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე გაგვეზარდა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ეს გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, სწორედ ახალი აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები. ამის შემდგომ უკვე რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან სეროზული ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი გათვლებით, 0,2%-ული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვაზიანში აერპორტის აშენება კობახიძის წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში დააანონსა. თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობდა, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს. მიმდინარე წლის 5 თებერვალს, თავდაცვის მინისტრობის იმჟამინდელი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებდა, რომ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ „წინაღობა არ არსებობს.“ თუმცა, როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, საკითხზე მიმდინარეობს მიზანშეწონილობის შესწავლა და გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე იქნება მიღებული. „კარგად მახსოვს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, სადაც საკომიტეტო ფორმატში განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. იქ იყვნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ვაზიანის მოდერნიზაცია. ხელსაც არ შეუშლის ჩვენი საწვრთნელი ბაზის იქ ყოფნას. მიმდინარეობს ე.წ. Feasability study [მიზანშეწონილობის შესწავლა], რომლითაც დადგინდება ყველა არსებული გარემოება და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, პოზიცია, რომელიც ექსპერტებს და თავდაცვის ძალებს აქვთ, არის ის, რომ შეფერხება და წინაღობა არ არსებობს,“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებს.

კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: შარშან, საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, ამას ვეღარ შეძლებენ

პრემიერ-მინისტრმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ საუბრისას განაცხადა რომ „შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, ამას ვეღარ შეძლებენ. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულად გამართულია. „ბოლო საკითხი, რაზეც საზოგადოების ყურადღების გამახვილება მინდა, არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. მე პირადად, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, ამიტომ, დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება, იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ/ მან განაცხადა, რომ შინაარსში არ უნდა შევიდეთო, შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ანუ უშინაარსობა ჩვენი ოპონენტების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში ყველაფერი გამართულია, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია, ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, წლიური დეკლარირებაა იმ ფინანსებისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს აქვთ. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ,“ - განაცხადა კობახიძემ. როგორც ის აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ. „გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, „ფაქტჩეკერი“ და „მითების დეტექტორი“, გვარებით რომ ვთქვათ - სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი. ეს ადამიანები თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს, ამის საშუალება აღარ აქვთ, თუმცა, სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც ამ დღეების განმავლობაში გაირკვა, საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის, ამ ცენზურას ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი მოჰყვა, ეს აჩვენებს ხელწერას და ღირებულებებს. გაუმჭვირვალობა და ცენზურა ამ ადამიანებისთვის ევროპაა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები, რაც არის, თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ღირებულებები, რომლებიც განმსაზღვრელი უნდა იყოს, ამიტომ მაქსიმალურად დავიცვათ, როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. შეხვედრა გერმანიაში 12 აპრილს გაიმართება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. არასამთავრობოებმა მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ადრე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.  გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. ასევე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე, მერი ლოლერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „უცხოეთის აგენტების კანონპროექტის“ კვლავ ინიცირებით ღრმად შეშფოთებულია. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დამარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა,“ წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი. ის აღნიშნავს, რომ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვება. „გავაგრძელებ ამ საკითხის მჭიდრო მონიტორინგს,“ - წერს მერი ლოლერი. გაეროს სპეციალური მომხსენებელი მისივე ანგარიშში მიუთითებს, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობის გაუქმების მიუხედავად, მისი ზეგავლენა არაერთხელ განიხილებოდა მისი ვიზიტის დროს. ანგარიშის მიხედვით, უფლებამდაცველები საუბრობდნენ მზარდ დაუცველობაზე, რომელსაც გრძნობდნენ ამ კანონპროექტის შემოღების მცდელობის შემდეგ. ვიზიტის დროს სპეციალურ მომხსენებელს სახელმწიფომ განუცხადა, რომ „უცხოური აგენტის კანონი “აღარ იქნებოდა წარდგენილი.  შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

პრემიერმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი ირაკლი ბერაია წარუდგინა. „პრემიერმა, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია 5 აპრილს, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი,“ ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ

კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს. ის ამბობს, რომ „ოპოზიცია, აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს.“ „ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს. ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა. კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ. სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც. ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას,” - აღნიშნავს პრემიერი.  

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. „დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.   

გერმანიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს ბერლინში ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. გერმანიის ელჩმა 11 აპრილს დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება. გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.   

ირაკლი კობახიძე გერმანიაში: საქართველოსა და უკრაინას მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ

საქართველოსა და უკრაინას აკავშირებთ მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მან აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. „საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის, ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეგვიძლია, შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან,“ - განაცხადა კობახიძემ. შოლცი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ ევროკავშირის სანქციებს  

ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს

გერმანიის კანცლერის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ საქართველო არ მიიღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს გერმანიის და მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. მან ამის შესახებ ბერლინში, საქართველოს პრემიერთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. კანცლერის თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში.“ „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს. ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. „რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა „ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი,“ ჰკითხა კანცლერს „იმედის“ ჟურნალისტმა. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტურობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი,“ - განაცხადა შოლცმა. გერმანიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს ბერლინში ხვდება გერმანიის ელჩმა 11 აპრილს დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება. გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება. 

ირაკლი კობახიძე: კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია

 „ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, თუ გვეტყვიან, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა. რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე „ჩემი პასუხი დაფუძნებული იყო სიმართლეზე, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი, კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს - რატომ? იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება, იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია. რა არის კარგი - ეს უნდა იყოს ყველასთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ დისკუსიებში, პირადად მზად არის, ამაში ჩაერთოს. „იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის მზად არის, პირადად დაარწმუნოს ოპონენტები, რადგან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციები მყარია.  „ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები. პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე, რატომ, იმიტომ, რომ ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდდამხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში პირდაპირ იყვნენ გარეულნი დამიანები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამ გააყალბეს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის ასეთი ნეგატიური სცენარები, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, იმისათვის, რომ ყველამ იმუშაოს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად „პივიტი“ ან გააყალბეს სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მან კანცლერს კანონპროექტის კვლავ დაინიცირების მიზეზი განუმარტა. პრემიერის თქმით, „მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იყო უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. “ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა,“ აღნიშნავს კობახიძე. რაც შეეხება კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია ბატონ კანცლერთან. მე განვუმარტე მას ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას.   გვქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის, განვმარტეთ ისიც, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა.   ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა. არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე განვმარტე ძალიან  მკაფიოდ ისიც, რომ ძალიან მოკლეა ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირება, მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის, ეს არის გაუგებარი, პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის.  აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადო მსჯელობის, ღია მსჯელობის პირობებში. თქვენ გახსოვთ შარშან ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც მიაჩნდათ,  შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად, ამ კანონის შინაარსის თვალსაზრისით არის ყველაფერი გამართულად. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ძალიან ღია დისკუსია ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას.    რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6-გვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს,“ -  განაცხადა პრემიერმა.   შეკითხვას, თუ ევროკავშირი ტოლობის ნიშანს დასვამს ევროინტეგრაციასა და ამ კანონის მიღებას შორის, კობახიძემ უპასუხა, რომ „ტოლობის ნიშანი შეიძლება, იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება, იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის.   „მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა,“ განაცხადა კობახიძემ.   დღეს მას კანცლერმა მოუწოდა, რომ არ მიიღონ აღნიშნული კანონი.

რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა ფედერალურ კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, როგორც ახალ ეტაპს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაა. „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. ფედერალურმა კანცლერმა დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საუბარი ასევე შეეხო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროებაა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, სამართალდაცვით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ირაკლი კობახიძემ ოლაფ შოლცი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასსაც შეხვდა. მთავრობის ცნობითვე, შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.“ პრემიერის ვიზიტი პრეზიდენტ შტაინმაიერთან შეხვედრით დასრულდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელვიუს სასახლეში. გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღო და მასთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა განათლება დიუსელდორფში მიიღო და გერმანულად თავისუფლად საუბრობს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.  

შინაარსი სიტყვა-სიტყვით სწორია - შოლცის განცხადების მთარგმნელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას "ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა". პრემიერმა ქართული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე ახსნა კანცლერის განცხადების ქართულ თარგმანში „უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ“ კანონპროექტის ნაცვლად ე.წ. აგენტების კანონის ხსენება. გერმანიაში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა, მათ პრესკონფერენციაზე განცხადებები თბილისის დროით დაახლოებით 15:15 საათზე გერმანულ ენაზე გააკეთეს. კობახიძის განცხადებას ქართული მხარის დაქირავებული თარჯიმანი თარგმნიდა, შოლცის სიტყვას კი ფედერალური კანცელარიის მიერ დაქირავებული თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი. „ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში,“ - ამბობდა ზაალ ანდრონიკაშვილი, როცა ოლაფ შოლცის სიტყვას თარგმნიდა. თავად გერმანიის კანცლერმა ახსენა კანონპროექტის სრული სახელი (უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ) ახსენა. „საქართველოში ეს კანონი ცნობილია, როგორც კანონი "აგენტების" შესახებ, რომ არ შექმნილიყო გაუგებრობა და ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ რაღაც სრულიად სხვა კანონზეა ლაპარაკი, ვარჩიე ის სახელი, რომლითაც კანონს საქართველოში იცნობენ,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზაალ ანდრონიკაშვილმა. მისივე განმარტებით, "სათაურისგან დამოუკიდებლად იმის შინაარსი, რაც თქვა ფედერალურმა კანცლერმა, კონკრეტულად ამ კანონის შესახებ სიტყვა-სიტყვით სწორია და ყველას შეუძლია, გადაამოწმოს." საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ სწორედ მსგავსი ბიუროკრატიული ხარვეზების გამო შესაძლოა კანცლერს არ ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმ კანონპროექტის შინაარსზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.

რა უპასუხა პრემიერმა კანცლერის მოწოდებას, რომ საქართველომ არ მიიღოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონი

გერმანიის კანცლერის მოწოდების შემდეგ, რომ საქართველომ არ მიიღოს, ე.წ. უცხოური აგენტების შესახე კანონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს და რომ ცოტა ხნის წინ მას, ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი, თუმცა კანცლერმა შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს. ირაკლი კობახიძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია - ერთადერთი, რასაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიურად ფინანსების გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. კობახიძის თქმით, აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება იმისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის პრინციპი. „მას შემდეგ რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გადავწყვიტე, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული კანონის პირობებში სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს. 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების გზით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. ბოლო წლების განმავლობაში დაფინანსება მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში პრაქტიკად ყალიბდება. ვხედავთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. ჰანს კენზელმა აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ მთავრობა ღიაა პარტნიორებთან დისკუსიისთვის. მისივე განცხადებით, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია. Reuters-ის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა: „დიდი სიურპრიზია, რომ თქვენ ამ კანონს სრულიად სხვანაირად უყურებთ, ვიდრე კანცლერი და ევროკავშირის ელჩი, რომელმაც ეს კანონი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. როგორ ხსნით იმას, რომ თქვენ სრულიად სხვა პოზიციას იკავებთ, ვიდრე ევროპელი პარტნიორები და ევროკავშირი, რომელმაც თქვენი პროგრესი უნდა შეაფასოს და ხომ არ ფიქრობთ, არსებობს იმის საშიშროება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაზიანდება.“ „უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ. ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ერთადერთი რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება, უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. აქედან გამომდინარე, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც კანონპროექტის პირველ წელს განხილვისას არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია,“ - უპასუხა ირაკლი კობახიძემ მედიას. პრემიერმა ამავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კობახიძის თქმით, მან კანცლერს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ევროპული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ „საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ აღნიშნა.“ მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ოლაფ შოლცის განცხადებით კი, გერმანია იყო და არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. კანცლერმა ამავე დროს აღნიშნა, რომ გერმანია ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს აქტიური პარტნიორი მომავალშიც იქნება, მაგრამ ასევე, ძალიან გრძელი კატალოგი არის იმ რეფორმების, რაც ჯერ კიდევ გასატარებელია. „90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი შესაბამისი გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა განზომილება ჩვენი თანამშრომლობისა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,” - განაცხადა პრემიერმა. „გერმანია იყო და არის საქართველოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და ყოველთვის რეკლამას ვუწევდით იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამას წარმატებით მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით. ძალიან გრძელი კატალოგი არის იმის, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ეს კრიტერიუმები თქვენთვის ცნობილია, ეს საჭიროა იმ სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან აის დაკავშირებული. ეს გახლავთ ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები. საკითხები, რომელიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება. ეს გახლავთ ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიჰყვეს საქართველო ევროპის, ევროკავშირის მასშტაბს. აქვე შედის ინსტიტუციური, სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა,“ - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა. ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს

გერმანიის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს. მისი განცხადებით, „საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში“. პრემიერ-მინისტრი დიპლომატიურ წარმომადგენლებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.“ ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს „საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით. საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში. ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია, მოვეკიდოთ. თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ. გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას. მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა. ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ,“ ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

ირაკლი კობახიძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. „ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით, ისევე როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ბიზნესისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა. ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გერმანიის საელჩომ კანცლერ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა

გერმანიის საელჩომ კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა: „მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებით და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]   ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ, არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა.“ რა უპასუხა პრემიერმა კანცლერის მოწოდებას, რომ საქართველომ არ მიიღოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონი  

ირაკლი კობახიძე ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გმჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას. ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება. პრემირემა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ,“ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, გერმანიის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობდა. მისი განცხადებით, „საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში“. პრემიერ-მინისტრი დიპლომატიურ წარმომადგენლებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.“ ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

ამერიკის სავაჭრო პალატა ე.წ. „უცხოეთის აგენტების" კანონის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს

ამერიკის სავაჭრო პალატა ე.წ. „უცხოეთის აგენტების" კანონის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს. პალატის გამგეობა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს. მასში ნათქვამია, რომ კანონის მიღებით უცხოური დახმარებით არსებული პროგრამები დაზარალდება, ასევე დაბრკოლდება ქვეყნის მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი და დაზიანდება როგორც საქართველოს რეპუტაცია, ისე საინვესტიციო გარემოს. „პროექტები, რომლებსაც საქართველოს ისეთი პარტნიორები აფინანსებენ, როგორებიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას ეკონომიკურად, განათლების, ჯანდაცვის, საჯარო მმართველობისა და სხვა მხრივ. ეს პროექტები ემსახურება საქართველოს განვითარების საჭიროებებს და დაფინანსებულია საქართველოს მოკავშირეების მიერ. მათთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკუთვნება აკნინებს ამ პროექტების სანდოობას. ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის ასეთ იარლიყზე და დაიხურება," - წერია მიმართვაში. კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ თუ მთავრობას ამ ორგანიზაციების გამჭვირვალეობა მართლაც სურს, უფრო შესაფერი ზომა იქნებოდა, მაგალითად ფინანსური ანგარიშგების წესში შესულიყო ცვლილება. „კანონი ასევე არ არის თავსებადი გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებთან. თანამედროვე დემოკრატიებში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, უცხოელ ლობისტებს ხშირად მოეთხოვებათ რეგისტრაცია, მაგრამ ამ კანონების სამიზნე არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ეს კანონები არ ეხება ყველა ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. უდიდესი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საერთაშორისო, დემოკრატიულ, საუკეთესო პრაქტიკას, გთხოვთ გაიხმოთ იგი შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ ვადებში,“ - წერს ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობა საქართველის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.  

კობახიძე: უარგუმენტო განცხადებები ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უარგუმენტო განცხადებები ხელისუფლების გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს კანონი დაგვაახლოებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ის კვლავ ღია დისკუსიაში იწვევს ელჩებს თუ უცხოელ პოლიტიკოსებს. „თუ სურთ, მაგალითად, ელჩებს, პოლიტიკური დებატების ნაწილნი, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და საზოგადოების თანდასწრებით, ღია დისკუსიაში ჩაერთონ (ისინი), ამიტომ, პირადად, ჩემი წინდადება ძალაში რჩება - ყველას შევახსენებ, რომ საქართველო, პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფოა. შესაბამისად, ვერავის მივცემ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს. ამის წინააღმდეგ იბრძოდა ჩვენი მშობლების თაობა.“ 35 წლის წინ, ქართველები სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, ითხოვდნენ დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან - დღეს პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების სახელით - არ გვინდა, ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს,“ ამბობს ირაკლი კობახიძე. ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ევროკავშირი  

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც

გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განიხილავს. „რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი მიმართული. გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის, კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზე. ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის სწორედ პირველ რიგში, მეგობრების პასუხისმგებლობა. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, არის პირველ რიგში, სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა პრემიერმა. კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. მისი თქმით, უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. „ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. კონკრეტულ ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც ცდილობდნენ - რევოლუციის მოწყობა, ამ შემთხვევაში, უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობები აღმოჩნდა წარუმატებელი. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს ჩვენი უმთავრესი საგარეოპოლიტიკური მიზნის - ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა. ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ევროკავშირი  

ირაკლი კობახიძე: შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა

პრემიერ-მინისტრ ირკლი კობახიძის შეფასებით, „გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა.“ როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „გუშინდელ აქციაზე იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. „შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება დაზიანებებს, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

უკრაინის საგარეო უწყება: რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას გამოეხმაურა და ასევე აღშფოთება გამოხატა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც მან უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა. კობახიძემ გუშინ, 17 აპრილს განაცხადა, რომ „უკრაინიზაციის“ თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.“ უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს. „ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე,“ აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება. ამასთან, უკრაინული მხარე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და სიტუაციიდან გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გზით მოძებნონ. „ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით ეძებონ. მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ჩართულობა არის აუცილებელი პირობა ქვეყნის პროევროპული მომავლის ასაშენებლად,” - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თანახმად, უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული გარემოთი, ყოველთვის მყარად უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.“ დასავლეთის მოწოდებების და ხალხმრავალი სამდღიანი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკამათო კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი შეუშლის ხელს.   

კრამონი კობახიძეს: თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია - გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. „რუსულ კანონს“ ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერს მიმართავს, „უცხოური აგენტების გავლენის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ. შინაარსი სიტყვა-სიტყვით სწორია - შოლცის განცხადების მთარგმნელი „გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას," - წერს ვიოლა ფონ კრამონი. როთი: "უცხოური აგენტების კანონს“ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება  

ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში მიემგზავრება. რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად (24-25 აპრილს) ჩავა. ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაცია არ ასახელებს ღონისძიებას, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას. კობახიძესთან ერთად დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტით ბოლოს 2023 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში. 2023 წლის მაისში, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC-ში) დევიზით: „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა.“ კონფერენციის ბევრი მონაწილე ცნობილია რუსეთ-უკრაინის ომში ღიად პრორუსული, იზოლაციონისტური პოზიციით და თანაც ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით. ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი დაგმო „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES-მა), რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო „ქართული ოცნება“. PES-მა განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ თანამშრომლობას გადახედავდა, თუმცა „ოცნებამ“ უფრო ადრე განაცხადა, რომ PES-ს ტოვებდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველომ და უნგრეთმა 2022 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტისას მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.  

მთავრობა თბილისის ახალ აეროპორტთან სტადიონის აშენებას აანონსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისში ახალი სტადიონის აშენება იგეგმება. მისი თქმით, „ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი.“ როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.  „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და კომპლექსურად შეიძლება, განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში. ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას. აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 60 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და სათანადო განხორციელდება ეს პროექტი. საჭირო იქნება აქტიური მუშაობა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება დაკავებული ამ პროექტით. სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის უზრუნველყოფა. უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს უნდა ჰქონდეს ახალი, უნიკალური სტადიონი,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   

ირაკლი კობახიძე თბილისის "დინამოს“ ე.წ. „უცხოური აგენტების კანონზე“ განცხადების გამო აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს" „უცხოური აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო განცხადების გამო აკრიტიკებს. მან მთავრობის სხდომა კლუბის ხელმძღვანელობის კრიტიკით დაიწყო, ისაუბრა სპორტში „ქართული ოცნების“ მმართველობის განმავლობაში არსებულ მიღწევებზე და გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა.“ „ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს“ სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები მაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს. ასევე მინდა, გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მე მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლი, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით,“ - აღნიშნა პრემიერმა. წინა ხელისუფლებისა და თბილისის "დინამოს“ ხელმძღვანელების კრიტიკის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისში ახალი აეროპორტის გვერდით ახალი საფეხბურთო სტადიონის აშენება იგეგმება. აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა - ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს იქნება მშენებლობის დეტალური გეგმა, სამი წლის შემდეგ კი, თბილისს ახალი აეროპორტი მოემსახურება.  

კობახიძე: გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა - აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

კობახიძე უნგრეთში: კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.“ ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბოლო პერიოდში განვითარებული და მოსალოდნელი გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად. მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ მოვლენების დადებითი მიმართულებით განვითარებას. ამიტომ, მინდა ,მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისათვის, რომელიც გვთავაზობს ღირებულ პლატფორმას ჩვენი საერთო პერსპექტივების განსახილველად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ე.წ. „ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.“ „ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს, ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევის უფლებაო. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა,“ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, „ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.“ „უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა. უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი და თქვენთან ერთად ჩვენს საერთო ღირებულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა მაქვს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამავე გამოსვლაში მან განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია. „დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში,“  -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის გამოსვლის ტექსტი საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ორბანი: ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას.“ „მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ,“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით.  

ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები.“ „ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივას, ასევე - განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ორბანი: ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა  

კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩალის ფასი აქვს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, 25 აპრილს მიიღეს, „ჩალის ფასი აქვს.“ „რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ისეთი ჩალის ფასი აქვს, როგორც ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი, არათუ ასეთ შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პირიქით, უნდა ზრუნავდნენ ამერიკაში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაც შანტაჟის ენით ესაუბროს ქართველ ხალს. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს და ახლაც ძალიან კარგად ჩანს,“ - აღნიშნა კობახიძემ. ის ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობენ. „ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს, ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩააფინონ, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს, „ჩალაძის“ ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიმართლეა მთავარი,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

14 სენატორი კობახიძეს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

„ამერიკის ხმის“ ცნობით, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. წერილის ავტორები პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიცირებული „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. განახლება: განცხადება ოფიციალურადაც გავრცელდა. ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას. „ამერიკის ხმის“ მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოეთის გავლენის აგენტის ხელმეორედ ინიცირებული კანონი ამოქმედდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები წერენ, რომ ისინი როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, „იძულებული“ გახდნენ, გამოეხატათ „უღრმესი შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი.“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სენატორები აცხადებენ, რომ ისინი იძულებული გახდებიან, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. „ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია, მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა,“ ნათქვამია პრემიერ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში. პოლიტიკის ცვლილებაში კი ისინი რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა, ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა. „ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება,“ - აცხადებენ სენატორები. სენატორები უარყოფენ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური აგენტების გავლენის, ეგრეთწოდებული „ფარას“ მსგავსია. „ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს.“ წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა.“ მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული.“ წერილს ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯეიმს რიში, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი ლინდსი გრემი, სენატორი კრის კუნსი, სენატორი პიტ რიკეტსი, სენატორი რიჩარდ დურბინი, სენატორი როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, სენატორი ტომ ტილისი, სენატორი ტიმ კეინი, სენატორი დენ სალივანი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი მარტინ ჰაინრიხი. წყარო

პრემიერმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი წინა გამომსვლელი, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. „ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე ჩემი წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  პრეზიდენტმა ქართულ ჯარს მიმართა: დღეს ამუშავდნენ შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას პრეზიდენტისადმი მიმართვის შემდეგ, პრემიერმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33 წლისთავზე ისაუბრა. „ყველას გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას. ჩვენი ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ქედს ვიხრი ყველა მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც გმირულად სამშობლოს დასაცავად დაეცა, თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი სიმამაცე, პატრიოტიზმი და სიმტკიცე ის ღირებულებებია, რომლებსაც თავდაცვის ძალები ეფუძნება. მინდა ეს დღე მივულოცო ყველა ვეტერანს და მადლობა ვუთხრა მათ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი და დავაფასოთ მათი თავგანწირვა. ჩვენს ჯარზე, სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელსაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრემიერი: ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ძალების დღისამი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთვრობისთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება.“ „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელსაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრემიერი: რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, დაუშვებელია კომპრომისი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პროცედურა შემდეგია: ჩვენ ორ კვირაში გვექნება მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. ჩვენ მიგვითითებენ ხოლმე, ვენეციის კომისიაზე იქნებ დაიცადოთ და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა,“ - აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, აუცილებელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. აქციები იქნება დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან.“ მისივე თქმით, „თუ პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს არ გავარღვევთ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირში წევრობა.“ ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ხელისუფლება გასულ წელს მზად იყო, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაეგზავნა, თუმცა "აგენტურამ და მათმა მეგობრებმა" თქვეს: "არ გაბედოთ". „გასულ წელს პირველი მოსმენით მივიღეთ კანონი, შემდეგ ვთქვით ასეთი რამ: ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებამდე საერთოდ აღარ გავაგრძელებდით კანონის განხილვას. ეს პირობა პირდაპირ იყო დადებული. ამის მიუხედავად გამოვიდნენ უხეშად აქაური აგენტურა და მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს, არ გაბედოთ! ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთ. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, კიდევ ერთხელ გვრჩება აღქმა, რომ ვიღაცებს უნდათ ეს ქვეყანა არასდროს დაასვენონ,“ - აღნიშნა პრემიერმა. მან ასევე მოუწოდა, სამართალდამცველებს, „გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება“: „მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება,“ აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმა მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. მან მადლობა გადაუხადა „შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა.“ „რა თქმა უნდა, დღესაც ველით, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ეს ყველაფერი გამოხატული იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით,“ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისი შეფასებით, „გუშინდელი ძალადობრივი აქცია“ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა.“ „არ იყო სასიამოვნო ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა, დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. „ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც. ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ის ფაქტიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მათ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ამ კანონს მაინც უხეშ იარლიყებს აწებებენ, მათი ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ უცხოელი პარტნიორებიც გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ის, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის რუსულია, „ცრუპენტელაა“, "რადგან რუსულ კანონში არის 10 რეპრესიული საკითხი, რომელიც ქართულ კანონში არარის." „რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იტყუება და არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ გავბედოთ, ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს. გამჭვირვალობა არავის აწყობს, არავის უნდა, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალე იყოს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის შეკითხვას, მზად არის თუ არა მმართველი გუნდი, რომ ევროკავშირზე საბოლოოდ თქვას უარი, მთავრობის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ შემოთავაზებული კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ საქართველო ევროპას უფრო სწრაფად დაუახლოვდეს. „რა გვეტყობა? ეს კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროპას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძე კითხვას, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად - პასუხობს -  რა გვეტყობა მაგის? - „ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება.“ „რა გვეტყობა მაგის? ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აგენტურა არ შეიძლება, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ. ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება. ბოლო კვლევის თანახმად, 61.5% იყო ჩვენი რეიტინგი. არჩევნების მოგება თავისუფლად შეგვიძლია. ეს არ არის მთავარია. ამ სამი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ეკონომიკა მინიმუმ 5 მლრდ დოლარით მეტი იქნებოდა,“ - აღნიშნა კობახიძემ. „რა თქმა უნდა, არა - ეს კანონი არის იმდენად მნიშვნელოვანი სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, რომ დაუშვებელია აქ კომპრომისი,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “არის თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა მმართველი პარტია განიხილავს გასული წლის მსგავს სცენარს, როცა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიეს.” „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება  

პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ცრუ განცხადებებში“ დაადანაშაულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარს. მანამდე, შოლემ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ კობახიძეს საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გადასცა. მისი შეფასებით, მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. კობახიძე აღნიშნავს, რომ შოლეს საქართველოში „ორი რევოლუციური მცდელობის“ შესახებ ელაპარაკა. „ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა,“ - წერს კობახიძე. როგორც მან აღნიშნა, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი. ის ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს. „ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა. ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო,” - წერს ირაკლი კობახიძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გუშინ კვლავ გამოხატეს შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობის წინ წაწევის გამო. შესაბამისი განცხადება სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედიის წარმომადგენელმა მას ასევე ჰკითხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის „ანტიდასავლურ განცხადებებზეც.“ მილერმა ასევე გაიმეორა, რომ გმობენ მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს კონკრეტულ საპასუხო ზომებზე, რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩანს, რამდენად სერიოზულად უყურებს აშშ ამ საკითხს. „ვფიქრობ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებულები ვართ,“ აღნიშნა მილერმა. შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ „ბლინკენი ძალიან ყურადღებით აკვირდება“ პროცესებს. უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა. საპასუხოდ, საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი.“ პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. თბილისში პროტესტი გრძელდება. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი  

ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პრემიერ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ეს თანხა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა. განკარგულება 30 აპრილით თარიღდება. „საინფორმაციო ცენტრმა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში,” - წერია განკარგულებაში. ცნობისთვის, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები იძაბება. სადავო კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს კრიტიკით უპასუხეს. 2 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს. საპასუხოდ, საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი.“  

მიშელი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი

პრეზიდენტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველისადმი, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს,“ წერს მიშელი. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის, გაგონილი უნდა იყოს. „ცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და გულწრფელი დიალოგია ახლა საჭირო. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი,“ - წერს შარლ მიშელი. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

კობახიძე მიშელს: გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. „გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. ამასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის - ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის,” - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. მიშელი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

ირაკლი კობახიძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შინაარსი

„ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. კობახიძის თქმით, მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი განუმარტა. მისივე თქმით, ის მზადაა, ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით. „ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. OSCE/ODIHR-მა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.  მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი  

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60%-ზე მეტის დაკვეთით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში აცხადებს, რომ „გულწრფელ ახალგაზრდებს“ მიმართავს და აღნიშნავს, რომ მთავრობამ მათი მოთხოვნის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. „ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის, ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო,“ - წერს კობახიძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში. ის პირობას დებს, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, "რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან". „ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე იზრუნებს, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ერთი თვის წინ ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს, რომლის ფარგლებშიც „გამოიკითხა, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით.“ „რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი. ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია. გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.    

პრეზიდენტი პრემიერს: ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლის კობახიძის “ღია წერილს გულწრფელი ახალგაზრდებისადმი.” „ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა! - წერს პრეზიდენტი. ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60%-ზე მეტის დაკვეთით საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

პრემიერი: ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები

„მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. „მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, მათ შორის ბოლო შეხვედრების შემდეგ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა კანონის ნორმებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს. ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია, ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. როცა ვეტო შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის, დისკუსიისთვის, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ბოლო ტენდენციები რაც არის, არის კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. თუ მანამდე იყო მხოლოდ ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა და რატომ არ ვარგა ვერ გავიგეთ, არ იყო არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე ვხედავთ მეტ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ კონკრეტული განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. 

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები პრემიერს მოუწოდებენ, დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მედიის და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად მიმართავს ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში. ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პრესის თავისუფლება. კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია ცენზურის დაუშვებლობა, მედიის თავისუფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პლურალიზმი. წერილში ასევე მოყვანილია სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების კანონის მესამე მუხლი, რომელიც ჟურნალისტებს გარანტიას აძლევს, რომ დაცული იქნეს ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა და სარედაქციო გადაწყვეტილების მიღება საკუთარი სინდისის შესაბამისად. ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს აწერს 18 ორგანიზაცია წერია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით, ხელისუფლებას აძლევს დამოუკიდებელი აზრის დისკრედიტაციის, მასზე ზეწოლის და საბოლოო ჯამში, ჩახშობის მძლავრ ინსტრუმენტს და ამით საფრთხეს უქმნის პრესის და სიტყვის თავისუფლებას. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი არამხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიეკუთვნებოდნენ იმ ჯგუფების რიცხვს, რომლებიც ატარებენ „უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს", არამედ ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს უფლებას, „აწარმოოს გულმოდგინე გამოძიება“ ამ ორგანიზაციების მიმართ მხოლოდ „უცხოეთის სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაწვეული იყოს კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალების სიცოცხლისუნარიანობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მედიის სულ ცოტა, 20 თანამშრომელს ფიზიკურად დაესხნენ თავს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ან დააკავეს დემონსტრაციების გაშუქების დროს.“ წერილზე ხოლმომწერების თქმით, „ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის პარლამენტში არშეშვების გადაწყვეტილება, რომელიც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.” პრესის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად ირაკლი კობახიძისადმი წერილს ხელს აწერენ ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია (AJE France), ცენზურის ინდექსი, პრესის და მედიის თავისუფლების ევროპის ცენტრი (ECPMF), ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია, (EFJ) და სხვები.

პრემიერი: არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კანონს იგივე მიზანი აქვს, რაც - პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის კანონმდებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. კობახიძის თქმით, გამჭვირვალობის პირობებში, ქართულ საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენები დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის თანხების უკან. „ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში. საქართველოში 90-იანი წლებიდან მოქმედებს პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც რა თქმა უნდა, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და მიზანი იგივეა - სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. როცა პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ დგას პოლიტიკური პარტიის უკან და პირველ რიგში აქ საუბარია შემომწირველებზე. ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ყველაფერი 100%-ით დააზღვევს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ იქნება სერიოზული ფაქტორი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში და განმტკიცებაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც არის მიუღებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყველამ თავი უნდა „შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა.“  მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც. „ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად მიუღებელი. მინდა გავიხსენო ის, რომ ამ ძალადობის აქტებს არ გამოხმაურებია, მათ შორის, არცერთი დიპლომატი. ძალიან შემაშფოთებელია ეს ყველაფერი. აღარაფერს აღარ ვამბობ NGO-ებზე, პოლიტიკოსებზე და ა.შ. კოლეგა ჟურნალისტებზეც კონკრეტული ტელევიზიებიდან. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი და ჩვენ პირველი განცხადებები ძალადობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ გუშინ თუ გუშინწინ, არ ვიცი, როდესაც მოძალადეებს შეეხო ძალადობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი ძალადობრივი აქტისგან, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს, რა თქმა უნდა, აქ არავითარი სხვაობა არ არის. ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ძალადობრივი აქტის გამოძიება. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. ელჩებს შეიძლება, ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. ეს არის ჩემი მოწოდება და ჩემი თხოვნა ყველას მიმართ," - განაცხადა პრემიერმა. დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს - ომბუდსმენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“  

ირაკლი კობახიძე: მოსახლეობის 60%-ზე მეტი მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს

ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება" აუცილებლად მიიღებს ამ კანონს და ეს იქნება "ქართული საზოგადოების ნების აღსრულება." მან ასევე გააფრთხილა კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები, რომ "ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი", პოლიციელებს კი, მოუწოდა "გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით", ისე როგორც ამას წინა დღეებში აკეთებდნენ. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

კობახიძე: ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა, შეხვედროდა ჯეიმს ო’ბრაიენს, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა. კობახიძემ აღნიშნა, რომ გასული თვეების განმავლობაშიც იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უათხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. კობახიძის განცხადებით, ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე, რომ შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილი ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. „პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი (სანქციები), გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს. რაც შეეხება კონკრეტულად ო’ბრაიენის ვიზიტს, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში ასევე იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უათხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც რეალურად დასავლეთს მიანდო და აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, მაშინვე ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ასეთი შანტაჟი, მუქარები როგორც არ ჭრიდა 2021 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შატაჟი და მუქარა ვერც ახლა. ბიძინა ივანიშვილს ვერავინ გადაადგმევინებს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. თვითონ სანქცია ხომ თავისთავად შანტაჟს ნიშნავს, სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას თავის თავში, ეს არ არის სერიოზული თემა ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

კობახიძე: არ მომწონს ეს ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი ხვალ, მესამე მოსმენით მიიღება. მისი თქმით, ცვლილებები ამ კანონპროექტში არ იგეგმება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ ირაკლი კობახიძის თქმით, “საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას.“ „ცვლილებები ჩვენი მხრიდან ვერ დაიგეგმება, რადგან ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი, თუმცა, ჩვენ ვთქვით, რომ ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მას მინდა, მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე. ის თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, უწერდნენ ან „ენჯეოები“ ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე და ამ დროში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, შემდეგ კი, ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის,“ – განაცხადა კობახიძემ. მან ასევე არასერიოზული უწოდა სანქციების თემას და აღნიშნა, რომ „ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე ფაქტო სანქციები.“   კობახიძემ ასევე უპასუხა აქციების დროს მოქალაქეებზე თავდასხმების შესახებ შეკითხვებს. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ძალადობის გამო არავინ არის დაკავებული, რაზეც პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ გამოძიებას დრო სჭირდება. მისივე თქმით, სადაც არის სამართალდარღვევა, რეაგირება უნდა იყოს.   „რაც შეეხება ინციდენტებს, ეს არის სამწუხარო ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტებიც კი შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან,“ განაცხადა კობახიძემ.  მანვე მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ "ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან", ასევე, მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს "ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი ხარისხით" მოქმედებისთვის. მან „კმაყოფილება გამოხატა, რომ „მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ფაქტები იყო შემცირებული, რაზეც “ხელისუფლების გუშინდელმა მოწოდებებმა იმოქმედა.“ 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

მთავრობა: ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს კანონის მიღების საჭიროება განუმარტა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა „გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის, საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, 13 მაისს, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა. ჯეიმს ო'ბრაიენი მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

ირაკლი კობახიძე: ჯიმ ო'ბრაიენთან ორსაათნახევრიან შეხვედრაზე სანქციები ნახსენები არ ყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-მ სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს, მხოლოდ ოფიციალური ვაშინგტონის რეპუტაცია დაზიანდა და ასევე მოხდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში. „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები ორსაათნახევრიან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენს შორის, რაც შეეხება ბრიფინგს, ეს ბრიფინგი მე მოვისმინე, თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორმხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც არის დაწესებული უკვე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი ამ შეხვედრაზე. პრინციპში, თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, სჯობს, რომ ორსაათნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგვცენ ამასთან დაკავშირებით. ეს ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. ზოგადად თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული, შემიძლია, ცალსახად გითხრათ. პრაგმატულად მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის - თქვენ გახსოვთ მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესდა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია. ვერავითარი ზიანი ამან ვერ მიაყენა მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის რეპუტაცია, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულებების, დასაბუთების გარეშე დასანქცირდნენ მოსამართლეები, მაშინ როდესაც, მოსამართლე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული სანქციებისგან. შეილახა სერიოზულად აშშ-ის რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს. ასეთი არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ს რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე. ეს, პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ,“ - განაცხადა კობახიძემ. კობახიძის განცხადებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ დეტალების გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან არ სურს, დააზიანოს მათ შორის, პარტნიორების რეპუტაცია. „დეტალებს ვერ ვიტყვი. 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა მას შემდეგ, რაც მან სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი. ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა სხვა ნაბიჯები. ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია ამის უკან, რაც იძლევა მყარი აღქმის არსებობის უფლებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დე-ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ, რომ თავის დროზე, კონკრეტულ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი. დღეს, ჩვენს შეხვედრაზე ფორმალურ სანქციებზე არ ყოფილა საუბარი. ეს არ ყოფილა საუბრის საგანი ჩვენს შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, 2.5 საათი და სანქციები არ იყო ნახსენები,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი "დასავლეთს ანდო", თუმცა ეს თანხა "გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა." ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა კობახიძის მიერ ასევე გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თხოვნაზე პრემიერისგან მიიღეს უარი იმ მიზეზით, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. თუმცა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილი სანქციების ქვეშ არ იმყოფება და სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორ ინფორმაციას ფლობს. „ჩვენ გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ ის აშშ-ში, შეხვედრები იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც. სანამ აქ [თბილისში] ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეში. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც არსებობს," - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება რას ამბობს ჯეიმს ო'ბრაიენი „გლობალური ომის პარტიის“ „კონსპირაციის თეორიებზე“  

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.  

ერდოღანი: მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებით გადაწყდება. ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მას დამატებით არ უსაუბრია  კონრეტულად, ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ირაკლი კობახიძემ გაუზიარა თავისი მოსაზრებები. „ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ პრემიერ-მინისტრმა მოსაზრებები გამაცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება,“ განაცხადა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მისივე თანახმად, ერდოღანმა „ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერის საუბარს ძალიან ნაყოფიერი უწოდა.“

შოლცი: მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და არ უნდა ყოფილიყო მიღებული

„ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული,“ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. „ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა,“ განაცხადა შოლცმა, რომლის კომენტარსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს. გერმანიის საელჩომ კანცლერ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა  

პრემიერი: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც საჯარო დისკუსიას გავმართავ

„ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ, დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. „ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო. აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალადობაზე უარის თქმა ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა. უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ, სწორედ მათ შესძინეს აქციებს ქართული კულტურისთვის მისაღები, მშვიდობიანი სახე. ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ბევრი იმასაც გაიხსენებდა, რომ გარედან ზუსტად ასევე გვაშანტაჟებდნენ, როდესაც ჩვენგან სანქციებზე მიერთებას და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორღვევას, თითქოსდა მომაკვდავი სააკაშვილის გათავისუფლებას, გვარამიას ციხიდან გაშვებას, კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ყველას ახსოვს, რომ არცერთ ამ შეურაცხმყოფელ მოთხოვნას არ დავთანხმდით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ. თუ მომავალშიც ასეთივე ღირსებას ვაჩვენებთ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ყველას ახსოვს, რომ მმართველი გუნდი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად ღია იყო დისკუსიისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ამგვარი ღია დისკუსია იმ ქვეყნების ელჩებსაც შევთავაზეთ, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკანონმდებლო დებატებში უხეშად ერეოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ელჩები საჯარო დისკუსიას გაექცნენ, მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, ზღვის თუ ოკეანის გაღმიდან, კვლავაც არგუმენტებს მოკლებული უხეში განცხადებების კეთება განაგრძეს. ზუსტად ანალოგიურად გაექცნენ ჯანსაღ დისკუსიას რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები, სინამდვილეში, არ არსებობს და ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, „ენჯეოების“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას რამენაირად დაუმალონ. საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს. ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ. იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. მოძრაობა „ჯიუტი“ კობახიძის შეთავაზებას განცხადებით პასუხობს და "მკაცრად ემიჯნება" ყოველგვარ დისკუსიას ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე. „მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს," - წერია განცხადებაში. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

გერმანიაში, საქართველოს მატჩებზე დასასწრებად 3 000 ბილეთს მთავრობა დაასუბსიდირებს

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის განმარტებით, დაინიშნება ჩარტერული რეისებიც. პრემიერის თქმით, ორი გზის ბილეთის ღირებულება 390 ევრო იქნება და მისი შეძენა 3 ათას გულშემატკივარს შეეძლება. „18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისთვის, მნიშვნელოვანია, მგზავრობის გაიაფება და გამარტივება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები. ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა სუბსიდირებით, ასევე, ვახდენთ რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება ეს ფრენები მორგებული. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს. დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთ გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, შეუძლია დაესწროს 1, 2 ან 3 მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომელთაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე. შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება. „როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე. 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი,“ - განაცხადა კობახიძემ.